პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაგდებული" ცნობილები, ანუ როგორ ტოვებენ უხელფასოდ ქართველ სელებრითებს
"გადაგდებული" ცნობილები, ანუ როგორ ტოვებენ უხელფასოდ ქართველ სელებრითებს

არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ დამ­ქი­რა­ვებლს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ემსხვერ­პლა. მათ შო­რის არი­ან ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბიც, რომ­ლებ­საც კუთ­ვნი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბა, სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ან დიდი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ უწევთ.

ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი

მსა­ხი­ო­ბი ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი სულ ცოტა ხნის წინ გახ­და. მას ნინო ჩხე­ი­ძის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წამ­ყვა­ნო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა ჩა­წე­რა და კუთ­ვნი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა დღემ­დე არ მი­უ­ღია. ზუ­ზუმ ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ ფაქ­ტზე არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა. "არ ამი­ღია ის თან­ხა. მო­მა­ტყუა ვინ­მე გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მას აკე­თებ­და "აფხა­ზე­თის ხმა­ზე", ჩემს გარ­და, თურ­მე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლი" - გვი­თხრა ზუ­ზუმ.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

"ადრე უფრო ხში­რად ვხდე­ბო­დი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი, ახლა ცოტა მო­წეს­რიგ­და ჩვენს სფე­რო­ში ეს სა­კი­თხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა ერთი შემ­თხვე­ვა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კა­ხეთ­ში ღია ცის ქვეშ ტარ­დე­ბო­და ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტი. დაგ­ვი­კავ­შირ­და ერთ-ერთი რე­ჟი­სო­რი, რომ­ლის გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მე და მომ­ღერ­ლებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზა გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პი­რო­ბე­ბი და წა­ვე­დით კა­ხეთ­ში. როცა კონ­ცერ­ტი დას­რულ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი აღარ იყო იქ, გა­ი­პარ­ნენ და დავ­რჩით მშივ­რე­ბი, ტრან­სპორ­ტის გა­რე­შე ახა­ლი წლის ღა­მეს კა­ხეთ­ში. დიდი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა ამ ფაქტს, სახ­ლში მი­დი­ოდ­ნენ მას­თან ფუ­ლის ასა­ღე­ბად, ზოგს კლი­პი გა­და­უ­ღო უფა­სოდ და ა.შ. ახლა და­რე­გუ­ლირ­და ცოტა ეს სა­კი­თხი, კონ­ტრაქ­ტე­ბი ფორმ­დე­ბა და თან­ხის ნა­წილს წი­ნას­წარ მი­რი­ცხა­ვენ".

მი­რი­ან ჯე­ჯე­ლა­ვა - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი

"ხში­რად იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რის დრო­უ­ლად აღე­ბა­ზე. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად ვერ­ცერთ ფაქტს ვერ გა­მოვ­ყოფ. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებთ კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბის­გან, ყვე­ლას გვე­ზა­რე­ბა და ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ დრო­უ­ლად ვერ ვი­ღებთ თან­ხას. არ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ სა­ბო­ლო­ოდ არ მი­მე­ღოს კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ დიდი ხნის გას­ვლის შემ­დეგ მიხ­დი­ან. კონ­ტრაქ­ტებს რომ ვა­ფორ­მებ­დეთ, სა­მარ­თლებ­რი­ვად მო­ვე­და­ვე­ბით", - ამ­ბობს მიკი ჯე­ჯე­ლა­ვა.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი

მსა­ხი­ობ­მა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვი­დე­ორ­გო­ლი გა­ავ­რცე­ლა, სა­ი­და­ნაც გა­ირ­კვა, რომ "ჯი დი ეს"-ზე მას და რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობს, სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ კუთ­ვნილ ჰო­ნო­რარს არ ური­ცხავ­დნენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ნან­კას "ჯი დი ეს"-მა კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რი და­უ­რი­ცხა. "ის თან­ხა სრუ­ლი­ად დაგ­ვი­ფა­რეს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას და­უგ­ვი­ა­ნონ გა­დახ­და, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნუ­რი. აქ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო არას­წო­რი და ამი­ტომ გა­ვავ­რცე­ლე ის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა".

მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი

დამ­ქი­რა­ვებ­ლის მხრი­დან სიც­რუ­ის მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლიც გახ­და. მას "რუს­თა­ვი 2" კუთ­ვნილ ჰო­ნო­რარს 6 თვის მან­ძილ­ზე არ უხ­დი­და. ამის შე­სა­ხებ, მა­ნა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და­წე­რა და "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლომ" ხელ­ფა­სი სტა­ტუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­უ­რი­ცხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნა­ნას და "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მას შემ­დეგ აღარ გაგ­რძელ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"გადაგდებული" ცნობილები, ანუ როგორ ტოვებენ უხელფასოდ ქართველ სელებრითებს

"გადაგდებული" ცნობილები, ანუ როგორ ტოვებენ უხელფასოდ ქართველ სელებრითებს

არაკეთილსინდისიერ დამქირავებლს არაერთი ადამიანის საქმიანი ინტერესები ემსხვერპლა. მათ შორის არიან ქართველი სელებრითებიც, რომლებსაც კუთვნილი ანაზღაურების მიღება, სხვადასხვა მეთოდებით ან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ უწევთ.

ზუზუ ბეჟაშვილი - მსახიობი

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი თაღლითობის მსხვერპლი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მას ნინო ჩხეიძის ტელევიზიაში წამყვანობა შესთავაზეს, რამდენიმე გადაცემა ჩაწერა და კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ მიუღია. ზუზუმ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მაგრამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. "არ ამიღია ის თანხა. მომატყუა ვინმე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც გადაცემას აკეთებდა "აფხაზეთის ხმაზე", ჩემს გარდა, თურმე ბევრი ადამიანი ჰყავს მოტყუებული" - გვითხრა ზუზუმ.

თამუნა მუსერიძე - ტელეწამყვანი

"ადრე უფრო ხშირად ვხდებოდი მოტყუებული, ახლა ცოტა მოწესრიგდა ჩვენს სფეროში ეს საკითხი. განსაკუთრებით ცუდად მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე წლის წინ, კახეთში ღია ცის ქვეშ ტარდებოდა ახალი წლის კონცერტი. დაგვიკავშირდა ერთ-ერთი რეჟისორი, რომლის გვარსაც შეგნებულად არ დავასახელებ, მე და მომღერლებს შემოგვთავაზა გარკვეული სახის პირობები და წავედით კახეთში. როცა კონცერტი დასრულდა, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ორგანიზატორი აღარ იყო იქ, გაიპარნენ და დავრჩით მშივრები, ტრანსპორტის გარეშე ახალი წლის ღამეს კახეთში. დიდი ამბავი მოჰყვა ამ ფაქტს, სახლში მიდიოდნენ მასთან ფულის ასაღებად, ზოგს კლიპი გადაუღო უფასოდ და ა.შ. ახლა დარეგულირდა ცოტა ეს საკითხი, კონტრაქტები ფორმდება და თანხის ნაწილს წინასწარ მირიცხავენ".

მირიან ჯეჯელავა - ტელეწამყვანი, მსახიობი

"ხშირად იქმნება პრობლემები კუთვნილი ჰონორარის დროულად აღებაზე. თუმცა, კონკრეტულად ვერცერთ ფაქტს ვერ გამოვყოფ. სამწუხაროდ, ყოველთვის თავს ვიკავებთ კონტრაქტების გაფორმებისგან, ყველას გვეზარება და ეს არის იმის მიზეზი, რომ დროულად ვერ ვიღებთ თანხას. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საბოლოოდ არ მიმეღოს კუთვნილი ჰონორარი, მაგრამ ზოგჯერ დიდი ხნის გასვლის შემდეგ მიხდიან. კონტრაქტებს რომ ვაფორმებდეთ, სამართლებრივად მოვედავებით", - ამბობს მიკი ჯეჯელავა.

ნანკა კალატოზიშვილი - მსახიობი

მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა რამდენიმე თვის წინ ვიდეორგოლი გაავრცელა, საიდანაც გაირკვა, რომ "ჯი დი ეს"-ზე მას და რამდენიმე მსახიობს, სერიალში გადაღების სანაცვლოდ კუთვნილ ჰონორარს არ ურიცხავდნენ. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ნანკას "ჯი დი ეს"-მა კუთვნილი ჰონორარი დაურიცხა. "ის თანხა სრულიად დაგვიფარეს. შეიძლება ვიღაცას დაუგვიანონ გადახდა, მაგრამ დამოკიდებულება იყოს ადამიანური. აქ დამოკიდებულება იყო არასწორი და ამიტომ გავავრცელე ის ვიდეომიმართვა".

მანანა აბრამიშვილი - მსახიობი

დამქირავებლის მხრიდან სიცრუის მსხვერპლი რამდენიმე თვის წინ მსახიობი მანანა აბრამიშვილიც გახდა. მას "რუსთავი 2" კუთვნილ ჰონორარს 6 თვის მანძილზე არ უხდიდა. ამის შესახებ, მანანამ სოციალურ ქსელშიც დაწერა და "დილა მშვიდობისა საქართველომ" ხელფასი სტატუსის გავრცელების შემდეგ ჩაურიცხა. აღსანიშნავია, რომ მანანას და "რუსთავი 2"-ის თანამშრომლობა მას შემდეგ აღარ გაგრძელდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი