საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი..." - ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ტრაგიკულ ამბავს ავრცელებს
"დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი..." - ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ტრაგიკულ ამბავს ავრცელებს

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ტრა­გი­კულ ამ­ბავს ასა­ჯა­რო­ვებს:

"ორი თვის წინ ერთ ცე­რო­დე­ნა ბიჭს გა­და­ვე­ყა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მშობ­ლე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბულს.

იწვა გა­უნ­ძრევ­ლად, უხ­მოდ. ექი­მებ­მა მი­თხრეს, აზრი არა აქვს, არა­ფერ­ზე არ რე­ა­გი­რებ­სო.

ავიყ­ვა­ნე ხელ­ში და გა­ა­ხი­ლა თა­ვი­სი ლურ­ჯი თვა­ლე­ბი.

იმ წამს უკვე მივ­ხვდი რომ ჩემი მე­ო­თხე შვი­ლი მე­ჭი­რა ხელ­ში.

მერე ნელ-ნელა ხმაც ამო­ი­ღო, ტრი­ა­ლიც და­ი­წყო, ისე გა­ვა­ტუ­ტუ­ცე რომ ხელ­ში აყ­ვა­ნას მთხოვ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ქონ­და ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ქონ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ სახ­ლი, დედა და ძმე­ბი 10 თვის ნაწ­ვა­ლებ პა­ტა­რას ფეხ­ზე და­ა­ყე­ნებ­დნენ.

ეს ორი თვე მე ოთხი შვი­ლი მყავ­და და ეს ჩემ­მა ახლო მე­გობ­რებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცოდ­ნენ. გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა ავი­ღე მიმ­ღე­ბი მშობ­ლის და ხვალ სახ­ლში უნდა წა­მო­მეყ­ვა­ნა და ამის მერე ვა­პი­რებ­დი გა­სა­ჯა­რო­ე­ბას.

დღეს დი­ლით გი­ორ­გი ცუ­დად გახ­და და სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სულ სხვა რამ აწუ­ხებ­და და სხვა რა­მეს მკურ­ნა­ლობ­დნენ აქამ­დე.

ვერ გა­უძ­ლო გი­ორ­გის გულ­მა ოპე­რა­ცი­ას და გა­ჩერ­და.

არც აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბამ უშ­ვე­ლა.

და­ი­ღუ­პა გი­ორ­გი, ჩემი მე­ო­თხე შვი­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ნამ მო­ვიდ­ნენ, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­ჯე­ქი და ხელ­ში მე­ჭი­რა ჩემი პა­წა­წუ­ნა რი­ჟი­კა.

მერე მი­თხრეს, მო­ვიდ­ნენ უკვე, შენ ქვე­მოთ ჩადი და ჩა­მო­იყ­ვა­ნენ ბავ­შვსო.

ჩა­ვე­დი ქვე­მოთ.

უცებ ვხე­დავ ვი­ღაც ახ­მახ ტიპს გა­მო­აქვს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან კარ­დო­ნის გა­დას­კო­ჩი­ლი ყუთი და ორი პარ­კი, სა­დაც გი­ორ­გის ტან­საც­მე­ლე­ბი და პამ­პერ­სე­ბი იდო. რა­ღაც ინ­სტიქ­ტით გიჟ­ვით გა­ვე­კი­დე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთ­ში-მეთ­ქი და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვიო.

აქამ­დე ვიბ­რძო­დი, რომ ბავ­შვი სახ­ლში დრო­ზე წა­მო­მეყ­ვა­ნა და ვერ მო­ვას­წა­რი.

ეხლა უნდა ვიბ­რძო­ლო, რომ ჩემი მე­ო­თხე შვი­ლი მე და­ვა­საფ­ლა­ვო.

ძა­ლი­ან არე­უ­ლი ვწერ. დავ­ლაგ­დე­ბი რა­ღაც დრო­ის მერე.

უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცას ვერ ვი­გებ და ვერ­სად­როს ვერ გა­ვი­გებ.

შე­იძ­ლე­ბა შე­გე­შა­ლოს დი­აგ­ნო­ზი, შე­იძ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ შე­გი­შა­ლოს ხელი, რომ დრო­უ­ლად გა­და­წყვი­ტო რაც გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ კარ­დო­ნის გა­დას­კო­ჩი­ლი ყუ­თით ბავ­შვის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დაყ­ვა­ნას ვერ გა­ვი­გებ ვე­რას­დროს.

ისე­ვე რო­გორც ვერ გა­ვი­გებ რა­ტომ შევ­ხვდით მე და გი­ორ­გი ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს, რა­ტომ ვიბ­რძო­ლეთ ამ­დე­ნი და რა­ტომ დამ­თავ­რდა ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე.

გი­ორ­გის ორი თვე უკვე ვყავ­დი მე, დედა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო ძმე­ბის გაც­ნო­ბა და სახ­ლში მოს­ვლა და თუნ­დაც მცი­რე ხნით, მაგ­რამ ყვე­ლას­თან ერ­თად სი­ცო­ცხლე.

ვერ გა­ვი­გებ, რა­ტომ უნდა ვუ­ყუ­რებ­დეთ მე და ჩემი სამი შვი­ლი დღეს მო­ტა­ნილ სა­ბავ­შვო ეტლს და ჩვი­ლის სას­წორს გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და ენა­ჩა­ვარ­დნი­ლი და არ ვი­ცო­დეთ რა ვქნათ.

რა­ტომ?

არე­უ­ლი ვწერ. ჯერ არ ვარ გონ­ზე და ბო­ლომ­დე არ მჯე­რა, რა მოხ­და".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი..." - ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ტრაგიკულ ამბავს ავრცელებს

"დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი..." - ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ტრაგიკულ ამბავს ავრცელებს

ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტრაგიკულ ამბავს ასაჯაროვებს:

"ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს.

იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო.

ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები.

იმ წამს უკვე მივხვდი რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.

მერე ნელ-ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ქონდა ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხზე დააყენებდნენ.

ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას.

დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე.

ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა.

არც აპარატზე შეერთებამ უშველა.

დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი.

სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ, რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა.

მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.

ჩავედი ქვემოთ.

უცებ ვხედავ ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტიქტით გიჟვით გავეკიდე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთში-მეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.

აქამდე ვიბრძოდი, რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი.

ეხლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო.

ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე.

უბრალოდ რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.

შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი, შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი, რომ დროულად გადაწყვიტო რაც გადასაწყვეტია, მაგრამ კარდონის გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს.

ისევე როგორც ვერ გავიგებ რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე.

გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე, დედა, მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე.

ვერ გავიგებ, რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებული და ენაჩავარდნილი და არ ვიცოდეთ რა ვქნათ.

რატომ?

არეული ვწერ. ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა, რა მოხდა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს