პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს
არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას არ­მი­ის კუთ­ვნი­ლი ორი Ми-24 ჩა­მო­აგ­დეს. რო­გორც სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის "არ­სე­ნა­ლის" წყა­რო იტყო­ბი­ნე­ბა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბი­ლია, რომ ერთს ბე­ლო­რუ­სი, მე­ო­რეს კი - ქარ­თუ­ლი ეკი­პა­ჟი მარ­თავ­და, რო­მელ­თა ბედი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ბე­ლო­რუ­სი მფრი­ნა­ვე­ბი კონ­გოს სა­ვა­ად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ რის, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი უცხო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას შე­ე­წირ­ნენ... 2011 წლის 4 აპ­რილს, კონ­გო­ში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის იყ­ვნენ, ხო­მალ­დის მე­თა­უ­რი ალექ­სი ოგა­ნე­სი­ა­ნი, ტექ­ნი­კო­სი ალ­ბერტ მა­ნუ­კო­ვი, ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი გუ­რამ კე­პუ­ლა­ძე და ლა­ი­ნე­რის მე­ო­რე მფრი­ნა­ვი სუ­ლი­კო ცუც­ქი­რი­ძე. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც გა­ე­როს მი­სი­ას ას­რუ­ლებ­და, 33 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ - კონ­გო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი - გა­დარ­ჩა...

ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ცაზე 2010 წლი­დან დაფ­რი­ნა­ვენ. მა­შინ­დელ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვე­ბი და ტექ­ნი­კო­სე­ბი სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მა­თაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი იპო­ვეს... ერთ-ერთი მათ­გა­ნი - სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, მა­ი­ო­რი ვე­ფხვია მსხვი­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებ­და, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს არ ჭირ­დე­ბოდ­ნენ, ამი­ტო­მაც კონ­გოს მი­ა­შუ­რეს...

სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის, ვე­ფხია მსხვი­ლი­ძის თქმით, მას მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს იქ დარ­ჩე­ნილ ქარ­თვე­ლებ­თან. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია... (მისი გარ­კვე­ვის­თა­ნა­ვე, ჩვენს მკი­თხველს უახ­ლო­ეს ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით)

"ერთ-ერთი ჩემი მე­გობ­რის და­კარ­გვა­ზეა სა­უ­ბა­რი. და­ნარ­ჩე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ... კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბი ჰყავს. სახ­მე­ლე­თო ძა­ლებ­ში "კო­მან­დოს" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს საბ­ჭო­უ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აქვს. მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ми-24-ის ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად იტანს ყვე­ლა­ნა­ირ ტემ­პე­რა­ტუ­რას, მათ შო­რის, სი­ცხეს. ასე­ვე ჰყავთ უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი су-25-ები, რო­მელ­თაც უფრო მე­ტად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ, რად­გან საბ­რძო­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც კი су-25 გა­და­იფ­რენს, კონ­ფლიქ­ტის კე­რი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მა­შინ­ვე იფან­ტე­ბი­ან...

"კონ­გო­ში მუდ­მი­ვად არის პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტე­ბი, რად­გან მე­ზო­ბე­ლი უგან­დის ჯუჯა სა­ხელ­მწი­ფო ია­რა­ღით ეხ­მა­რე­ბა პარ­ტი­ზა­ნებს, რო­მელ­თაც კონ­გოს სა­ხელ­მწი­ფოს მი­წე­ბის და­პატ­რო­ნე­ბა სურთ... ჩრდი­ლო­ეთ კონ­გო­ში ქა­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა იყო - უგან­დი­დან გად­მო­სუ­ლი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი იტა­ცებ­დნენ ქა­ლებს, შახ­ტებ­ში ამუ­შა­ვებ­დნენ და შემ­დეგ ხო­ცავ­დნენ. ისი­ნი მუს­ლი­მე­ბი არი­ან და შე­დი­ოდ­ნენ ქრის­ტი­ა­ნულ სა­ლო­ცა­ვებ­ში, ქა­ლე­ბი გა­მოჰ­ყავ­დათ და თა­ვებს ჰკვეთ­დნენ. თვე-ნა­ხე­ვარ­ში 600-ზე მეტი ქალი და­ხო­ცეს. ესე­ნი არი­ან უგან­დის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას ამ ფორ­მით ითხო­ვენ.

იქ არის გა­ე­როს ეგი­დით მყო­ფი ჯა­რიც, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. გა­ე­როს ჯა­რის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი, ტან­ზა­ნი­ე­ლე­ბი, ინ­დუ­სე­ბი... შე­საძ­ლოა, სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ... იქ გა­ვი­ცა­ნით სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­ზა­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი. ერთი მათ­გა­ნი, გე­ნე­რა­ლი, დე­და­ქა­ლაქ­ში ბა­ზის მე­თა­უ­რი იყო, მე­ო­რე - სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი...", - ამ­ბობს ვე­ფხია მსხვი­ლი­ძე.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ქარ­თველ მფრი­ნა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც კონ­გო­ში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვნენ

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს

არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოაგდეს. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" წყარო იტყობინება, არსებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა, რომელთა ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბელორუსი მფრინავები კონგოს სავაადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ეს პირველი შემთხვევა არ რის, როდესაც ქართველი მფრინავები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებას შეეწირნენ... 2011 წლის 4 აპრილს, კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის იყვნენ, ხომალდის მეთაური ალექსი ოგანესიანი, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი, ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე და ლაინერის მეორე მფრინავი სულიკო ცუცქირიძე. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში, რომელიც გაეროს მისიას ასრულებდა, 33 ადამიანი იმყოფებოდა. ცოცხალი მხოლოდ - კონგოელი ჟურნალისტი - გადარჩა...

ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანი - სამხედრო მფრინავი, მაიორი ვეფხვია მსხვილიძე ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ისინი საქართველოს არ ჭირდებოდნენ, ამიტომაც კონგოს მიაშურეს...

სამხედრო მფრინავის, ვეფხია მსხვილიძის თქმით, მას მუდმივი ურთიერთობა აქვს იქ დარჩენილ ქართველებთან. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მათთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია... (მისი გარკვევისთანავე, ჩვენს მკითხველს  უახლოეს ინფორმაციას  მივაწვდით)

"ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დაკარგვაზეა საუბარი. დანარჩენებთან დაკავშირებას ვცდილობ... კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჰაერო და სახმელეთო ძალები ჰყავს. სახმელეთო ძალებში "კომანდოს" სპეცდანიშნულების რაზმი, სამხედრო პოლიციაა გაერთიანებული. საჰაერო ძალებს საბჭოური სამხედრო ტექნიკა აქვს. მუშა მდგომარეობაშია ми-24-ის ტიპის საფრენი აპარატები, რომლებიც კარგად იტანს ყველანაირ ტემპერატურას, მათ შორის, სიცხეს. ასევე ჰყავთ უკვე მოძველებული су-25-ები, რომელთაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყენებენ, რადგან საბრძოლო დანიშნულებით მათი გამოყენება შეუძლებელია. როგორც კი су-25 გადაიფრენს, კონფლიქტის კერიდან პატარ-პატარა დაჯგუფებები მაშინვე იფანტებიან...

"კონგოში მუდმივად არის პატარ-პატარა კონფლიქტები, რადგან მეზობელი უგანდის ჯუჯა სახელმწიფო იარაღით ეხმარება პარტიზანებს, რომელთაც კონგოს სახელმწიფოს მიწების დაპატრონება სურთ... ჩრდილოეთ კონგოში ქალების მასობრივი განადგურების უამრავი შემთხვევა იყო - უგანდიდან გადმოსული ბანდფორმირებები იტაცებდნენ ქალებს, შახტებში ამუშავებდნენ და შემდეგ ხოცავდნენ. ისინი მუსლიმები არიან და შედიოდნენ ქრისტიანულ სალოცავებში, ქალები გამოჰყავდათ და თავებს ჰკვეთდნენ. თვე-ნახევარში 600-ზე მეტი ქალი დახოცეს. ესენი არიან უგანდის ოპოზიციონერები და ხელისუფლების შეცვლას ამ ფორმით ითხოვენ.

იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - ამბობს  ვეფხია მსხვილიძე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

იხილეთ ვიდეო

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე