საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ
"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

"გირ­ჩის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ოფის­ში შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ექ­სპერ­ტებს ელო­დე­ბი­ან, რათა პარ­ტი­ის ოფის­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რონ. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ მას სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ოფი­სის ჩხრე­კის ნე­ბარ­თვას იძ­ლე­ვა.

საქ­მე ახა­ლი წლის ღა­მეს, "გირ­ჩის" ოფის­ში მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვი­რე­ბას ეხე­ბა. რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მად კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა მათ ოფის­ში ინა­ხე­ბა. ჯა­ფა­რი­ძის თქმით, მან არ იცის რას მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. "გირ­ჩის" ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კი­თხავთ.

ნა­ხეთ პირ­და­პი­რი ეთე­რი "გირ­ჩის" ოფი­სი­დან

"გირ­ჩის" ოფის­ში ამ­ჟა­მად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის გამო პარ­ტი­ის ოფი­სი "გირ­ჩის" ყვე­ლა წევ­რს და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს მხო­ლოდ პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და იაგო ხვი­ჩია ეს­წრე­ბი­ან.

რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არა­ფე­რია, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ მოხ­და. ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტე­ბის და­სად­გე­ნი მხო­ლოდ ის არის ნამ­დვი­ლად არის თუ არა ქოთ­ნებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნა. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 265-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­უ­სა­ბა­მოა.

"და­ახ­ლო­ე­ბით 12.00 სა­ათ­ზე შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ ოფის­ში. მათ სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვა წარ­მო­ად­გი­ნეს, რომ ჰქონ­დათ ჩხრე­კის უფ­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა 265-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მცი­რე ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის შემ­ცველ მცე­ნა­რის კულ­ტი­ვი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. არა­და მოხ­და მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა, რად­გან იყო ჯგუ­ფუ­რი და იყო დიდი ოდე­ნო­ბით", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ის ოფის­ში 80-ე მეტი მა­რი­ხუ­ა­ნას ქო­თა­ნია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

"გირჩის" ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ

"გირჩის" ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ განუცხადა, ამჟამად სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რათა პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარონ. მისივე თქმით, პოლიციამ მას სასამართლოს განჩინება წარუდგინა, რომელიც პარტიის ოფისის ჩხრეკის ნებართვას იძლევა.

საქმე ახალი წლის ღამეს, "გირჩის" ოფისში მარიხუანას კულტივირებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად კულტივირებული მარიხუანა მათ ოფისში ინახება. ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის რას მოიმოქმედებენ სამართალდამცველები. "გირჩის" ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ.

ნახეთ პირდაპირი ეთერი "გირჩის" ოფისიდან

"გირჩის" ოფისში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ექსპერტების მუშაობის გამო პარტიის ოფისი "გირჩის" ყველა წევრს დაატოვებინეს. საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ესწრებიან.

როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ყველაფერი საჯაროდ მოხდა. ამჟამად ექსპერტების დასადგენი მხოლოდ ის არის ნამდვილად არის თუ არა ქოთნებში მარიხუანა. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც მოცემულ სიტუაციაში შეუსაბამოა.

"დაახლოებით 12.00 საათზე შს სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ ოფისში. მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველ მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო ჯგუფური და იყო დიდი ოდენობით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარტიის ოფისში 80-ე მეტი მარიხუანას ქოთანია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ