საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)
"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მარ­წუ­ხე­ბი­დან სა­ფონ­დო ბაზ­რის გა­მოხ­სნა მო­სახ­ლე­ო­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა ლარ­ში, სეს­ხით თუ აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნით

ძა­ლა­ში შე­ვი­და რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა და საწ­ვა­ვი, თამ­ბა­ქო და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უკვე გაძ­ვირ­და. სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად ამოქ­მედ­დე­ბა და მათი შე­დე­გე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა თვალ­სა­ჩი­ნო.

გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მას მთავ­რო­ბა 17 იან­ვრი­დან იწყებს. მას­ში ცოტა ხნის წინ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სეს­ხე­ბის ლარ­ში გა­და­ტა­ნა შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­ზი­კურ პი­რებს, მათ შო­რის - ინდმე­წარ­მე­ებს, რომ­ლებ­საც სა­სეს­ხო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აშშ დო­ლარ­ში ჰქონ­დათ რო­გორც 2015 წლის 1-ლი იან­ვრის, ისე - 2016 წლის 28 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით და მიმ­დი­ნა­რე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ექ­ნე­ბათ გა­ლა­რე­ბის დღე­საც.

სუბ­სი­დი­ით ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 100 ათას ლარ­ზე მეტი იყო 2015 ან 2016 წელს; აგ­რეთ­ვე, ის ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რო­მელ­თა სეს­ხის ძი­რი­თა­დი თან­ხის ჯა­მუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 100 ათას დო­ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და 2016 წლის 28 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით.

კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი გა­ლა­რე­ბულ სეს­ხებს არ­სე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო პრო­ცენ­ტით გას­ცე­მენ (მა­გა­ლი­თად, ლა­რით გა­ცე­მუ­ლი ცვლადპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სა­ბაზ­რო გა­ნაკ­ვე­თი დღეს 10%-ის ფარ­გლებ­შია).

სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა მოხ­დე­ბა გა­ლა­რე­ბის დღეს არ­სე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის­თვის 20 თეთ­რის გა­მოკ­ლე­ბით. ასე­თი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა 40 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა.

ახა­ლი წლი­დან მოქ­მე­დებს მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის ე.წ. ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლი. სა­წარ­მო მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დით მხო­ლოდ მო­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ბეგ­რე­ბა, ხოლო თუ მის სრულ რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბას მო­ახ­დენს, გა­და­სა­ხა­დის­გა­ნაც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

2017 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 100 ათას ლა­რამ­დე სეს­ხე­ბი მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით გა­ი­ცე­მა, 2018 წლი­დან კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა 200 ათას ლა­რამ­დე სეს­ხებ­საც შე­ე­ხე­ბა.

წლე­ულს, 1-ლი ივ­ლი­სი­დან, ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვი­სა და მისი რეკ­ლა­მი­რე­ბი­სას ფა­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მხო­ლოდ ლა­რით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა სხვა ვა­ლუ­ტით ფა­სის გა­მო­ცხა­დე­ბა არ აიკ­რძა­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ ბი­ნის ფასი ლა­რით უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ფასს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ვა­ლუ­ტი­თაც მი­უ­თი­თებს.

წლე­ულს უნდა ამოქ­მედ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ონ­ლა­ინ­სეს­ხებ­ზე და და­წეს­დეს ზღვრუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯა­რი­მა­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მსეს­ხე­ბელს და­ე­კის­როს.

და­ვით ას­ლა­ნიშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი:

- ცვლი­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი გაძ­ვი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი, თამ­ბა­ქო და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლია. ე.წ. გა­და­ცე­მის ეფექ­ტი, ანუ ფა­სის ზრდის ასახ­ვა სხვა პრო­დუქ­ტებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით სრულ­ფა­სოვ­ნად არ გა­მო­ხა­ტუ­ლა. ეს იმი­ტომ, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­სა და ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ძვე­ლი ტა­რი­ფე­ბი დარ­ჩა და იმე­დია, არც მო­სა­ლოდ­ნელ რთულ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს.

ჩვენ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეთ, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და ის მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უფრო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­როდ, ამას ხელი შე­უ­წყო 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტურ­მა ხარ­ჯვამ. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, ის იყო 428 მი­ლი­ო­ნი ლარი (2015 წლის დე­კემ­ბერ­ში - 327 მი­ლი­ო­ნი ლარი), რაც ნიშ­ნავს, რომ ბოლო დღე­ე­ბის ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამას ემა­ტე­ბა ფუ­ლა­დი აგ­რე­გა­ტე­ბის მკვეთ­რი ზრდაც. მა­გა­ლი­თად, ფუ­ლის მა­სის ორმა პა­რა­მეტრმა 6,6 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი ლა­რით არის გაზ­რდი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხი შემ­ცირ­და 1,355-დან 1,312 მი­ლი­არ­დამ­დე. მაგ­რამ აქ 17 იან­ვრი­დან უკვე გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა ერ­თვე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი (სებ) კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს მი­აწ­ვდის რო­გორც უცხო­ურ ვა­ლუ­ტას გა­ლა­რე­ბის პრო­ცე­სის­თვის, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ლა­რის ლიკ­ვი­დო­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს. ამ მხრივ უკვე სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დავ­დი­ვართ და სა­ნამ პრო­ცე­სი არ და­წყე­ბუ­ლა, ლა­რის კურ­სის პროგ­ნო­ზის აზრს ვერ ვხე­დავ. მხო­ლოდ პოს­ტფაქ­ტუმ შევ­ძლებთ შე­ფა­სე­ბას, რაც აპ­რილ-მა­ი­სის­თვის მოხ­დე­ბა.

სა­უ­ბა­რია 400-500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სეს­ხის ლარ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე. კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს პრობ­ლე­მა რომ არ შე­ექ­მნათ, სებ-ი მათ დო­ლა­რის მა­სას მი­აწ­ვდის. 2,8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი­დან 1,3 მი­ლი­არ­დი არის კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის რე­სურ­სი, მო­ზი­დუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­ზერ­ვე­ბის სა­ხით. სწო­რედ ამ თან­ხის ნა­წი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში, რათა შეძ­ლონ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში თა­ვი­ან­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­დახ­და. აქვე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ წლე­ულს სამ მი­ლი­არ­დზე მეტი სა­გა­რეო ვალი გვაქვს და­სა­ფა­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად. სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბობს, რომ გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მის­თვის სა­ჭი­რო ლა­რის მი­წო­დე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მოქ­ცე­ვა­ში ლა­რის მა­სა­საც გაზ­რდის. და­მა­ტე­ბით შე­მო­დის რე­ფი­ნან­სი­რე­ბის ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტიც, ერ­თთვი­ა­ნი და არა - შვიდ­დღი­ა­ნი, რაც მი­მოქ­ცე­ვა­ში ასე­ვე გაზ­რდის ლა­რის მა­სას.

"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობ­ლე­მა აქვს"(?!)

- რა თქმა უნდა, ეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბო­და სებ-ის და მთავ­რო­ბის მხრი­დან გამ­ჟღავ­ნე­ბა, მეტ­წი­ლად რო­მელ კო­მერ­ცი­ულ ბანკზე გა­ი­ცე­მა რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სეს­ხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და სა­კი­თხა­ვია, ამის და­მალ­ვა რა სა­ჭი­როა? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

კომერციული ბანკების მარწუხებიდან საფონდო ბაზრის გამოხსნა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემდა, ქართული კომპანიები დაეფინანსებინა ლარში, სესხით თუ აქციების შეძენით

ძალაში შევიდა რამდენიმე ცვლილება და საწვავი, თამბაქო და ავტომობილები უკვე გაძვირდა. სხვა ცვლილებები წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება და მათი შედეგებიც მოგვიანებით გახდება თვალსაჩინო.

გალარების პროგრამას მთავრობა 17 იანვრიდან იწყებს. მასში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სესხების ლარში გადატანა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, მათ შორის - ინდმეწარმეებს, რომლებსაც სასესხო დავალიანება აშშ დოლარში ჰქონდათ როგორც 2015 წლის 1-ლი იანვრის, ისე - 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით და მიმდინარე დავალიანება ექნებათ გალარების დღესაც.

სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი იყო 2015 ან 2016 წელს; აგრეთვე, ის ფიზიკური პირები, რომელთა სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება 100 ათას დოლარს არ აღემატებოდა 2016 წლის 28 ნოემბრის მდგო­მარეობით.

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ (მაგალითად, ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო განაკვეთი დღეს 10%-ის ფარგლებშია).

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსისთვის 20 თეთრის გამოკლებით. ასეთი სესხის სუბსიდირება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება.

ახალი წლიდან მოქმედებს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, გადასახადისგანაც გათავისუფლდება.

2017 წლის 1-ლი იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა, 2018 წლიდან კი აღნიშნული ცვლილება 200 ათას ლარამდე სესხებსაც შეეხება.

წლეულს, 1-ლი ივლისიდან, ქონების გაყიდვისა და მისი რეკლამირებისას ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი, თუმცა სხვა ვალუტით ფასის გამოცხადება არ აიკრძალება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი ლარით უნდა გამოაცხადოს, სურვილის შემთხვევაში კი ფასს ნებისმიერი სხვა ვალუტითაც მიუთითებს.

წლეულს უნდა ამოქმედდეს რეგულაციები ონლაინსესხებზე და დაწესდეს ზღვრული მაჩვენებელი ჯარიმაზე, რომელიც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი:

- ცვლილებების პირველადი შედეგები გაძვირებული საწვავი, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელია. ე.წ. გადაცემის ეფექტი, ანუ ფასის ზრდის ასახვა სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ჯერჯერობით სრულფასოვნად არ გამოხატულა. ეს იმიტომ, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ძველი ტარიფები დარჩა და იმედია, არც მოსალოდნელ რთულ პერიოდში მოიმატებს.

ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ლარის გამყარება მოკლევადიანი აღმოჩნდებოდა და ის მოსალოდნელზე უფრო მოკლევადიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო 2016 წლის დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ. ჩვენი გათვლებით, ის იყო 428 მილიონი ლარი (2015 წლის დეკემბერში - 327 მილიონი ლარი), რაც ნიშ­ნავს, რომ ბოლო დღეების ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. ამას ემატება ფულადი აგრეგატების მკვეთრი ზრდაც. მაგალითად, ფულის მასის ორმა პარამეტრმა 6,6 მილიარდს გადააჭარბა და დაახლოებით 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საბედნიეროდ, რეფინანსირების სესხი შემცირდა 1,355-დან 1,312 მილიარდამდე. მაგრამ აქ 17 იანვრიდან უკვე გალარების პროგრამა ერთვება - საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კომერციულ ბანკებს მიაწვდის როგორც უცხოურ ვალუტას გალარების პროცესისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ლარის ლიკვიდობასაც უზრუნველყოფს. ამ მხრივ უკვე სხვა განზომილებაში გადავდივართ და სანამ პროცესი არ დაწყებულა, ლარის კურსის პროგნოზის აზრს ვერ ვხედავ. მხოლოდ პოსტფაქტუმ შევძლებთ შეფასებას, რაც აპრილ-მაისისთვის მოხდება.

საუბარია 400-500 მილიონი დოლარის სესხის ლარში გადაყვანაზე. კომერციულ ბან­კებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, სებ-ი მათ დოლარის მასას მიაწვდის. 2,8 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიდან 1,3 მილიარდი არის კომერციული ბანკების რესურსი, მოზიდული სავალდებულო რეზერვების სახით. სწორედ ამ თანხის ნაწილი დაბრუნდება კომერციულ ბანკებში, რათა შეძლონ უცხოურ ვალუტაში თავიანთი ვალდებულებების გადახდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ წლეულს სამ მილიარდზე მეტი საგარეო ვალი გვაქვს დასაფარავი სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო ამბობს, რომ გალარების პროგრამისთვის საჭირო ლარის მიწოდებასაც უზრუნველყოფს და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მიმოქცევაში ლარის მასასაც გაზრდის. დამატებით შემოდის რეფინანსირების ახალი ინსტრუმენტიც, ერთთვიანი და არა - შვიდდღიანი, რაც მიმოქცევაში ასევე გაზრდის ლარის მასას.

"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)

- რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება, მეტწილად რომელ კომერციულ ბანკზე გაიცემა რეფინანსირების სესხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთული ფინანსური პრობლემები აქვს და საკითხავია, ამის დამალვა რა საჭიროა? განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი