პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს... მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო" - ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ
"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს... მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო" - ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი კლნი­კა­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ა­ი­ა­რა. მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ის­ტო­რი­ას, რო­მელ­საც ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ წა­ი­კი­თხავთ, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანი შარ­ვა­ში­ძე ავ­რცე­ლებს.

"სიკ­ვდი­ლის კა­რამ­დე მი­ტა­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის არ­სე­ბო­ბის არ მწამ­და. ყო­ველ­თვის ვთვლი­დი , რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გზა­დაგ­ზა კარ­გავ­დნენ გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებს. დღე­ვან­დე­ლი დღე ალ­ბათ მხო­ლოდ იმი­ტომ ღირ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­მეც­ნო. სა­ა­ვად­მყო­ფოს მო­საც­დელ­ში, სახე წეშ­ლილ­სა და დაღ­ლილს მის­მა ტი­რილ­მა ცო­ტა­ო­დე­ნი სი­ფხიზ­ლე შემ­მა­ტა. მისი მე­უღ­ლე სა­ში­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზით მო­იყ­ვა­ნეს ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თვი­თონ პა­ლა­ტა­ში ვერ შეჰ­ყვა, ვერ ვუ­ყუ­რებ ასეთ დღე­შიო. დი­ვან­ზე ჩა­მოჯ­და, და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბით იწერ­და პირ­ჯვარს და გულ­ზე მუ­ჭე­ბის ცე­მით მოთ­ქვამ­და. შვილს ვე­ლო­დე­ბი, ამე­რი­კი­დან მო­დი­სო...

სი­ტყვე­ბი ვერ გად­მოს­ცემს იმ უძ­ლუ­რე­ბას რა­საც ეს მო­ხუ­ცი გა­ნიც­დი­და. მისი მე­უღ­ლის დი­აგ­ნო­ზი მძი­მე იყო, მაგ­რამ არაფ­რად ჩან­და იმ ტკი­ვილ­თან რაც ამ უთ­ბი­ლეს ადა­მი­ან­ში იყო ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი.

მე მი­ნა­ხავს თვა­ლე­ბი, უი­მე­დო­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლებ­ზე ლა­მა­ზი არა­ფე­რია.

გა­მოს­ვლი­სას, დე­რე­ფან­ში მომ­ლო­დი­ნე ერთ-ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა და­სამ­შვი­დებ­ლად უთხრა :

- კაცი არ ხარ ?! რა გა­ტი­რებ­სო.

მისი ხმა­და­ბა­ლი პა­სუ­ხი კი ალ­ბათ სულ თან გამ­ყვე­ბა:

- "ჩემს გამო კი არა, მისი ტკი­ვი­ლე­ბის­თვის ვტი­რი. რო­გორ მძულს სი­ბე­რე... განა ცრემ­ლი­ა­ნი ნაკ­ლე­ბად ვეყ­ვა­რე­ბი?! გა­და­მირ­ჩი­ნეთ და თუ­გინდ მთე­ლი სახ­ლი გა­მი­ყი­დეთ. უი­მი­სოდ რა ფასი აქ."

ჰო... სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობს ! ნა­ო­ჭე­ბი­ან სა­ხე­ზე ცხოვ­რობს და დარ­დნა­გო­რე­ბი ხე­ლე­ბით უჭი­რავს მო­მაკ­ვდა­ვი მე­უღ­ლის ღო­ნე­მიხ­დი­ლი თი­თე­ბი..."

"ნე­ტავ ასე შე­მიყ­ვა­როს ვინ­მემ" დარ­დი­ა­ნად ამო­ი­ოხ­რა ვი­ღა­ცამ", - წე­რია პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს... მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო" - ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

"დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს... მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო" - ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ქუთაისის ერთ-ერთი კლნიკაში მომხდარმა ამბავმა სრულიად სოციალური ქსელი მოაიარა. მოხუცი მამაკაცის გულისამაჩუყებელ ისტორიას, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ, ინტერნეტმომხმარებელი ანი შარვაშიძე ავრცელებს.

"სიკვდილის კარამდე მიტანილი სიყვარულის არსებობის არ მწამდა. ყოველთვის ვთვლიდი , რომ ადამიანები გზადაგზა კარგავდნენ გრძნობებსა და ემოციებს. დღევანდელი დღე ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ეს ადამიანი გამეცნო. საავადმყოფოს მოსაცდელში, სახე წეშლილსა და დაღლილს მისმა ტირილმა ცოტაოდენი სიფხიზლე შემმატა. მისი მეუღლე საშინელი დიაგნოზით მოიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, თვითონ პალატაში ვერ შეჰყვა, ვერ ვუყურებ ასეთ დღეშიო. დივანზე ჩამოჯდა, დაკოჟრილი ხელებით იწერდა პირჯვარს და გულზე მუჭების ცემით მოთქვამდა. შვილს ველოდები, ამერიკიდან მოდისო...

სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უძლურებას რასაც ეს მოხუცი განიცდიდა. მისი მეუღლის დიაგნოზი მძიმე იყო, მაგრამ არაფრად ჩანდა იმ ტკივილთან რაც ამ უთბილეს ადამიანში იყო ჩაბუდებული.

მე მინახავს თვალები, უიმედობით გაჟღენთილი, მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებზე ლამაზი არაფერია.

გამოსვლისას, დერეფანში მომლოდინე ერთ-ერთმა პაციენტმა დასამშვიდებლად უთხრა :

- კაცი არ ხარ ?! რა გატირებსო.

მისი ხმადაბალი პასუხი კი ალბათ სულ თან გამყვება:

- "ჩემს გამო კი არა, მისი ტკივილებისთვის ვტირი. როგორ მძულს სიბერე... განა ცრემლიანი ნაკლებად ვეყვარები?! გადამირჩინეთ და თუგინდ მთელი სახლი გამიყიდეთ. უიმისოდ რა ფასი აქ."

ჰო... სიყვარული არსებობს ! ნაოჭებიან სახეზე ცხოვრობს და დარდნაგორები ხელებით უჭირავს მომაკვდავი მეუღლის ღონემიხდილი თითები..."

"ნეტავ ასე შემიყვაროს ვინმემ" დარდიანად ამოიოხრა ვიღაცამ", - წერია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს