მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაკვალიფიცირებული "კაბელების საქმე"
გადაკვალიფიცირებული "კაბელების საქმე"

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე" მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი სა­პა­ტიმ­როს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე­ში და­ტო­ვე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ხუთი პირი დამ­ნა­შა­ვეა არა სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში, არა­მედ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლებს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი 7 წლის ნაც­ვლად, სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 1 წლი­თა და 6 თვით შე­უ­ფარ­და. ამ ვა­დი­დან მათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა კი­დევ 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ. გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დინ­ში მყოფ ბრალ­დე­ბულ­თა დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს. თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ვის მხრივ, მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლია ბრალ­დე­ბის მხა­რის­თვი­საც.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის - პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი გიზო ღლონ­ტის, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის, არ­ჩილ ალა­ვი­ძის, ნუგ­ზარ კა­ი­შა­უ­რი­სა და და­ვით წი­ფუ­რი­ას - ად­ვო­კა­ტე­ბი, სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლის თა­ნახ­მად, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 26 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­კა­სა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ:

"2 წელ­ზე მეტი ვიბ­რძო­ლეთ იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ გაფ­ლან­გვა არ არ­სე­ბობს. მათ ერთი თეთ­რიც არ გა­უფ­ლან­გავთ და ეს უკვე და­დას­ტურ­და. ასე რომ, ცხა­დია, არ ვი­ზი­ა­რებთ იმ პო­ზი­ცი­ას, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს ბო­რო­ტად და, სა­ერ­თოდ, გა­უ­გებ­რად მიგ­ვაჩ­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ი­ყე­ნო რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამი­ტომ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა თქმა უნდა, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ".

ნინო აღ­ლე­მაშ­ვი­ლი, პრო­კუ­რო­რი:

"გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ შეც­ვა­ლა სა­სა­მარ­თლომ სის­ხლის სა­მარ­თლის იმ მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ღრმა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გი. მო­ცე­მუ­ლო­ბა ასე­თია, - სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით, თუმ­ცა არ გა­ვა­კე­თებთ სხვა სა­ხის შე­ფა­სე­ბებს. ვფიქ­რობთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­სა­მარ­თლოს უნდა ეხელ­მძღვა­ნე­ლა კა­ნო­ნით და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით და არა საქ­მის სა­ბო­ლოო შე­დე­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით.

"კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი 2016 წლის 16 მა­ისს გა­მო­ი­ტა­ნა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხუთ თა­ნამ­შრო­მელს შვიდ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის 2 წლის ვა­დით უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა შე­უ­ფარ­და. გიზო ღლონტს, ნუგ­ზარ კა­ი­შა­ურს, და­ვით წი­ფუ­რი­ას, არ­ჩილ ალა­ვი­ძე­სა და გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ხელ­მწფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბო­და ოპ­ტი­კურ ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლის გაყ­ვა­ნი­სა და ქსე­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ 2013 წელს გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ი­დუმ­ლო ტენ­დერ­ში, რო­მელ­შიც უპი­რა­ტე­სო­ბა კომ­პა­ნია "სილ­ქნეტს" მი­ე­ნი­ჭა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს. წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ისი­ნი, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, თავ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 16 მა­ი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე კვლავ და­აბ­რუ­ნეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

გადაკვალიფიცირებული "კაბელების საქმე"

გადაკვალიფიცირებული "კაბელების საქმე"

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები საპატიმროს, დაახლოებით ორ თვეში დატოვებენ. არსებული ინფორმაციით, საქმეში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავეა არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულებს, საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7 წლის ნაცვლად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით შეუფარდა. ამ ვადიდან მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა კიდევ 50 დღის განმავლობაში მოუწევთ. გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში მყოფ ბრალდებულთა დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თუმცა, გადაწყვეტილება, თავის მხრივ, მაინც მიუღებელია ბრალდების მხარისთვისაც.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - პატიმრობაში მყოფი გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის, ნუგზარ კაიშაურისა და დავით წიფურიას - ადვოკატები, სოსო ბარათაშვილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებენ:

"2 წელზე მეტი ვიბრძოლეთ იმის დასამტკიცებლად, რომ გაფლანგვა არ არსებობს. მათ ერთი თეთრიც არ გაუფლანგავთ და ეს უკვე დადასტურდა. ასე რომ, ცხადია, არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და, საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, როგორ შეიძლება ჯგუფურად გამოიყენო რაიმე თანამდებობა. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ".

ნინო აღლემაშვილი, პროკურორი:

"გაუგებარია, რატომ შეცვალა სასამართლომ სისხლის სამართლის იმ მუხლის კვალიფიკაცია, რომელიც სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ითვალისწინებდა. შეუძლებელია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის და მტკიცებულებების ღრმა გაანალიზების შედეგი. მოცემულობა ასეთია, - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა არ გავაკეთებთ სხვა სახის შეფასებებს. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით და მტკიცებულებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური მოსაზრებებით.

"კაბელების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა. გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია "სილქნეტს" მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ისინი, გირაოს სანაცვლოდ, თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კვლავ დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე