პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქირურგი, რომელმაც იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა
ქართველი ქირურგი, რომელმაც იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თველ­მა ქი­რურ­გმა, ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ, პირ­და­პირ ეთერ­ში ცო­ცხა­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ჩა­ა­ტა­რა კა­ტა­რაქ­ტის ულტრაბ­გე­რი­თი ოპე­რა­ცია, ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის გა­და­ნერგვით. პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ ომი­ა­ძე, 23-26 ნო­ემ­ბერს, იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ რომ­ში გა­მარ­თულ იტა­ლი­ის ოფ­თალ­მო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის 96-ე კონ­გრეს­ზე, იტა­ლი­უ­რი მხა­რის მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გარ­და, იტა­ლი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ან­ჯე­ლი­ნო ალ­ფა­ნოც იყო. კონ­გრე­სის მი­ზა­ნია უახ­ლე­სი ტე­ქო­ნო­ლო­გი­ე­ბის გაც­ნო­ბა და მეც­ნი­ე­რუ­ლი წინსვლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

მი­ხე­ილ ომი­ა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის თვა­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვა­ლის სნე­უ­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია და ამ­ჯე­რად სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დე­მონ­სტრი­რე­ბა ევ­რო­პე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე მო­უ­წია, პირ­და­პირ ეთერ­ში და უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი­სა­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბიც მი­ი­ღო. ხოლო თა­ვად ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა მა­თეო პი­ო­ვე­ლამ მას უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბის ქი­რურ­გი უწო­და.

სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მიერ და­გეგ­მილ კონ­გრე­სებ­ზე, "ცო­ცხალ ქი­რურ­გი­ა­ში", აქამ­დე არ­ცერთ ოფ­თალ­მო­ლოგს, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, რას გუ­ლის­ხმობს "ცო­ცხა­ლი ქი­რურ­გია" და რა­ტომ შე­ა­ჩე­რა იტა­ლი­ის ოფ­თალ­მო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზე?

- ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ მიერ გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა ევ­რო­პის ოფ­თალ­მო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, იმ­ყო­ფე­ბო­და იტა­ლი­ის ოფ­თალ­მო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მა­თეო პი­ო­ვე­ლა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლე­ბე­ში სხვა ქარ­თველ­მა ოფ­თალ­მო­ლო­გებ­მაც ჩა­ა­ტა­რეს ოპე­რა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ იტა­ლი­ის მხა­რეს ალ­ბათ ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო მო­ე­წო­ნა და მენ­დნენ. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ჩა­ვა­ტა­რე ოთხი ოპე­რა­ცია, რომ­ლის დრო­საც ქი­რურგს უკე­თია ყურ­სას­მე­ნე­ბი, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ხსნის თი­თო­ე­ულ მოქ­მე­დე­ბას და პა­სუ­ხობს აუ­დი­ტო­რი­ის შე­კი­თხვებს.

რო­დე­საც იტა­ლი­ის ოფ­თალ­მო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის­გან მი­ვი­ღე მიწ­ვე­ვა და გა­და­ვუგ­ზავ­ნე ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტი, ბო­ლომ­დე არ მჯე­რო­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის, მაგ­რამ კონ­გრე­სის და­წყე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე მო­მი­ვი­და დას­ტუ­რი, რომ და­ნარ­ჩენ კან­დი­და­ტებს შო­რის, არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე შე­ჩერ­და. მო­მე­ცა უნი­კა­ლუ­რი შან­სი, გა­მე­კე­თე­ბი­ნა ოპე­რა­ცია ევ­რო­პის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, რომ­ლის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბაც მოხ­და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ხოლო მე­ო­რე დღეს მოხ­სე­ნე­ბით წარვსდე­ქი იმა­ვე აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე.

- რო­გო­რი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღეთ კო­მი­სი­ის მხრი­დან და თა­ვად რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით სა­კუ­თარ გა­მოს­ვლას?

- შე­ფა­სე­ბა და­დე­ბი­თი იყო, არც მე ვარ უკ­მა­ყო­ფი­ლო, მაგ­რამ რაც არ უნდა გა­მოც­დი­ლი ქი­რურ­გი იყო, ღელ­ვა ძა­ლი­ან დი­დია. რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. სა­ო­პე­რა­ციო უცხო იყო, მიკ­როს­კო­პი - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, საქ­მე "ცო­ცხალ ქი­რურ­გი­ას" ეხე­ბო­და. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ ამ დროს აუ­დი­ტო­რი­ას პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი აქვს შენ­თან. ეს იმ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ცე­სია, რომ აშშ-ში აკ­რძა­ლეს ოპე­რა­ცი­ის დროს ქი­რურ­გსა და აუ­დი­ტო­რი­ას შო­რის კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი. იქ, ამ როლს, მე­დი­ა­ტო­რი ირ­გებს. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­ში დღემ­დე მი­ღე­ბუ­ლი მე­თო­დია. ღელ­ვა დიდი იყო, მაგ­რამ ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, რაც მთა­ვა­რია, პა­ცი­ენ­ტი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. ეს გახ­ლდათ 76 წლის ჯუ­ზე­პე ტო­მა­ზე­ლი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხა­სი­ათ­ზე იყო და უამ­რა­ვი მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რა­ტომ არის სა­ჭი­რო ჩა­ტარ­დეს ოპე­რა­ცი­ე­ბი აუ­დი­ტო­რი­ის დას­წრე­ბით?

- "ცო­ცხალ ქი­რურ­გი­ას" სულ სხვა დატ­ვირ­თვა აქვს, ვიდ­რე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ყუ­რე­ბას. დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან კარ­გია, აუ­დი­ტო­რი­ას დას­წრე­ბის ეფექ­ტი აქვს, გრძნობს თუ რა ეტაპ­ზე რა პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა ქი­რურგს. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, მხატ­ვრუ­ლი და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი რომ შე­ვა­და­როთ ერ­თმა­ნეთს.

- რამ­დე­ნად კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­გრე­სი?

- ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ასო­ცი­ა­ცი­ამ რთუ­ლი მი­სია აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. ბევ­რი სტუ­მა­რი იყო მოხ­სე­ნე­ბით და ჩა­ტარ­და თხუთ­მე­ტი ოპე­რა­ცია. სხვა­დას­ხვა დარ­ბა­ზე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ჩარ­თვე­ბი, რო­გორც კი მთავ­რდე­ბო­და ერთი ოპე­რა­ცია, მა­შინ­ვე იწყე­ბო­და მე­ო­რე. ერთი შე­ფერ­ხე­ბაც არ ყო­ფი­ლა. დაგ­ვახ­ვედ­რეს უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ე­ბი. თი­თო­ე­ულ ქი­რურგს მი­მაგ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და 10-12 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც ოპე­რა­ცი­ის შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩა­ტა­რე­ბა-ტრანსლი­რე­ბა უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ. ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა გვქონ­და შექ­მნი­ლი ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად.

- უახ­ლე­სი ტექ­ნი­კა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ახ­სე­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ევ­რო­პის სტან­დარტს ვუ­ტოლ­დე­ბით, იგი­ვე ოფ­თალ­მო­ლოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მხრივ?

- ანა­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მხო­ლოდ მო­დე­ლე­ბია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ თვალ­საზ­რით ჩვენს კლი­ნი­კა­ში პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოფ­თა­ლო­მო­გი­ა­ში, ზუს­ტად ისე­თი­ვე დო­ნეა, რაც ევ­რო­პის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში, გნე­ბავთ აპა­რა­ტუ­რის და გნე­ბავთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრივ.

ნინა მა­მუ­კა­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რად იტა­ლი­ი­დან AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ქართველი ქირურგი, რომელმაც იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

ქართველი ქირურგი, რომელმაც იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

პირველად ქართული ოფთალმოლოგიის ისტორიაში ქართველმა ქირურგმა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, პირდაპირ ეთერში ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ჩაატარა კატარაქტის ულტრაბგერითი ოპერაცია, ხელოვნური ბროლის გადანერგვით. პროფესორი მიხეილ ომიაძე, 23-26 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის 96-ე კონგრესზე, იტალიური მხარის მიწვევით იმყოფებოდა. ღონისძიებას წამყვანი სპეციალისტების გარდა, იტალიის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალფანოც იყო. კონგრესის მიზანია უახლესი ტექონოლოგიების გაცნობა და მეცნიერული წინსვლისა და პროფესიული მიღწევების გაზიარება.

მიხეილ ომიაძეს საქართველოს სამედიცინო წრეებში კარგად იცნობენ. ის თვალის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ამჯერად საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირება ევროპელი აუდიტორიის წინაშე მოუწია, პირდაპირ ეთერში და უცხოელი კოლეგებისაგან დადებითი შეფასებებიც მიიღო. ხოლო თავად ასოციაციის პრეზიდენტმა მათეო პიოველამ მას უდიდესი გამოცდილების ქირურგი უწოდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპული ასოციაციების მიერ დაგეგმილ კონგრესებზე, "ცოცხალ ქირურგიაში", აქამდე არცერთ ოფთალმოლოგს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მონაწილეობა არ მიუღია.

- ბატონო მიხეილ, რას გულისხმობს "ცოცხალი ქირურგია" და რატომ შეაჩერა იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციამ არჩევანი თქვენზე?

- ივნისში, საქართველოში ჩვენ მიერ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, იმყოფებოდა იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მათეო პიოველა. ღონისძიების ფარგლებეში სხვა ქართველმა ოფთალმოლოგებმაც ჩაატარეს ოპერაციები, მაგრამ იტალიის მხარეს ალბათ ჩემ მიერ შესრულებული სამუშაო მოეწონა და მენდნენ. ამ კონფერენციის ფარგლებში პირდაპირ ეთერში აუდიტორიის წინაშე ჩავატარე ოთხი ოპერაცია, რომლის დროსაც ქირურგს უკეთია ყურსასმენები, პარალელურ რეჟიმში ხსნის თითოეულ მოქმედებას და პასუხობს აუდიტორიის შეკითხვებს.

როდესაც იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის საორგანიზაციო კომიტეტისგან მივიღე მიწვევა და გადავუგზავნე ყველა საჭირო დოკუმენტი, ბოლომდე არ მჯეროდა დადებითი პასუხის, მაგრამ კონგრესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მომივიდა დასტური, რომ დანარჩენ კანდიდატებს შორის, არჩევანი ჩემზე შეჩერდა. მომეცა უნიკალური შანსი, გამეკეთებინა ოპერაცია ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში, რომლის პირდაპირი ტრანსლირებაც მოხდა კონფერენციაზე. ხოლო მეორე დღეს მოხსენებით წარვსდექი იმავე აუდიტორიის წინაშე.

- როგორი შეფასება მიიღეთ კომისიის მხრიდან და თავად როგორ შეაფასებდით საკუთარ გამოსვლას?

- შეფასება დადებითი იყო, არც მე ვარ უკმაყოფილო, მაგრამ რაც არ უნდა გამოცდილი ქირურგი იყო, ღელვა ძალიან დიდია. რთულია უცხო ქვეყანაში ოპერაციის ჩატარება. საოპერაციო უცხო იყო, მიკროსკოპი - განსხვავებული, მით უმეტეს, საქმე "ცოცხალ ქირურგიას" ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ ამ დროს აუდიტორიას პირდაპირი კონტაქტი აქვს შენთან. ეს იმდენად რთული პროცესია, რომ აშშ-ში აკრძალეს ოპერაციის დროს ქირურგსა და აუდიტორიას შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი. იქ, ამ როლს, მედიატორი ირგებს. თუმცა, საქართველოსა და ევროპაში დღემდე მიღებული მეთოდია. ღელვა დიდი იყო, მაგრამ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რაც მთავარია, პაციენტი კმაყოფილი დარჩა. ეს გახლდათ 76 წლის ჯუზეპე ტომაზელი, რომელიც ოპერაციის შემდეგ არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო და უამრავი მადლობა გადამიხადა.

- ბატონო მიხეილ, რას ემსახურება მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რატომ არის საჭირო ჩატარდეს ოპერაციები აუდიტორიის დასწრებით?

- "ცოცხალ ქირურგიას" სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დამონტაჟებული ოპერაციის ყურებას. დარგის განვითარებისთვის ეს მეთოდი ძალიან კარგია, აუდიტორიას დასწრების ეფექტი აქვს, გრძნობს თუ რა ეტაპზე რა პრობლემები ექმნება ქირურგს. ეს დაახლოებით იგივეა, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი რომ შევადაროთ ერთმანეთს.

- რამდენად კარგად იყო ორგანიზებული კონგრესი?

- ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ასოციაციამ რთული მისია აიღო საკუთარ თავზე. ბევრი სტუმარი იყო მოხსენებით და ჩატარდა თხუთმეტი ოპერაცია. სხვადასხვა დარბაზებიდან მიმდინარეობა ჩართვები, როგორც კი მთავრდებოდა ერთი ოპერაცია, მაშინვე იწყებოდა მეორე. ერთი შეფერხებაც არ ყოფილა. დაგვახვედრეს უმაღლესი ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციოები. თითოეულ ქირურგს მიმაგრებული ჰყავდა 10-12 ადამიანი, რომელთაც ოპერაციის შეუფერხებლად ჩატარება-ტრანსლირება უნდა უზრუნველეყოთ. ყველანაირი პირობა გვქონდა შექმნილი ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად.

- უახლესი ტექნიკა და ტექნოლოგიები ახსენეთ, საქართველოს კლინიკებში რა მდგომარეობაა ამ მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის სტანდარტს ვუტოლდებით, იგივე ოფთალმოლოგთა კვალიფიკაციის მხრივ?

- ანალოგიური აპარატურა გვაქვს საქართველოშიც, მხოლოდ მოდელებია განსხვავებული. საბედნიეროდ, ამ თვალსაზრით ჩვენს კლინიკაში პრობლემა არ არსებობს. შეიძლება ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ საქართველოში, ოფთალომოგიაში, ზუსტად ისეთივე დონეა, რაც ევროპის წამყვან კლინიკებში, გნებავთ აპარატურის და გნებავთ სპეციალისტების მხრივ.

ნინა მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი