პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული პრესა ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერს
ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული პრესა ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერს

"A Studio"-ს ქარ­თვე­ლი სო­ლის­ტის ქეთა თო­ფუ­რი­ას შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი პრე­სა სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო წერს, მომ­ღე­რალს რე­პერ გუ­ფის­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ წყვილ­მა სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბი ერ­თად გა­ა­ტა­რა ტა­ი­ლან­დში.

წყა­რო ამ­ბობს, რომ ქე­თას და გუ­ფის რო­მა­ნი ერთი წე­ლია გრძელ­დე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ერ­თად გა­და­ი­ღეს კლი­პი სიმ­ღე­რის­თვის "Далеко".

"ქეთი ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და ამ ამ­ბის და­მალ­ვას, ეში­ნო­და ქმარს არ გა­ე­გო. ლევი, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ახლა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც სა­მუ­შა­ო­დაა წა­სუ­ლი. ქმრის წას­ვლის შემ­დეგ ქეთი რუბ­ლი­ოვ­კა­ზე ელი­ტუ­რი სახ­ლი­დან "მას­კვა სი­ტის" ბი­ნა­ში გა­და­ვი­და", - ყვე­ბა მომ­ღე­რალ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

გუ­ფის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ალექ­სეი დოლ­მა­ტო­ვია. 37 წლის რე­პე­რი ჯგუფ Центр-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ყო­ფი­ლი წევ­რია.

ჰიპ-ჰო­პის სამ­ყა­რო­ში ის 2000 წელს, ჯგუფ Rolexx-თან გა­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ტრე­კი "Китайская стена" გუფ­მა 19 წლის ასაკ­ში და­წე­რა. კომ­პო­ზი­ცი­ამ პირ­ვე­ლად რა­დიო "2000"-ის ეთერ­ში გა­იჟ­ღე­რა. თუმ­ცა, ამას მოჰ­ყვა დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა, რაც ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

2008 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, CENTR-მა Баста-სთან ერ­თად MTV Russia-ს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრე­მია RMA მო­ი­პო­ვა ჰიპ-ჰო­პის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში.

2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს გუფი მომ­ღე­რალ აიზა დალ­მა­ტო­ვა­ზე და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი 2013 წელს და­შორ­და ერ­თმა­ნეთს. მათ ერთი ვაჟი ჰყავთ, სა­ხე­ლად სამი.

2009 წლის აგ­ვის­ტო­ში გუფ­მა ჯგუ­ფი CENTR და­ტო­ვა და სოლო კა­რი­ე­რა აქვს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული პრესა ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერს

ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული პრესა ქეთა თოფურიასთან რომანს მიაწერს

"A Studio"-ს ქართველი სოლისტის ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო წერს, მომღერალს რეპერ გუფისთან რომანტიკული ურთიერთობა აქვს. სააგენტოები იუწყებიან, რომ წყვილმა საახალწლო არდადეგები ერთად გაატარა ტაილანდში.

წყარო ამბობს, რომ ქეთას და გუფის რომანი ერთი წელია გრძელდება, მას შემდეგ, რაც ერთად გადაიღეს კლიპი სიმღერისთვის "Далеко".

"ქეთი ძალიან ცდილობდა ამ ამბის დამალვას, ეშინოდა ქმარს არ გაეგო. ლევი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც სამუშაოდაა წასული. ქმრის წასვლის შემდეგ ქეთი რუბლიოვკაზე ელიტური სახლიდან "მასკვა სიტის" ბინაში გადავიდა", - ყვება მომღერალთან დაახლოებული პირი.

გუფის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსეი დოლმატოვია. 37 წლის რეპერი ჯგუფ Центр-ის დამფუძნებელი და ყოფილი წევრია.

ჰიპ-ჰოპის სამყაროში ის 2000 წელს, ჯგუფ Rolexx-თან გამოჩნდა. პირველი ტრეკი "Китайская стена" გუფმა 19 წლის ასაკში დაწერა. კომპოზიციამ პირველად რადიო "2000"-ის ეთერში გაიჟღერა. თუმცა, ამას მოჰყვა დიდი შემოქმედებითი პაუზა, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული.

2008 წლის შემოდგომაზე, CENTR-მა Баста-სთან ერთად MTV Russia-ს მიერ დაწესებული პრემია RMA მოიპოვა ჰიპ-ჰოპის ნომინაციაში.

2008 წლის 16 აგვისტოს გუფი მომღერალ აიზა დალმატოვაზე დაქორწინდა. წყვილი 2013 წელს დაშორდა ერთმანეთს. მათ ერთი ვაჟი ჰყავთ, სახელად სამი.

2009 წლის აგვისტოში გუფმა ჯგუფი CENTR დატოვა და სოლო კარიერა აქვს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება