პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟოზე "ტოიტა პრადოთი" 5.1 კგ ოქროს ზოდები შემოჰქონდა
დაკავებულია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟოზე "ტოიტა პრადოთი" 5.1 კგ ოქროს ზოდები შემოჰქონდა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვარ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ოქ­როს ზო­დე­ბის უკა­ნო­ნოდ გად­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე ერთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა, - აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, 2016 წლის 5 დე­კემ­ბერს, სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის, "წი­თე­ლი ხი­დის" გავ­ლით გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, რა დრო­საც, მისი მარ­თვის ქვეშ მყოფ "TOYOTA PRADO"-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში აღ­მო­აჩ­ნდა დეკ­ლა­რი­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, 288 265 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 5.1 კი­ლოგ­რა­მის ოდე­ნო­ბის ოქ­როს ზო­დე­ბი.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით, უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 214-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 5-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დაკავებულია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟოზე "ტოიტა პრადოთი" 5.1 კგ ოქროს ზოდები შემოჰქონდა

დაკავებულია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟოზე "ტოიტა პრადოთი" 5.1 კგ ოქროს ზოდები შემოჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა, - აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ "TOYOTA PRADO"-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები.

"საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"გამოძიება მიდის, ვფიქრობ, მალე დასრულდება" - შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმეზე და გარდაცვლილი პროგრამისტის დედის პასუხი

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს