სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონი მკაცრდება
ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონი მკაცრდება

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ბრუნ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 236-ე მუხ­ლში, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ერ­თმა­ნე­თის­გან იმიჯ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და მისი შე­სა­ბა­მი­სი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა/შე­ნახ­ვა.

ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა/ტა­რე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­ზუს­ტე­ბას და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ნა­წი­ლობ­რივ გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბოლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მთლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის 5% სწო­რედ ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბა/შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­შია ჩა­დე­ნი­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის გა­რე­შე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლია.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, სპორ­ტუ­ლი ია­რა­ღის და მისი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა/შე­ნახ­ვის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცია უც­ვლე­ლად რჩე­ბა, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა ან შე­ნახ­ვა - სა­მი­დან ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ვა­დით და­ის­ჯე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონი მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონი მკაცრდება

ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა მკაცრდება. ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა.

ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააცნო.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/ტარების რეგულაციების დაზუსტებას და კანონმდებლობის ნაწილობრივ გამკაცრებას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მთლიანი დანაშაულის 5% სწორედ იარაღის უკანონოდ ტარება/შენახვის პირობებშია ჩადენილი და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე პრევენციული ღონისძიებების გატარება გაძნელებულია.

წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ