პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა "შაჰინის სკოლა ლიცეუმის" გარშემო პოლიტიკური ნიშნით
ბრძოლა "შაჰინის სკოლა ლიცეუმის" გარშემო პოლიტიკური ნიშნით

უკვე რამ­დე­ნი თვეა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი "შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი". მის გარ­შე­მო უამ­რა­ვი სკან­და­ლი იყო აგო­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გა­ირ­კვა, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრმა სკო­ლას ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩე­რა.

ბა­თუმ­ში "შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის მე­გობ­რო­ბის ლი­ცე­უმ­ში ტე­რო­რის­ტებს ზრდი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბა­თუმ­ში თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა თურ­ქეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქე­თის სა­ელ­ჩომ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს თარ­გმა­ნის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია იყო და სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ უთ­ქვამს...

იმ ინ­ტერ­ვი­უ­ში კონ­სულ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი ფე­თუ­ლა გი­უ­ლე­ნის მიმ­დევ­რებს ეკუთ­ვნით, რო­მელ­საც თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი ერ­დო­ღა­ნი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ავ­ტო­რად ასა­ხე­ლებს.

ამ გან­ცხა­დე­ბას მა­შინ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, - შა­ჰი­ნის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი კონ­სულს პა­სუ­ხობ­დნენ, რომ ისი­ნი ტე­რო­რის­ტე­ბი არ არი­ან.

შა­ჰი­ნის სკო­ლის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლიც და­ინ­ტე­რეს­და. ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ საქ­მე­ზე გავ­ლე­ნა თურ­ქეთ­მა მო­ახ­დი­ნა.

"ისე­ვე, რო­გორც მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­საძ­ლოა, აქაც ჰქონ­დეს ად­გი­ლი გარ­კვე­ულ მცდე­ლო­ბებს, რომ მო­ახ­დი­ნონ გავ­ლე­ნა მსგავს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით", – ამ­ბობს უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მედ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე­არ უნდა აი­სა­ხოს.

სკო­ლის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა მოხ­და. არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ყო­ფილ იმამ­თან და მწე­რალ­თან ფე­ტუ­ლა გუ­ლენ­თან, რო­მელ­საც თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის დი­რექ­ტო­რის ელ­გუ­ჯა და­ვი­თა­ძის თქმით, სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი არ­სე­ბობს 1994 წლი­დან. 24 წე­ლია ბა­თუმ­ში ეს სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ის ორ ქვე­ყა­ნას, თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­იხ­სნა. მისი გახ­სნის იდეა რე­ფა­ედ­დინ შა­ჰინს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლია და ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტიც ჰქონ­და. ის მა­შინ თურ­ქე­თის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი იყო და მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ერ­ქვა მისი სა­ხე­ლი.

სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, სკო­ლა-ლი­ცე­უმ­ში სწავ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბო­და ინ­გლი­სუ­რი... გარ­და ამი­სა, მსურ­ვე­ლე­ბის­თვის შა­ბათ-კვი­რას ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე ის­წავ­ლე­ბა. ეს მათ­თვის, ვინც აპი­რებს უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. და­ვი­თა­ძის თქმით, 60-დან 10 მას­წავ­ლე­ბე­ლი თურ­ქე­თი­დან არის მოწ­ვე­უ­ლი, ისი­ნი ინ­ფორ­მა­ტი­კას, თურ­ქულ და ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლი­ან, და­ნარ­ჩე­ნი პე­და­გო­გე­ბი კი ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

თურ­ქეთ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა გა­აძ­ლი­ე­რა იმ ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რის მიერ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად მიჩ­ნე­უ­ლი ფე­თუ­ლა გი­უ­ლე­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი ძლი­ე­რია და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ე. წ. გი­უ­ლე­ნის სკო­ლე­ბის და­ხურ­ვა მოს­თხო­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა...

არა­და, გი­უ­ლე­ნის მოძ­რა­ო­ბა "ჰიზ­მე­თი" ანუ "მსა­ხუ­რე­ბა" სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სკო­ლა­სა და უნი­ვერ­სი­ტეტს ფლობს.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის, გი­უ­ლე­ნის სწავ­ლე­ბის მიმ­დე­ვა­რი თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. მათ შო­რის, - სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის სუ­ლე­ი­მან დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის კერ­ძო კო­ლე­ჯი, სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი "სხი­ვი", ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა თბი­ლის­ში; შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი რუს­თავ­ში; და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა მარ­ნე­ულ­ში; ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი ქუ­თა­ის­ში და თურ­ქე­თის ყო­ფი­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის, რა­ფა­ე­დინ შა­ჰი­ნის-ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი "მე­გობ­რო­ბა", რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე­ობს. ასე­ვე, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვე­რის­ტე­ტი, რო­მელ­საც რექ­ტო­რი ილი­ას ჩი­ლ­ოღ­ლუ ხელ­მძღვა­ნე­ლობს და რო­მელ­ზეც თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და და მის გა­და­ცე­მას ითხოვს...

ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ სას­წავ­ლე­ბელს აქვს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცია და სწავ­ლე­ბაც სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პროგ­რა­მით, ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოს­წავ­ლე­ებს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლი­ან და­სავ­ლურ ევ­რო­პულ ენებს, თურ­ქუ­ლი ენის შეს­წავ­ლა კი არ­ჩე­ვი­თია.

პრო­ფე­სო­რი ემ­ზარ მა­კა­რა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე, ბა­თუ­მის შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და, მი­იჩ­ნევს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა თურ­ქე­თის შიდა პო­ლი­ტი­კურ გარ­ჩე­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსე­ლი შე­ე­წი­როს. მი­სი­ვე თქმით, "როცა თურ­ქე­თის სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო გუ­ლე­ნის ქსელს ახ­სე­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მედ­რე­სე­ე­ბით და რე­ლი­გი­უ­რი სკო­ლე­ბით, რო­მელ­თაც აკ­რე­ტი­და­ცია არ აქვთ..." - დას­ძენს მა­კა­რა­ძე, რომ­ლის თქმი­თაც შა­ჰი­ნის სკო­ლის მთა­ვა­რი იდე­ა­ფიქ­სი - გა­ნათ­ლე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა, პა­ცი­ფიზ­მი და კონ­ფე­სი­ებს შო­რის მუდ­მი­ვი დი­ა­ლო­გი იყო...

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი და ფე­თუ­ლა გი­უ­ლე­ნი ერთ დროს მო­კავ­ში­რე­ე­ბი იყ­ვნენ. 2002 წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­სა­გე­ბად, გი­უ­ლენ­მა სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ას, რა­მაც და­სა­ბა­მი მის­ცა ერ­დო­ღა­ნის 14-წლი­ან მმარ­თვე­ლო­ბას. თუმ­ცა, მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ლე­ვე გა­ცივ­და. მა­შინ­დე­ლი თურ­ქუ­ლი მე­დია წერ­და, რომ გუ­ლე­ნი­სა და "ჰიზ­მე­თის" გავ­ლე­ნა თურ­ქულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, ჯარ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და მე­დი­ა­ზე ძა­ლი­ან დიდი იყო. ეს კი ერ­დო­ღა­ნის­თვის სულ უფრო აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბო­და, რად­გან მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის უაღ­რე­სად სა­ხი­ფა­თო იყო... საქ­მე ის არის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ფე­თუ­ლა გი­უ­ლე­ნი თურ­ქეთ­ში ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს...

ერ­ღო­და­ნის გავ­ლე­ნით, 2014-15 წლებ­ში, გუ­ლე­ნის სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ტა­ჯი­კეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, რუ­სეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ერა­ყის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უფრო შორს წა­ვიდ­ნენ და გუ­ლენ­თან კავ­ში­რის გამო, რამ­დე­ნი­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­პა­ტიმ­რეს...

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის 3 და 6 თე­ბერ­ვალს, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და დე­მი­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა წი­ლე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი გას­ხვი­სე­ბა-გა­ჩუ­ქე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. სა­ხე­ლი შე­ეც­ვლე­ბა დე­მი­რე­ლის სკო­ლა­საც და ის "ქარ­თულ-ამე­რი­კულ სკო­ლა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი" გახ­დე­ბა. ახა­ლი მე­პატ­რო­ნე, ნიუ იორკში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ედუ­ქე­იშნ ქონ­სალ­თინგ სერ­ვი­სი" გახ­დე­ბა, რო­მელ­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე ზა­ფერ სუს­ლუ წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზა­ფერ სუს­ლუ­ზეც ძებ­ნა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც გავ­ლე­ნი­ა­ნი თურ­ქუ­ლი გა­ზე­თი "სა­ბა­ჰი" აა­ნონ­სებს, ეს გა­რი­გე­ბა ვერ შედ­გე­ბა, რად­გან ზა­ფერ სუს­ლუც, "გუ­ლე­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი ქსე­ლის" წევ­რად არის მიჩ­ნე­უ­ლი... ამავდრო­ულ­შა­ჰი­ნის სკო­ლის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლიც და­ინ­ტე­რეს­და. ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ საქ­მე­ზე გავ­ლე­ნა თურ­ქეთ­მა მო­ახ­დი­ნა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, "შა­ჰი­ნის სკო­ლას" ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩერ­და, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ბრძო­ლა­ში გი­უ­ლე­ნი და­მარ­ცხდა. ამ ორ გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რას შო­რის არ­სე­ბულ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტში, არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ბა­თუ­მელ­მა პრო­ფე­სორ­მა მხო­ლოდ გაკ­ვრით ისა­უბ­რა და რო­მე­ლიც მარ­თლაც ყუ­რადსა­ღე­ბია, ეს არის, - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მედ­რე­სე­ე­ბი, რო­მელ­თაც აკ­რე­დი­ტა­ცია არ აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ყუ­რა­დღე­ბას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "ამე­რი­კის ხმის" მა­სა­ლე­ბი)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ბრძოლა "შაჰინის სკოლა ლიცეუმის" გარშემო პოლიტიკური ნიშნით

ბრძოლა "შაჰინის სკოლა ლიცეუმის" გარშემო პოლიტიკური ნიშნით

უკვე რამდენი თვეა, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია ბათუმში არსებული "შაჰინის სკოლა-ლიცეუმი". მის გარშემო უამრავი სკანდალი იყო აგორებული, რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა.

ბათუმში "შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან", - განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა, მოგვიანებით, თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო და სინამდვილეში ასე არ უთქვამს...

იმ ინტერვიუში კონსულმა აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეთულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

ამ განცხადებას მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, - შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან.

შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც  დაინტერესდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე გავლენა თურქეთმა მოახდინა.

"ისევე, როგორც მეზობელ სახელმწიფოებში მსგავს დაწესებულებებებთან დაკავშირებით. შესაძლოა, აქაც ჰქონდეს ადგილი გარკვეულ მცდელობებს, რომ მოახდინონ გავლენა მსგავს ინსტიტუტების დახურვასთან დაკავშირებით", – ამბობს უჩა ნანუაშვილი, რომლის თქმითაც, მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესები საქართველოში კანონის შესაბამისად მოქმედ დაწესებულებებზეარ უნდა აისახოს.

სკოლის გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, მის გარშემო ატეხილი სკანდალი პირდაპირ კავშირშია ამჟამად ამერიკაში მცხოვრებ ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის ელგუჯა დავითაძის თქმით, სკოლა-ლიცეუმი არსებობს 1994 წლიდან. 24 წელია ბათუმში ეს სკოლა ფუნქციონირებს და ის ორ ქვეყანას, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საფუძველზე გაიხსნა. მისი გახსნის იდეა რეფაედდინ შაჰინს ეკუთვნის, რომელიც ეთნიკურად ქართველია და ქართული პასპორტიც ჰქონდა. ის მაშინ თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და მის პატივსაცემად დაერქვა მისი სახელი.

სკოლის ხელმძღვანელობის თქმით, სკოლა-ლიცეუმში სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა, თუმცა, გაძლიერებულად ისწავლებოდა ინგლისური... გარდა ამისა, მსურველებისთვის შაბათ-კვირას ტექნიკური საგნები ინგლისურ ენაზე ისწავლება. ეს მათთვის, ვინც აპირებს უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას. დავითაძის თქმით, 60-დან 10 მასწავლებელი თურქეთიდან არის მოწვეული, ისინი ინფორმატიკას, თურქულ და ინგლისურ ენას ასწავლიან, დანარჩენი პედაგოგები კი ადგილობრივი ქართველები არიან.

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგარეო-პოლიტიკური ზეწოლა გააძლიერა იმ ქვეყნებზე, სადაც ოფიციალური ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიჩნეული ფეთულა გიულენის პოზიციები ძლიერია და ყველა სახელმწიფოს ე. წ. გიულენის სკოლების დახურვა მოსთხოვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა...

არადა, გიულენის მოძრაობა "ჰიზმეთი" ანუ "მსახურება" საქართველოში რამდენიმე კერძო სკოლასა და უნივერსიტეტს ფლობს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, გიულენის სწავლების მიმდევარი თურქი ბიზნესმენების მფლობელობაში, საქართველოში არსებული რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მათ შორის, - საქართველოში თურქეთის ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სკოლა-ლიცეუმი "სხივი", ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა თბილისში; შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი რუსთავში; დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა მარნეულში; ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ქუთაისში და თურქეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქართული წარმოშობის, რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი "მეგობრობა", რომელიც ბათუმში მდებარეობს. ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი, რომელსაც რექტორი ილიას ჩილოღლუ ხელმძღვანელობს და რომელზეც თურქეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და მის გადაცემას ითხოვს...

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სასწავლებელს აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური აკრედიტაცია და სწავლებაც სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით, ქართულ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეებს გაძლიერებულად ასწავლიან დასავლურ ევროპულ ენებს, თურქული ენის შესწავლა კი არჩევითია.

პროფესორი ემზარ მაკარაძე, რომელიც წლების მანძილზე, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლაში საქართველოს ისტორიას ასწავლიდა, მიიჩნევს, რომ არ შეიძლება თურქეთის შიდა პოლიტიკურ გარჩევებს საქართველოში ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელი შეეწიროს. მისივე თქმით, "როცა თურქეთის საელჩო და საკონსულო გულენის ქსელს ახსენებს, საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან ისინი საქართველოში არსებული მედრესეებით და რელიგიური სკოლებით, რომელთაც აკრეტიდაცია არ აქვთ..." - დასძენს მაკარაძე, რომლის თქმითაც შაჰინის სკოლის მთავარი იდეაფიქსი - განათლება, მეცნიერება, პაციფიზმი და კონფესიებს შორის მუდმივი დიალოგი იყო...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ფეთულა გიულენი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ. 2002 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, გიულენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რამაც დასაბამი მისცა ერდოღანის 14-წლიან მმართველობას. თუმცა, მოკავშირეებს შორის ურთიერთობა მალევე გაცივდა. მაშინდელი თურქული მედია წერდა, რომ გულენისა და "ჰიზმეთის" გავლენა თურქულ საზოგადოებაზე, განათლების სისტემაზე, ჯარზე, სასამართლოზე, პროკურატურასა და მედიაზე ძალიან დიდი იყო. ეს კი ერდოღანისთვის სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, რადგან მისი ძალაუფლებისთვის უაღრესად სახიფათო იყო... საქმე ის არის, რომ ხელისუფლების დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ფეთულა გიულენი თურქეთში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ერღოდანის გავლენით, 2014-15 წლებში, გულენის სკოლები დაიხურა აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, რუსეთში, გერმანიასა და ერაყის რამდენიმე ქალაქში. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში უფრო შორს წავიდნენ და გულენთან კავშირის გამო, რამდენიმე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი და თურქეთის მოქალაქე დააპატიმრეს...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, 2017 წლის 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს. სახელი შეეცვლება დემირელის სკოლასაც და ის "ქართულ-ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი" გახდება. ახალი მეპატრონე, ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანია "მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისი" გახდება, რომელსაც მოლაპარაკებებში ამერიკის მოქალაქე ზაფერ სუსლუ წარმოადგენდა, თუმცა, საქმე ის არის, რომ თურქეთის ხელისუფლებას ზაფერ სუსლუზეც ძებნა აქვს გამოცხადებული.

შესაბამისად, როგორც გავლენიანი თურქული გაზეთი "საბაჰი" აანონსებს, ეს გარიგება ვერ შედგება, რადგან ზაფერ სუსლუც, "გულენის ტერორისტული ქსელის" წევრად არის მიჩნეული... ამავდროულშაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც  დაინტერესდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე გავლენა თურქეთმა მოახდინა.

ბოლო ინფორმაციით, "შაჰინის სკოლას" ავტორიზაცია შეუჩერდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში გიულენი დამარცხდა. ამ ორ გავლენიან ფიგურას შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტში, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბათუმელმა პროფესორმა მხოლოდ გაკვრით ისაუბრა და რომელიც მართლაც ყურადსაღებია, ეს არის, - საქართველოში არსებული მედრესეები, რომელთაც აკრედიტაცია არ აქვთ. შესაბამისად, შიგნით არსებული ვითარება ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია "ამერიკის ხმის" მასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"