საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბულ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტა­ვენ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ჯ.-ს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი ჯ.-ს ბრა­ლად ედე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

საქ­მე ეხე­ბა, 2017 წლის 24 იან­ვარს, ქ. თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა, თან­მხვედ­რად მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის გას­წრე­ბის მიზ­ნით, გა­დაკ­ვე­თა ორ­მა­გი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხაზი. სა­ვა­ლი გზის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­სუ­ლი შე­ე­ჯა­ხა ორ ავ­ტო­მან­ქა­ნას, შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ერთი პირი და და­შავ­და სამი მგზავ­რი.

სა­სა­მარ­თლომ, გა­ნი­ხი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, მო­ის­მი­ნა მხა­რე­თა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი, გა­ეც­ნო წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლებს და მი­იჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სა­ხე­ზეა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი. სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბი­სად­მი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე­ე­ბი.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს ერთჯე­რა­დად, მისი გა­მო­ტა­ნი­დან 48 სა­ათ­ში სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­ლე­გი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2017 წლის 23 მარტს, 12:30 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის ბრალდებულ გიორგი ჯ.-ს პატიმრობა შეუფარდა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ჯ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმე ეხება, 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი. სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასული შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა სამი მგზავრი.

სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 23 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ