საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერი პირი შორენა თეთრუაშვილის დავალებას უფრო ასრულებს, ვიდრე პატრიარქის - მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა
ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერი პირი შორენა თეთრუაშვილის დავალებას უფრო ასრულებს, ვიდრე პატრიარქის - მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა

შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თვა-გამ­გე­ო­ბას უნდა ჩა­მო­ცილ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, "მისი უწ­მინ­დე­სო­ბა უნდა დარ­წმუნ­დეს ამა­ში და რო­გორც ჩვე­ვია, გა­დად­გას ეს გამ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯი".

მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვა აცხა­დებს, რომ ეს სა­კი­თხი პატ­რი­არ­ქს დღეს მა­მაშ­ვი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნა. "მისი უწ­მინ­დე­სო­ბა უნდა დარ­წმუნ­დეს ამა­ში და გა­დად­გას ეს გამ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯი, რო­გორც მას ჩვე­ვია. იყო ამის მცდე­ლო­ბა შარ­შან ამ დროს, სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ. რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, რა­საც ვე­ძა­ხი მე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატს, პატ­რი­არ­ქი და­არ­წმუ­ნეს გარ­კვე­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ჭი­როა დედა ეკ­ლე­სი­ა­ში ამ მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც, რა თქმა უნდა, მი­მაჩ­ნია ძა­ლი­ან დიდ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბად. მე კი­დევ ერთხელ ვთქვი და შე­ვახ­სე­ნე მის უწ­მინ­დე­სო­ბას მამა-შვი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. არა მო­იხ­სნას, არა­მედ უნდა ჩა­მო­ცილ­დეს მარ­თვა-გამ­გე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი გან­მარ­ტავს თუ რას გუ­ლის­ხმობს შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის ხელ­ში არ­სე­ბულ გა­ნუ­სა­ზღვრელ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში. "გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­დე­საც მას ერ­თპი­როვ­ნუ­ლად შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხე­ლით. გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­დე­საც რიგი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი იერ­არ­ქე­ბი­სა უფრო მე­ტად ას­რუ­ლე­ბენ მის და­ვა­ლე­ბას, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სა", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს დღეს სა­მარ­თლი­ა­ნად უწო­და "რუხი კარ­დი­ნა­ლი". "ვუ­წო­დე სა­მარ­თლი­ა­ნად. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და არა­ერ­თგზის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი შე­კი­თხვაა ხოლ­მე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი. ნამ­დვი­ლად ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს ის, რაც არა­ერ­თხელ გვით­ქვამს სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, რომ პრობ­ლე­მა არის ამ ქალ­ბა­ტო­ნის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოს­წორ­დეს და ამ გა­მოს­წო­რე­ბას ეკ­ლე­სი­ა­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა მოჰ­ყვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, ჰყავს თუ არა ამ სა­კი­თხში თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი პა­სუ­ხობს: "თა­ნა­მო­აზ­რე ბევ­რი მყავს, მაგ­რამ თა­ნა­მებ­რძო­ლი ჯერ არა".

ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერი პირი შორენა თეთრუაშვილის დავალებას უფრო ასრულებს, ვიდრე პატრიარქის - მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა

ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერი პირი შორენა თეთრუაშვილის დავალებას უფრო ასრულებს, ვიდრე პატრიარქის - მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა

შორენა თეთრუაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მართვა-გამგეობას უნდა ჩამოცილდეს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, "მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და როგორც ჩვევია, გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი".

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ეს საკითხი პატრიარქს დღეს მამაშვილური დამოკიდებულებით კიდევ ერთხელ შეახსენა. "მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი, როგორც მას ჩვევია. იყო ამის მცდელობა შარშან ამ დროს, სინოდის სხდომის შემდეგ. რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რასაც ვეძახი მე საქართველოს ეკლესიის ინტერესების ღალატს, პატრიარქი დაარწმუნეს გარკვეულმა ადამიანებმა, რომ ეს ქალბატონი საჭიროა დედა ეკლესიაში ამ მდგომარეობით, რაც, რა თქმა უნდა, მიმაჩნია ძალიან დიდ უხერხულ მდგომარეობად. მე კიდევ ერთხელ ვთქვი და შევახსენე მის უწმინდესობას მამა-შვილური დამოკიდებულებით. არა მოიხსნას, არამედ უნდა ჩამოცილდეს მართვა-გამგეობას საქართველოს საპატრიარქოსი", - განაცხადა მეუფემ.

იხილეთ ვიდეო

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი განმარტავს თუ რას გულისხმობს შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებულ განუსაზღვრელ ძალაუფლებაში. "განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც მას ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოს საპატრიარქოს სახელით. განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც რიგი სასულიერო პირებისა და მაღალი იერარქებისა უფრო მეტად ასრულებენ მის დავალებას, ვიდრე საქართველოს ეკლესიის მმართველი კათოლიკოს-პატრიარქისა", - აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დღეს სამართლიანად უწოდა "რუხი კარდინალი". "ვუწოდე სამართლიანად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და არაერთგზის, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი შეკითხვაა ხოლმე პასუხგაუცემელი და ბურუსით მოცული. ნამდვილად ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს ის, რაც არაერთხელ გვითქვამს სინოდის სხდომაზე, რომ პრობლემა არის ამ ქალბატონის ხელში არსებული დიდი ძალაუფლება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ამ გამოსწორებას ეკლესიაში მდგომარეობის გაჯანსაღება მოჰყვება", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, ჰყავს თუ არა ამ საკითხში თანამებრძოლები, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პასუხობს: "თანამოაზრე ბევრი მყავს, მაგრამ თანამებრძოლი ჯერ არა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი