საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი წლიდან გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება
მომავალი წლიდან გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება

საწ­ვავ­თან ერ­თად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზე­თე­ბის ფა­სიც გა­იზ­რდე­ბა, - აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კუ­რი პორ­ტა­ლი "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც Bpn.ge წერს, მთავ­რო­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი არა მარ­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და საწ­ვავ­ზე, არა­მედ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­თებ­ზეც გა­იზ­რდე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ზე­თებ­ზე აქ­ცი­ზი 400-დან 800 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

"2017 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ნავ­თო­ბპ­რო­დუქტზე და ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის საწ­ვა­ვად გა­მო­ყე­ნე­ბულ ბუ­ნებ­რივ აირ­ზე, აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თე­ბი გა­იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ: 1 ტონა ბენ­ზინ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი იზ­რდე­ბა 250 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე, 1 ტონა დი­ზელ­ზე - 150 ლა­რი­დან 400 ლა­რამ­დე, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის საწ­ვა­ვად გა­მო­ყე­ნე­ბულ 1000 მ3 ბუ­ნებ­რივ აირ­ზე 80-დან 200 ლა­რამ­დე, ხოლო ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­თებ­ზე 400-დან 800 ლა­რამ­დე," - ნათ­ქვა­მია სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

"ეკოტ­რან­სპორტცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­სილ ურუ­შა­ძე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ აქ­ცი­ზის ზრდა პრო­დუქ­ტის ფას­ზეც აი­სა­ხე­ბა და სა­ზეთ­სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 10-15%-ით გაძ­ვირ­დე­ბა.

"იმ­პორ­ტი­ო­რი და დის­ტრი­ბუ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არა მგო­ნია დიდი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ, უბ­რა­ლოდ მო­უ­წევთ ფა­სის გაზ­რდა. რაც სა­ბო­ლო­ოდ პრო­დუქ­ტის სა­ცა­ლო თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. მე­ო­რე მხრივ, შე­იძ­ლე­ბა უფრო და­ბა­ლი სა­ზეთ­სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდეს. ეს კი ცუ­დია, რად­გან და­ბა­ლი ხა­რის­ხის ზე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კურ გა­უ­მარ­თა­ო­ბას იწ­ვევს, რაც სა­ბო­ლო­ოდ, ეკო­ლო­გი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ურუ­შა­ძემ.

ავ­ტო­ექ­სპერ­ტი ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­როა გან­მარ­ტე­ბა - აქ­ცი­ზი იზ­რდე­ბა 1 ტო­ნა­ზე თუ 100 ლიტრ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზეთ­ზე. სწო­რედ ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნით გაძ­ვირ­დე­ბა პრო­დუქ­ცია. მი­სი­ვე თქმით, თუ აქ­ცი­ზი 1 ტონა ზეთ­ზე 800 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, თა­ვად ლიტ­რი ზე­თის სა­ფა­სუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით, 80 თეთ­რით ან 1 ლა­რით მო­ი­მა­ტებს.

ბეჟაშ­ვი­ლი მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად, ალ­ბათ, კონ­ტრა­ბან­დაც იჩენს თავს. გარ­და ამი­სა, თა­ვად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ძებ­ნი­ან ია­ფ­ფა­სი­ან ზეთს, ზოგი არ გა­მოც­ვლის ზეთს, რად­გან ძვი­რი ეღი­რე­ბა, რაც გა­რე­მო პი­რო­ბებს უფრო მე­ტად და­ა­ბინ­ძუ­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მომავალი წლიდან გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება

მომავალი წლიდან გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება

საწვავთან ერთად საავტომობილო ზეთების ფასიც გაიზრდება, - აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც Bpn.ge წერს, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მომავალი წლიდან აქციზის გადასახადი არა მარტო ავტომობილებსა და საწვავზე, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება. კანონპროექტის მიხედვით, ზეთებზე აქციზი 400-დან 800 ლარამდე გაიზრდება.

"2017 წლის 1-ელი იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთები გაიზრდება. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე," - ნათქვამია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში.

"ეკოტრანსპორტცენტრის" ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აქციზის ზრდა პროდუქტის ფასზეც აისახება და საზეთსაპოხი მასალები დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდება.

"იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები არა მგონია დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, უბრალოდ მოუწევთ ფასის გაზრდა. რაც საბოლოოდ პროდუქტის საცალო თვითღირებულებაზე აისახება. მეორე მხრივ, შეიძლება უფრო დაბალი საზეთსაპოხი მასალების მოთხოვნა გაჩნდეს. ეს კი ცუდია, რადგან დაბალი ხარისხის ზეთების გამოყენება პერიოდულად ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობას იწვევს, რაც საბოლოოდ, ეკოლოგიაზე უარყოფითად აისახება," - განაცხადა ურუშაძემ.

ავტოექსპერტი ზურაბ ბეჟაშვილი კი აღნიშნავს, რომ საჭიროა განმარტება - აქციზი იზრდება 1 ტონაზე თუ 100 ლიტრ საავტომობილო ზეთზე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენით გაძვირდება პროდუქცია. მისივე თქმით, თუ აქციზი 1 ტონა ზეთზე 800 ლარამდე გაიზრდება, თავად ლიტრი ზეთის საფასური დაახლოებით, 80 თეთრით ან 1 ლარით მოიმატებს.

ბეჟაშვილი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარკვეულწილად, ალბათ, კონტრაბანდაც იჩენს თავს. გარდა ამისა, თავად მოქალაქეები მოძებნიან იაფფასიან ზეთს, ზოგი არ გამოცვლის ზეთს, რადგან ძვირი ეღირება, რაც გარემო პირობებს უფრო მეტად დააბინძურებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი