პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ?
სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ?

აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სომ­ხუ­რის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი ენის მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნით გა­მო­დის. ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კრუნ­კი", აფხა­ზეთ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის" შექ­მნას ითხოვს.

მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "აფხა­ზე­თი არის ერთ-ერთი პა­ტა­რა, მაგ­რამ მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც სომ­ხე­ბი ძი­რძველ მკვიდ­რე­ბად ით­ვლე­ბი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და... ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ მოძ­მე აფხა­ზე­ბის გვერ­დიგ­ვერდ ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არა­ბე­თი­სა და თურ­ქე­თის მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე, აფხა­ზე­თის სა­ზღვრე­ბის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად სუ­რა­მის ქე­დამ­დე.

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დროს, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ზღუ­და. სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, კრძა­ლავ­დნენ სომ­ხურ სკო­ლებს და ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლიდ­ნენ და ამის შე­დე­გია ის, რომ ჩვენ­მა წი­ნა­პარ­მა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი ვერ ააგო," - ნათ­ქვა­მია "კრუნ­კის" მი­მარ­თვა­ში, სა­დაც ავ­ტო­რი დას­ძენს, რომ სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ქარ­თუ­ლი ფა­შიზ­მის" წი­ნა­აღ­დეგ წარ­მო­ე­ბულ ომში, რა დრო­საც ათა­სი სო­მე­ხი აფხა­ზე­თის გმი­რი გახ­და, თუმ­ცა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი ახა­ლი, აფხა­ზუ­რი ფა­შიზ­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ."

"ბევ­რის მნახ­ვე­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ჯე­რად აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე გახ­და, - ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამ­ცი­რებს სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს რეს­პუბ­ლი­კა­ში, - წლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ისევ არ გვაქვს ეკ­ლე­სი­ე­ბის აგე­ბის უფ­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც არ გვაქვს სომ­ხუ­რი სკო­ლის, თე­ატ­რი­სა და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბის და­არ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა," - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მათ იმი­ტომ არ უბ­რძო­ლი­ათ, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი შე­ლა­ხუ­ლი იყოს.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ­გა­ნი­ზა­ცია "კრუნ­კის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, აფხა­ზე­თის სომ­ხუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცია აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თის ძი­რძველ სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბას სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს ქვე­ყა­ნა­ში სომ­ხუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი-კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მია და­ა­ფუძნოს. ეს იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ პრობ­ლე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ნო­მია, რო­მე­ლიც, ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბი­სა და კულ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­ე­რე­ბუ­ლი. არა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა აფხა­ზეთ­ში უკვე აღარ მი­იჩ­ნე­ვა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბად, - მას შემ­დეგ, რაც ქარ­თულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ აფხა­ზე­თი და­ტო­ვა, გულ­რიფ­შის, ოჩამ­ჩი­რი­სა და ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხია...," - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში.

"კრუნ­კის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი სრულ­ყო­ფის შემ­დეგ, გან­სა­ხილ­ვე­ლად, აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტის სო­მეხ დე­პუ­ტა­ტებს რო­ბერტ ია­ლი­ან­სა და ლე­ვონ გა­ლუს­ტი­ანს გა­და­ე­ცე­მათ."

თა­ვის მხრივ, დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი რო­ბერტ ია­ლი­ა­ნი და ლე­ვონ გა­ლუს­ტი­ა­ნი ამ სა­კი­თხის წინ წა­მო­წე­ვას გარე ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას მი­ა­წე­რენ.

სო­მე­ხი "პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის" მტკი­ცე­ბით, პე­რი­ო­დუ­ლად, სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი "აფხაზ და სო­მეხ მოძ­მე ხალ­ხებს შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას ცდი­ლო­ბენ". მა­თი­ვე თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცია "კრუნ­კი", რომ­ლის სა­ხე­ლი­თაც გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­გვა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი იყოს, რად­გან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი "აფხაზ ძმებ­თან ერ­თად იბ­რძოდ­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის".

ამ­ბე­ბი. გე

ლალი პა­პას­კი­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ?

სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ?

აფხაზეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა სომხურისთვის კულტურული ენის მინიჭების მოთხოვნით გამოდის. ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "კრუნკი", აფხაზეთში "ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის" შექმნას ითხოვს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ "აფხაზეთი არის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სომხები ძირძველ მკვიდრებად ითვლებიან. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აფხაზეთის სახელმწიფოს განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა... ისინი იბრძოდნენ მოძმე აფხაზების გვერდიგვერდ ბიზანტიის იმპერიის, მოგვიანებით, არაბეთისა და თურქეთის მმართველობის წინააღმდეგ. ასევე, აფხაზეთის საზღვრების გასაფართოებლად სურამის ქედამდე.

რუსეთის იმპერიის დროს, ჩვენი უფლებები შეიზღუდა. სომხურ მოსახლეობას კულტურული განვითარების უფლებას არ აძლევდნენ, კრძალავდნენ სომხურ სკოლებს და ადამიანებს სულიერ განვითარებას უშლიდნენ და ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა წინაპარმა ამ ტერიტორიაზე სომხური ეკლესია-მონასტრები ვერ ააგო," - ნათქვამია "კრუნკის" მიმართვაში, სადაც ავტორი დასძენს, რომ სომხური მოსახლეობა ასევე აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ფაშიზმის" წინააღდეგ წარმოებულ ომში, რა დროსაც ათასი სომეხი აფხაზეთის გმირი გახდა, თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისინი ახალი, აფხაზური ფაშიზმის წინაშე აღმოჩნდნენ."

"ბევრის მნახველი და შრომისმოყვარე სომხური მოსახლეობა ამჯერად აფხაზეთის ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე გახდა, - ქვეყნის ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ამცირებს სომხურ მოსახლეობის ინტერესებს რესპუბლიკაში, - წლების შემდეგ, ჩვენ ისევ არ გვაქვს ეკლესიების აგების უფლება, ისევე როგორც არ გვაქვს სომხური სკოლის, თეატრისა და სხვა კულტურული ცენტრების დაარსების საშუალება," - ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მათ იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ მათი უფლებები შელახული იყოს.

"აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია "კრუნკის" წარმომადგენლობა, აფხაზეთის სომხური ინტელიგენცია აცხადებს, რომ აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას სრული უფლება აქვს ქვეყანაში სომხური ნაციონალური-კულტურული ავტონომია დააფუძნოს. ეს იქნება ადგილობრივ პრობლემებზე ორიენტირებული ავტონომია, რომელიც, ენის განვითარებასა და ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებაზე იქნება ორიენტიერებული. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სომხური მოსახლეობა აფხაზეთში უკვე აღარ მიიჩნევა ეთნიკურ უმცირესობად, - მას შემდეგ, რაც ქართულმა მოსახლეობამ აფხაზეთი დატოვა, გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სომეხია...," - აღნიშნულია მიმართვაში.

"კრუნკის" დამფუძნებლების მოსაზრებით, კანონპროექტი სრულყოფის შემდეგ, განსახილველად, აფხაზეთის პარლამენტის სომეხ დეპუტატებს რობერტ იალიანსა და ლევონ გალუსტიანს გადაეცემათ."

თავის მხრივ, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები რობერტ იალიანი და ლევონ გალუსტიანი ამ საკითხის წინ წამოწევას გარე ძალების გააქტიურებას მიაწერენ.

სომეხი "პარლამენტარების" მტკიცებით, პერიოდულად, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები "აფხაზ და სომეხ მოძმე ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ". მათივე თქმით, ორგანიზაცია "კრუნკი", რომლის სახელითაც გავრცელდა განცხადება, შეუძლებელია ამგვარი ინიციატივის ავტორი იყოს, რადგან ორგანიზაციის აქტივისტები "აფხაზ ძმებთან ერთად იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის".

ამბები. გე

ლალი პაპასკირი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე