ვერძი
საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. საქმეებს თუ ადვილად გაუმკლავდებით, უფროსის შექებას დაიმსახურებთ. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კურო
მოთმინებით აღიჭურვეთ. მართალია, ვალდებულებებითა და საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს. საღამო განაახლეთ გარდერობი. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.
ტყუპი
საინტერესო და პოზიტიურ ადამიანებთან გელით შეხვედრა. დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით და შეუდექით დაგროვილი საქმეების მოგვარებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
დღეს მთავარი როლი უნდა ითამაშოთ ყველა სიტუაციაში - სამსახურებრივშიც და საოჯახოშიც. იყავით ღიმილიანი. სასიამოვნო სიახლეები გელით პირად ცხოვრებაში.
ლომი
უსაქმურობა არ გეპატიებათ. დღეს მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ. გაბედულად იმოქმედეთ. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს, მათთან ერთად განიხილეთ უქმეების გეგმა.
ქალწული
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და ამოქმედდით. ისარგებლეთ ფორტუნას კეთილგანწყობით. პირადი ცხოვრება მეტად დამუხტეთ რომანტიკით.
სასწორი
ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. ზოგიერთი შეიძლება მართლა გამოსადეგი იყოს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
აქტიური ხართ, დაგროვილ საქმეებს და პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ცუდ განწყობაზეა, ეცადეთ, გაამხიარულოთ, იზრუნოთ მასზე.
მშვილდოსანი