მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომიკის მინისტრი - ლარის კურსი გამყარდება
ეკონომიკის მინისტრი - ლარის კურსი გამყარდება

რყე­ვე­ბი არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, გრძელ­ვა­დი­ან ნა­წილ­ში ჩვენ არ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზე­ბი იმის­თვის, რომ ლა­რის კურ­სი უფა­სურ­დე­ბო­დეს, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არის პა­ტა­რა და ღია ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა და "გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ხდე­ბა მო­ლო­დი­ნე­ბის გამ­ძაფ­რე­ბა, ხდე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ლა­რის კურ­სზე".

მი­სი­ვე თქმით, დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შემ­დეგ, მოხ­და ლა­რის კურ­სის გამ­ყა­რე­ბა და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­ნე­ბი­თაც, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა მყარ­დე­ბა.

"კი­დევ ერთხელ ვი­მო­რებ, რომ ეს რყე­ვე­ბი არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, გრძალ­ვა­დი­ან ნა­წილ­ში ჩვენ არ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზე­ბი იმის­თვის, რომ ლა­რის კურ­სი უფა­სურ­დე­ბო­დეს. გრძალ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩვენ დარმ­წუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ლა­რის კურ­სი გამ­ყარ­დე­ბა, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამის­თვის გა­სა­კე­თე­ბე­ლია ბევ­რი რამ. პირ­ველ რიგ­ში, ეს გახ­ლავთ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რომ­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად შექ­მნი­ლია 4-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა - ეს ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გას­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

"ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ცუდი სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი, რო­მე­ლიც გვერ­გო მემ­კვიდ­რე­ო­ბით და ამ სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სის გას­წო­რე­ბა ერთ დღე­ში, ერთ და ორ წე­ლი­წად­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ჩვე­ნი 4-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, მი­ვაღ­წი­ოთ სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, გა­ვას­წო­როთ ჩვე­ნი სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი და შვქმნათ ისე­თი ბიზ­ნეს­გა­რე­მო, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ნა­წილ­ში კი­დევ უფრო პროგ­რე­სუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ეკონომიკის მინისტრი - ლარის კურსი გამყარდება

ეკონომიკის მინისტრი - ლარის კურსი გამყარდება

რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და "განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე".

მისივე თქმით, დეკემბერ-იანვარში გაუფასურების შემდეგ, მოხდა ლარის კურსის გამყარება და დღევანდელი მონაცენებითაც, ეროვნული ვალუტა მყარდება.

"კიდევ ერთხელ ვიმორებ, რომ ეს რყევები არის მოკლევადიანი, გრძალვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს. გრძალვადიან პერსპექტივაში ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ ლარის კურსი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა - ეს ის მექანიზმები, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების გასწორების საშუალებას იძლევა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი და შვქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება", - განაცხადა გახარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."