საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ოქუაშვილი - ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით
ზაზა ოქუაშვილი - ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით

ზო­გის­თვის ბნელ და ზო­გის­თვის "ტკბილ" 90-იან წლებ­ში და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სით, ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი ერთ-ერთ პირ­ველ, "ახალ" ქარ­თველ მი­ლი­ო­ნე­რად იქცა.

ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მი­ლი­ონ დო­ლარს ით­ვლის,"ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" მფლო­ბე­ლია. ბიზ­ნე­სის გარ­და, მისი ბი­ოგ­რა­ფია პო­ლი­ტი­კა­საც მო­ი­ცავს. ბიზ­ნეს­მე­ნი ას­ლან აბა­ში­ძის გუნ­დის წევ­რი იყო და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში 1999 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, "აღორ­ძი­ნე­ბის" სიით გა­მოჩ­ნდა.

ბავ­შვო­ბა და გა­ნათ­ლე­ბა

ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ გა­ზარ­დეს, თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე და­ი­ბა­და. იხ­სე­ნებს, რომ სწავ­ლობ­და 55-ე სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც იმ დროს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო. ამის შემ­დეგ იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი. პრო­ფე­სი­ით ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, რომ თა­ვის დრო­ზე მშობ­ლე­ბის­გან რჩე­ვა მი­ი­ღო, ექი­მი გამ­ხდა­რი­ყო.

"რა­ტომ სა­მე­დი­ცი­ნო? ერთი, რომ მე­დი­ცი­ნა მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მე­ო­რე - ყო­ველ­თვის სირ­თუ­ლე­ე­ბის­კენ მქონ­და ლტოლ­ვა და მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა უფრო რთუ­ლი იყო. მა­შინ მე­ა­მა­ყე­ბო­და გა­და­მე­ლა­ხა უფრო მა­ღა­ლი კონ­კურ­სი, ვიდ­რე იმ დროს სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე იყო,"- იხ­სე­ნებს ოქუ­აშ­ვი­ლი.

ექი­მად რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ბედი სცა­და მცი­რე ბიზ­ნეს­ში, რო­მე­ლიც რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა და მალე გა­ფარ­თოვ­და კი­დეც.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბიზ­ნეს­ში

ექიმ ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სი ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში, სა­ირ­მის ქუ­ჩა­ზე, პა­ტა­რა თონე იყო. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ამ მცი­რე ბიზ­ნეს­მა ბევ­რი რამ ას­წავ­ლა - რა უნდა კადრს, რო­გო­რი მოქ­ცე­ვაა სა­ჭი­რო, რა უნდა კლი­ენტს, რა არის გა­ყიდ­ვა, შექ­მნა და ა.შ.

"თონე იყო პა­ტა­რა მას­შტა­ბით ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს მაქვს. საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი და ვარ ბუ­ნე­ბით. მო­მე­წო­ნა ეს სფე­რო. მარ­თა­ლია, იმა­ვე დროს პრაქ­ტი­კა­ზე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბა იყო და შე­სა­ბა­მი­სად, როცა გა­მოჩ­ნდა შან­სი, ეს თონე გა­ვა­კე­თე".

"ომე­გა" და კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, 27 წლის ასაკ­ში ბიზ­ნეს­მენ­მა კომ­პა­ნია "ომე­გა" და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც დღეს უკვე ჰოლ­დინ­გურ კომ­პა­ნი­ად იქცა და რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს. მათ შო­რის BMW ჯგუ­ფის ბრენ­დე­ბის გე­ნე­რა­ლურ იმ­პორ­ტი­ორს სა­ქარ­თვე­ლო­ში "ომე­გა მო­ტორსს", სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას "ოჯთ"-ს, სტამ­ბა "ომე­გა თე­გის" და კორ­პო­რა­ტი­ულ გა­ზეთს. 90-იან წლებს უკავ­შირ­დე­ბა სი­გა­რე­ტის ორი დის­ტრი­ბუ­ტო­რის - "ომე­გა­სა" და "ელი­ზის" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ხში­რად კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვე­ბამ­დეც კი მი­დი­ო­და.

მა­შინ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ომე­გას" შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრე­ბი, მათ შო­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, კახა თარ­გა­მა­ძე და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მმარ­თვე­ლი, ას­ლან აბა­ში­ძე მფარ­ვე­ლობ­დნენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ზაზა ოქუაშვილი - ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით

ზაზა ოქუაშვილი - ბიზნესმენი პოლიტიკური აქცენტით

ზოგისთვის ბნელ და ზოგისთვის "ტკბილ" 90-იან წლებში დაწყებული ბიზნესით, ზაზა ოქუაშვილი ერთ-ერთ პირველ, "ახალ" ქართველ მილიონერად იქცა.

ბიზნესმენი, რომლის ქონებაც არაოფიციალურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ითვლის,"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი და ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელია. ბიზნესის გარდა, მისი ბიოგრაფია პოლიტიკასაც მოიცავს. ბიზნესმენი ასლან აბაშიძის გუნდის წევრი იყო და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, "აღორძინების" სიით გამოჩნდა.

ბავშვობა და განათლება

ბიზნესმენი, რომელიც ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს, თბილისში, ვერაზე დაიბადა. იხსენებს, რომ სწავლობდა 55-ე სკოლაში, რომელიც იმ დროს საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული იყო. ამის შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. პროფესიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავის დროზე მშობლებისგან რჩევა მიიღო, ექიმი გამხდარიყო.

"რატომ სამედიცინო? ერთი, რომ მედიცინა მაინტერესებდა და მეორე - ყოველთვის სირთულეებისკენ მქონდა ლტოლვა და მაშინ ვფიქრობდი, რომ სამედიცინოზე ჩაბარება უფრო რთული იყო. მაშინ მეამაყებოდა გადამელახა უფრო მაღალი კონკურსი, ვიდრე იმ დროს სხვა სპეციალობებზე იყო,"- იხსენებს ოქუაშვილი.

ექიმად რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა. თუმცა, იმავე პერიოდში ბედი სცადა მცირე ბიზნესში, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს, საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მალე გაფართოვდა კიდეც.

პირველი ნაბიჯები ბიზნესში

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პირველი ბიზნესი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში, საირმის ქუჩაზე, პატარა თონე იყო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავს, ამ მცირე ბიზნესმა ბევრი რამ ასწავლა - რა უნდა კადრს, როგორი მოქცევაა საჭირო, რა უნდა კლიენტს, რა არის გაყიდვა, შექმნა და ა.შ.

"თონე იყო პატარა მასშტაბით ის ყველაფერი, რაც დღეს მაქვს. საკმაოდ აქტიური ვიყავი და ვარ ბუნებით. მომეწონა ეს სფერო. მართალია, იმავე დროს პრაქტიკაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი, მაგრამ გაჭირვება იყო და შესაბამისად, როცა გამოჩნდა შანსი, ეს თონე გავაკეთე".

"ომეგა" და კრიმინალური ისტორიები

გასული საუკუნის 90-იან წლებში, 27 წლის ასაკში ბიზნესმენმა კომპანია "ომეგა" დააარსა, რომელიც დღეს უკვე ჰოლდინგურ კომპანიად იქცა და რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორის BMW ჯგუფის ბრენდების გენერალურ იმპორტიორს საქართველოში "ომეგა მოტორსს", სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას "ოჯთ"-ს, სტამბა "ომეგა თეგის" და კორპორატიულ გაზეთს. 90-იან წლებს უკავშირდება სიგარეტის ორი დისტრიბუტორის - "ომეგასა" და "ელიზის" გახმაურებული საქმე, რომელიც ხშირად კრიმინალურ გარჩევებამდეც კი მიდიოდა.

მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ომეგას" შევარდნაძის დროინდელი მინისტრები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, კახა თარგამაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი, ასლან აბაშიძე მფარველობდნენ... განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."