საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ოჯახი განადგურდა! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას?" - რუსუდან კერვალიშვილის მიმართვა
"ჩვენი ოჯახი განადგურდა! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას?" - რუსუდან კერვალიშვილის მიმართვა

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერს, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს! სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს! სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას! სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველს!

უკვე რვა წელი გა­ვი­და რაც ჩვე­ნი ოჯა­ხი მრა­ვალ ოჯახ­თან ერ­თად სა­ო­ცარ ტან­ჯვას გა­ნიც­დის იმ გან­საც­დე­ლის შე­დე­გად რო­მე­ლიც 2008 წელს თავს და­ა­ტყდა სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვე­ნი ოჯა­ხი, ფაქ­ტი­უ­რად, გა­ნად­გურ­და. ეს გან­საც­დე­ლი შე­ე­ხო მთელს სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორს, რის გა­მოც ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და მრა­ვა­ლი მე­ნა­შე­ნის ცხოვ­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა პრობ­ლე­მა და თით­ქოს და­სა­ხა გა­დაჭ­რის გზე­ბი მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა­ზე უშე­დე­გო გზა აირ­ჩია: სა­მა­გა­ლი­თოდ, შვილ­თან ერ­თად გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად შეს­წი­რა მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი. ცხა­დია მა­ი­ას ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვით არა­ნა­ი­რი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შე­დე­გი არ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს და მით უფრო გუ­კა­სი. კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბის ასი­ვე პრო­ცენ­ტი და­ყა­და­ღე­ბუ­ლია 2013 წლი­დან! ჩა­ტარ­და 107 სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი! რას გვინ­და მი­ვაღ­წი­ოთ? სიკ­ვდი­ლით დას­ჯას? გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ვი­საც აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუნ­დაც 13, ისი­ნიც კი არ არი­ან თა­ვი­სუ­ფალ­ნი! მე გა­მო­სა­ვალს უბ­რა­ლოდ ვერ ვხე­დავ, ხალ­ხის ქო­ნე­ბა ნა­გურ­დე­ბა, იძარ­ცვე­ბა, უპერ­სპექ­ტი­ვო ხდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ გა­კოტ­რე­ბის შემ­დეგ ტრამ­პი რომ და­ე­ჭი­რათ, რა უგუ­ნუ­რე­ბა და უჭ­კუ­ო­ბა იქ­ნე­ბო­და! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქ­რობ ვა­ღი­ა­როთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც უნდა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მოვ­ძებ­ნოთ გზე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა, თუ ეს კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ნამ გვი­ან არ არის!".

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჩვენი ოჯახი განადგურდა! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას?" - რუსუდან კერვალიშვილის მიმართვა

"ჩვენი ოჯახი განადგურდა! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას?" - რუსუდან კერვალიშვილის მიმართვა

"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტს, პრემიერს, სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართავს:

"საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს! საქართველოს პროკურატურას! საქართველოს სახალხო დამცველს!

უკვე რვა წელი გავიდა რაც ჩვენი ოჯახი მრავალ ოჯახთან ერთად საოცარ ტანჯვას განიცდის იმ განსაცდელის შედეგად რომელიც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს. ჩვენი ოჯახი, ფაქტიურად, განადგურდა. ეს განსაცდელი შეეხო მთელს სამშენებლო სექტორს, რის გამოც ტრაგიკულად დასრულდა მრავალი მენაშენის ცხოვრება. სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და თითქოს დასახა გადაჭრის გზები მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე უშედეგო გზა აირჩია: სამაგალითოდ, შვილთან ერთად განტევების ვაცად შესწირა მაია რჩეულიშვილი. ცხადია მაიას ციხეში გამომწყვდევით არანაირი რაციონალური შედეგი არ შეიძლება დადგეს და მით უფრო გუკასი. კომპანიის ქონების ასივე პროცენტი დაყადაღებულია 2013 წლიდან! ჩატარდა 107 სასამართლო პროცესი! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში, თუნდაც 13, ისინიც კი არ არიან თავისუფალნი! მე გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ხალხის ქონება ნაგურდება, იძარცვება, უპერსპექტივო ხდება. წარმოიდგინეთ გაკოტრების შემდეგ ტრამპი რომ დაეჭირათ, რა უგუნურება და უჭკუობა იქნებოდა! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქრობ ვაღიაროთ ყველაფერი, რაც უნდა პროკურატურას და მოვძებნოთ გზები ადამიანების გადარჩენისა, თუ ეს კიდევ შესაძლებელია, სანამ გვიან არ არის!".

როგორ ულოცავენ დედის დღეს თავიანთ დედებს ცნობილი ქართველები - ფოტოები "ფეისბუქიდან"

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა დედის დღე დედას?

"ყველა, ვინც სააკაშვილის შეკავების სურვილის გამო მოღალატეებს გვიწოდებდა, აბსოლუტურად ყველა იმკით" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი