პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
"ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში

რამ­დე­ნი­მე დღეა, რუ­სუ­ლი პრე­სა, შარ­შან და­კა­ვე­ბუ­ლი, სო­ხუ­მე­ლი დევ­ნი­ლის,ოქ­სა­ნა სე­ვას­ტი­დის თე­მის გარ­შე­მო მსჯე­ლობს, რო­მელ­საც 2008 წლის აპ­რილ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ერთი სმს-ს შე­ტო­ბი­ნე­ბის გამო, 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. სე­ვას­ტი­დი, დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ, სოჭ­ში ცხოვ­რობ­და. მას აგ­ვის­ტოს ომამ­დე, 4 თვით ადრე, მისი ქარ­თვე­ლი ნაც­ნო­ბის­გან, თე­მურ ბუს­კა­ძის­გან სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან, - "ოქ­სა­ნა, თქვენ­თან პლატ­ფორ­მა­ზე, მარ­თლა ტან­კე­ბი დგა­ნან?" - სწერ­და მა­შინ ბუს­კა­ძე. "ადრე იდ­გნენ, ახლა არ ვიცი" - უპა­სუ­ხა სე­ვას­ტი­დიმ... შარ­შან ის და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს და სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის მუხ­ლით, და­ა­პა­ტიმ­რეს და სას­ჯელს რუ­სე­თის ცი­ხე­ში იხ­დის, თუმ­ცა, ის ერ­თა­დერ­თი არ არის, ვინც იმ ცი­ხე­შია და ამ მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს.

ოქ­სა­ნა სე­ვას­ტი­დი სო­ხუ­მელ ბერ­ძენ­ზე გა­თხო­ვი­ლი სო­ხუ­მე­ლი რუ­სია. 1994 წლამ­დე, ის დე­და­სა და ბე­ბი­ას­თან ერ­თად, სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. 90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ, ის სოჭ­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. დე­და­მი­სი ვაჭ­რობ­და, ოქ­სა­ნა კი პუ­რის მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და. რო­გორც დე­და­მი­სი, სვეტ­ლა­ნა ამ­ბობს, მას მერე, რაც ოქ­სა­ნას ბერ­ძე­ნი ქმა­რი და­ე­ღუ­პა, ის ქარ­თველ­ზე გა­თხოვ­და, რო­მე­ლიც სოჭ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს... 45 წლის რომ გახ­დე­ბო­და, ის გვა­რის შეც­ვლას აპი­რებ­და, თუმ­ცა ეს ასა­კი მას ცი­ხე­ში შე­უს­რულ­და. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მას პო­ლი­ტი­კა არას­დროს აინ­ტე­რე­სებ­და, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და...

ოჯა­ხი ამ­ბობს, ოქ­სა­ნას თე­მურ ბუს­კა­ძე, მხო­ლოდ ორ­ჯერ ჰყავს ნა­ნა­ხი, - პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ის ენ­გუ­რის ხი­დით ზუგ­დიდ­ში, ახ­ლობ­ლებთნ ერ­თად გა­და­დი­ო­და. მა­შინ ბუს­კა­ძე გა­იც­ნო და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ისიც სო­ხუ­მე­ლი დევ­ნი­ლი იყო და მის მშობ­ლებს ოქ­სა­ნა იც­ნობ­და. იმ დღეს მათ ნომ­რე­ბი გაც­ვა­ლეს... მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა, 2008 წლის ომამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე იყო, ისევ ენ­გუ­რის ხიდ­ზე. ამის შემ­დეგ, მას ბუს­კა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, იმ სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯის მო­წე­რამ­დე არც ჰქო­ნია, თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მხა­რე მას რა მხო­ლოდ ამ ზო­გა­დი მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა­ში კი არა, მათი რა­ო­დე­ნო­ბის დათ­ვლა­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის დად­გე­ნის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"შარ­შან, 2015 წლის, 15 იან­ვარს ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ჩემს შვილს ჰკი­თხეს, თა­ნამ­შრომ­ლობ­და თუ არა ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მას ბუს­კა­ძეს­თან 8 წლის წინ მი­წე­რი­ლი მე­სი­ჯი ანა­ხეს. - ეს იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ იყო, არც კი მახ­სოვს რა დავ­წე­რე და რაც მთა­ვა­რია, ყუ­რა­დღე­ბა არც კი მი­მიქ­ცე­ვია, - უთხრა მათ ჩემ­მა შვილ­მა, მაგ­რამ ის მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს, თან რაც ეცვა, იმ ტა­ნი­სა­მო­სით... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­ვიდ­ნენ ვი­ღა­ცე­ბი და მისი ნო­უთ­ბუ­ქი და ტე­ლე­ფო­ნი წა­ი­ღეს. მთე­ლი ღამე ვე­ლო­დი, მაგ­რამ ის არ მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს, მე მი­ვე­დი, "ეფე­სე­ბე­ში" და ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვა ვთხო­ვე, - სა­დაც "თქვე­ნი შვი­ლი ჯა­შუ­ში­აო", - მი­თხრეს... იქვე წა­ვი­ქე­ცი და გო­ნე­ბა დავ­კარ­გე", - იხ­სე­ნებს ოქ­სა­ნას დედა სვეტ­ლა­ნა პან­ჩენ­კო.

რო­გორც ოქ­სა­ნა სე­ვას­ტი­დის ად­ვო­კა­ტი ივან პავ­ლო­ვი აცხა­დებს, საქ­მე­ში უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა არ­სე­ბობს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა იმ ქარ­თვე­ლით, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­საც მას აბ­რა­ლე­ბენ... ამას­თან, საქ­მე, რომ­ლის გა­მოც სე­ვას­ტი­დის სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლატ­ში სდე­ბენ ბრალს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მთელ­მა სოჭ­მა ნახა და იცო­და, რომ სოჭ­ში მარ­თლაც იდ­გნენ ტან­კე­ბი, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ოდ­ნენ. ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, რუ­სეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არის, "ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი მი­ზე­ზით ადა­მი­ა­ნის­თვის ჯა­შუ­შის იარ­ლი­ყის სტა­ტუ­სის მი­კე­რე­ბა", თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სე­ვას­ტი­დის მდგო­მა­რე­ო­ბა იმან და­ამ­ძი­მა, რომ ის სო­ხუმ­ში გა­ი­ზარ­და, რუ­სულ-ქარ­თულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და ამ­ჟა­მად, ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს.

2016 წლის მარ­ტში, სო­ჭის სა­სა­მარ­თლომ სე­ვას­ტი­დის 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ის ივა­ნო­ვის ოლ­ქის კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დის სას­ჯელს.

რუ­სუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კო­მან­და 29"-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2013-2016 წლებ­ში, ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბი­სა და სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის გამო", მხო­ლოდ კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, რუ­სე­თის ოცზე მეტი მო­ქა­ლა­ქე გა­ა­სა­მარ­თლეს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლია.

იუ­რის­ტე­ბის ცნო­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი შე­თხზუ­ლია. გა­სა­მარ­თლე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბის და­სად­გე­ნად მათ თვე­ე­ბი დას­ჭირ­დათ, თუმ­ცა, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

"კო­მან­და 2-ის" კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2008 წლის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ზავ­ნი­ლი მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გამო, გა­ა­სა­მარ­თლეს ინგა თუ­თი­სა­ნი, რო­მე­ლიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ჯელს ვო­ლოგ­დის კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დის.

ასე­ვე, მა­რი­ნა ჯან­ჯღა­ვა და მა­ნა­ნა კა­პა­ნა­ძე, მათ 2014 წელს, 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს; "კო­მან­და 29-ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი­ვე ბრალ­დე­ბით, კი­დევ ათამ­დე ქარ­თვე­ლი იხ­დის სას­ჯელს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია მათი ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბის დად­გე­ნა­ზე ამ დრომ­დე მუ­შა­ობს.

2016 წლის იან­ვარ­ში, 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს სო­ჭის აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრო­მელს, 60 წლის პეტ­რე პარ­პუ­ლოვს. იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­სა­ვებ­თან, აგ­ვის­ტოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან, 4 წლის შემ­დეგ, 2012 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­პუ­ლო­ვი "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოს გა­ცე­მის ბრალ­დე­ბით" გა­ა­სა­მარ­თლეს.

საქ­მე ის არის, რომ კა­რა­სი­ნი-აბა­ში­ძის ფორ­მატ­ში რუ­სე­თის ცი­ხე­ე­ბი­დან ათამ­დე ქარ­თვე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა, წინ კი­დევ არა­ერ­თი საქ­მეა, პრო­ცე­სი კი, ძალ­ზე რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, - რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში ამ ტი­პის ბრალ­დე­ბით, არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი იხ­დის სას­ჯელს. რუ­სეთ­ში ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "ჯა­შუ­შო­მა­ნი­ის" ახა­ლი ტალ­ღა, 2012-2013 წლებ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და და რუ­სეთთნ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

"კო­მან­და 29-ს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ "ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით", ჯამ­ში, რუ­სე­თის 87 მო­ქა­ლა­ქე იქნა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. უმ­რავ­ლე­სო­ბის საქ­მის დე­ტა­ლე­ბი და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი ამ დრომ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

(მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

"ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში

"ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში

რამდენიმე დღეა, რუსული პრესა, შარშან დაკავებული, სოხუმელი დევნილის, ოქსანა სევასტიდის თემის გარშემო მსჯელობს, რომელსაც 2008 წლის აპრილში, საქართველოში გაგზავნილი ერთი სმს-ს შეტობინების გამო, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სევასტიდი, დევნილობის შემდეგ, სოჭში ცხოვრობდა. მას აგვისტოს ომამდე, 4 თვით ადრე, მისი ქართველი ნაცნობისგან, თემურ ბუსკაძისგან სმს შეტყობინებას ედავებიან, - "ოქსანა, თქვენთან პლატფორმაზე, მართლა ტანკები დგანან?" - სწერდა მაშინ ბუსკაძე. "ადრე იდგნენ, ახლა არ ვიცი" - უპასუხა სევასტიდიმ... შარშან ის დაკითხვაზე დაიბარეს და სახელმწიფო ღალატის მუხლით, დააპატიმრეს და სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვინც იმ ციხეშია და ამ მუხლით გაასამართლეს.

ოქსანა სევასტიდი სოხუმელ ბერძენზე გათხოვილი სოხუმელი რუსია. 1994 წლამდე, ის დედასა და ბებიასთან ერთად, სოხუმში ცხოვრობდა. ადგილობრივი რუსულ-ქართული სკოლა დაამთავრა. 90-იანი წლების ომის შემდეგ, ის სოჭში წავიდა საცხოვრებლად. დედამისი ვაჭრობდა, ოქსანა კი პურის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. როგორც დედამისი, სვეტლანა ამბობს, მას მერე, რაც ოქსანას ბერძენი ქმარი დაეღუპა, ის ქართველზე გათხოვდა, რომელიც სოჭში ცხოვრობს და მუშაობს... 45 წლის რომ გახდებოდა, ის გვარის შეცვლას აპირებდა, თუმცა ეს ასაკი მას ციხეში შეუსრულდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, მას პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, თუმცა, სოციალური ქსელებით სარგებლობდა...

ოჯახი ამბობს, ოქსანას თემურ ბუსკაძე, მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი, - პირველად, როდესაც ის ენგურის ხიდით ზუგდიდში, ახლობლებთნ ერთად გადადიოდა. მაშინ ბუსკაძე გაიცნო და გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ ისიც სოხუმელი დევნილი იყო და მის მშობლებს ოქსანა იცნობდა. იმ დღეს მათ ნომრები გაცვალეს... მომდევნო შეხვედრა, 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე იყო, ისევ ენგურის ხიდზე. ამის შემდეგ, მას ბუსკაძესთან ურთიერთობა, იმ სატელეფონო მესიჯის მოწერამდე არც ჰქონია, თუმცა, რუსული მხარე მას რა მხოლოდ ამ ზოგადი მესიჯის გაგზავნაში კი არა, მათი რაოდენობის დათვლასა და მიმართულების დადგენის მცდელობაში ადანაშაულებს.

"შარშან, 2015 წლის, 15 იანვარს ჩვენთან მოვიდნენ სამართალდამცავები და ჩემს შვილს ჰკითხეს, თანამშრომლობდა თუ არა ქართულ სპეცსამსახურებთან, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მას ბუსკაძესთან 8 წლის წინ მიწერილი მესიჯი ანახეს. - ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, არც კი მახსოვს რა დავწერე და რაც მთავარია, ყურადღება არც კი მიმიქცევია, - უთხრა მათ ჩემმა შვილმა, მაგრამ ის მაინც წაიყვანეს, თან რაც ეცვა, იმ ტანისამოსით... მოგვიანებით, მოვიდნენ ვიღაცები და მისი ნოუთბუქი და ტელეფონი წაიღეს. მთელი ღამე ველოდი, მაგრამ ის არ მოვიდა. მეორე დღეს, მე მივედი, "ეფესებეში" და ვითარებაში გარკვევა ვთხოვე, - სადაც "თქვენი შვილი ჯაშუშიაო", - მითხრეს... იქვე წავიქეცი და გონება დავკარგე", - იხსენებს ოქსანას დედა სვეტლანა პანჩენკო.

როგორც ოქსანა სევასტიდის ადვოკატი ივან პავლოვი აცხადებს, საქმეში უამრავი დარღვევა არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არავინ ინტერესდება იმ ქართველით, რომელთან თანამშრომლობასაც მას აბრალებენ... ამასთან, საქმე, რომლის გამოც სევასტიდის სახელმწიფოს ღალატში სდებენ ბრალს, არასერიოზულია თუნდაც იმიტომ, რომ მთელმა სოჭმა ნახა და იცოდა, რომ სოჭში მართლაც იდგნენ ტანკები, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით მიდიოდნენ. ეს გასაიდუმლოებული არავისთვის ყოფილა.

ადვოკატის თქმით, რუსეთში ჩვეულებრივი რამ არის, "ჰაერიდან მოტანილი მიზეზით ადამიანისთვის ჯაშუშის იარლიყის სტატუსის მიკერება", თუმცა, ამ შემთხვევაში, სევასტიდის მდგომარეობა იმან დაამძიმა, რომ ის სოხუმში გაიზარდა, რუსულ-ქართულ სკოლაში სწავლობდა და ამჟამად, ქართველი მეუღლე ჰყავს.

2016 წლის მარტში, სოჭის სასამართლომ სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის ივანოვის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია "კომანდა 29"-ს მონაცემებით, 2013-2016 წლებში, ანალოგიური ბრალდებით, "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის გამო", მხოლოდ კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ოცზე მეტი მოქალაქე გაასამართლეს, მათი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.

იურისტების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეები შეთხზულია. გასამართლებულთა ვინაობის დასადგენად მათ თვეები დასჭირდათ, თუმცა, ზუსტი ინფორმაციის მიღება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხეს.

"კომანდა 2-ის" კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2008 წლის პერიოდში, საქართველოში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, გაასამართლეს ინგა თუთისანი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, სასჯელს ვოლოგდის კოლონიაში იხდის.

ასევე, მარინა ჯანჯღავა და მანანა კაპანაძე, მათ 2014 წელს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; "კომანდა 29-ის" ინფორმაციით, იგივე ბრალდებით, კიდევ ათამდე ქართველი იხდის სასჯელს, მაგრამ აღნიშნული ორგანიზაცია მათი ზუსტი მონაცემების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობს.

2016 წლის იანვარში, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სოჭის აეროპორტის თანამშრომელს, 60 წლის პეტრე პარპულოვს. იგი საქართველოში ნათესავებთან, აგვისტოს ომის დასრულებიდან, 4 წლის შემდეგ, 2012 წელს იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, პარპულოვი "სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდებით" გაასამართლეს.

საქმე ის არის, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში რუსეთის ციხეებიდან ათამდე ქართველი გაათავისუფლეს. თუმცა, წინ კიდევ არაერთი საქმეა, პროცესი კი, ძალზე რთულად მიმდინარეობს, - რუსეთის ციხეებში ამ ტიპის ბრალდებით, არაერთი ქართველი იხდის სასჯელს. რუსეთში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ "ჯაშუშომანიის" ახალი ტალღა, 2012-2013 წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და რუსეთთნ ურთიერთობის დალაგების სურვილი გამოთქვა.

"კომანდა 29-ს" ინფორმაციით, 2010 წლიდან, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ "ჯაშუშობის ბრალდებით", ჯამში, რუსეთის 87 მოქალაქე იქნა გასამართლებული. უმრავლესობის საქმის დეტალები და პირადი მონაცემები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(მასალის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე