მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ აქვეყნებს შსს დანაშაულის სტატისტიკას - მინისტრის კომენტარი
რატომ აღარ აქვეყნებს შსს დანაშაულის სტატისტიკას - მინისტრის კომენტარი

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ სტა­ტის­ტი­კა არ ქვეყ­ნდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, შს სა­მი­ნის­ტროს კა­ნო­ნი არ ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ სტა­ტის­ტი­კა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს.

"2016 წლის იან­ვარ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტის­ტი­კა. აქა­მა­დე იყო დათ­ქმა, რომ ყო­ველ­თვი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბო­და სტა­ტის­ტი­კა, მაგ­რამ მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ ეს სტა­ტის­ტი­კა არ ქვეყ­ნდე­ბა. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი რე­ე­გუ­ლა­ცია, არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა და კა­ნო­ნი არ მა­ვალ­დე­ბუ­ლებს სტა­ტის­ტი­კის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მზად ვარ პა­სუ­ხი გავ­ცე ყვე­ლას, ვინც ამა­ზე პრე­ტენ­ზი­ას წა­მო­მი­ყე­ნებს", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის თქმით, შს სა­მი­ნის­ტრო ფაქ­ტობ­რი­ვად კე­დელ­თა­ნაა მი­ყე­ნე­ბუ­ლი და "ლა­მის კვი­რა­ში ერთხელ ვაქ­ვეყ­ნოთ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია".

"სტა­ტის­ტი­კის წარ­მო­ე­ბის მე­თო­დო­ლო­გია ერ­თი­ა­ნი არაა. ვი­საც რო­გორ უნდა ისე ით­ვლის. მე მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის უწყე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ სტა­ტის­ტი­კას. ამ თე­მას მი­ე­ძღვნა შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ჩემ­მა მო­ად­გი­ლემ ჩა­ა­ტა­რა და კონ­კრე­ტუ­ლად ახ­სნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე ვფიქ­რობ, ყბა­და­ღე­ბულ თე­მად იქცა სტა­ტის­ტი­კა, თით­ქოს ჩვენ არ ვაქ­ვეყ­ნებთ და ვმა­ლავთ რა­მეს. არა­ფერს არ ვმა­ლავთ. ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ადა­მი­ა­ნებს და რო­გორც უნ­დათ, ისე ით­ვლი­ან ამ სტა­ტის­ტი­კას. სტა­ტის­ტი­კა და­ით­ვლე­ბა წლის ბო­ლოს, ისე რო­გორც ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

რატომ აღარ აქვეყნებს შსს დანაშაულის სტატისტიკას - მინისტრის კომენტარი

რატომ აღარ აქვეყნებს შსს დანაშაულის სტატისტიკას - მინისტრის კომენტარი

მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებებისას განუცხადა.

როგორც მღებრიშვილმა განმარტა, შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს.

"2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა სტატისტიკა. აქამადე იყო დათქმა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, შს სამინისტრო ფაქტობრივად კედელთანაა მიყენებული და "ლამის კვირაში ერთხელ ვაქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია".

"სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს არ ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"