პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიელი ექიმის თემის გაგრძელება - როგორ მოხვდა დავიდე ვანონი თბილისში და ვინ არიან მისი პაციენტები
იტალიელი ექიმის თემის გაგრძელება - როგორ მოხვდა დავიდე ვანონი თბილისში და ვინ არიან მისი პაციენტები

AMBEBI.GE-ს სტა­ტი­ას - "იტა­ლი­ე­ლი ექი­მის "ქარ­თუ­ლი ავან­ტი­უ­რა" მკი­თხვე­ლის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სტა­ტია ეხე­ბა პრო­ფე­სორ და­ვი­დე ვა­ნო­ნის, რო­მელ­საც იტა­ლი­უ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქვს რო­გორც იტა­ლი­ა­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ, თუმ­ცა თბი­ლი­სის ერთ-ერთ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს და პა­ცი­ენ­ტებ­საც იღებს.

AMBEBI.GE-ს მიერ მოკ­ვლე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვი­დე ვა­ნო­ნი თბი­ლის­ში მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს და პა­ცი­ენ­ტებს მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით იღებს. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩვენ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს. თუმ­ცა, როცა სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, ონ­კო­ლო­გი­ის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლო­ლა­ძე დაგ­ვი­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც და­ვი­დე ვა­ნო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

"ვა­ნო­ნი თა­ვად დაგ­ვი­კავ­შირ­და და ჩვენს კლი­ნი­კა­ში იჯა­რით აიღო ფარ­თი. იტა­ლი­ა­ში მუ­შა­ო­ბა ძვი­რი უჯ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი ფირ­მა თა­ვად ირ­ჩევს პა­ცი­ენ­ტებს, ჩვენ კონ­ტრაქტსაც კი არ ვა­ფორ­მებთ მკურ­ნა­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან. ანა­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებ­ზე ჩვე­ნი კლი­ნი­კაც მუ­შა­ობს და ამი­ტომ მოგ­ვმარ­თა და­ვი­დე ვა­ნო­ნიმ. მისი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი უკე­თე­სია. მას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ჩვე­ნი კლი­ნი­კა დო­ნო­რე­ბის­გან იღებს ძვლის ტვი­ნის უჯრე­დებს და შემ­დეგ ეს უჯრე­დე­ბი შეგვყავს ორ­გა­ნიზ­მში. ჩვენ ვსწავ­ლობთ უჯრე­დის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რად და ვირუ­სუ­ლად რომ არ იყოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი.

- იცო­დით, რომ და­ვი­დე ვა­ნო­ნის იტა­ლი­ა­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც აკ­რძა­ლუ­ლი აქვს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა?

- არ ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ. ჩვენ უბ­რა­ლოდ, ვნა­ხეთ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სტა­ტია, რო­გო­რი მე­თო­დით მკურ­ნა­ლობ­და პა­ცი­ენ­ტებს და გა­დავ­წყვი­ტეთ, თუ კარ­გი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბო­და ჩვენ­თა­ნაც დაგ­ვე­ნერ­გა უჯრე­დე­ბის მომ­ზა­დე­ბის მისი მე­თო­დი.

- რა­ტომ არ მი­მარ­თეთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს?

- სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას ვა­ნო­ნი არ აწარ­მო­ებს, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ჰყავს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, თვი­თონ არის ფირ­მის მე­პატ­რო­ნე და დი­რექ­ტო­რი. ამ კომ­პა­ნი­ას აქვს ჩვენ­თან ფარ­თი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. მე მიკ­ვე­თავს ორ სერ­ვისს - ძვლის ტვი­ნის აღე­ბას და გამ­ზა­დე­ბუ­ლი სუს­პენ­სი­ით ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნას. ამი­ტო­მაც არ მივ­მარ­თეთ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს.

- ბევ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავს?

- უფრო დიდი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ თვე­ში 2-3 პა­ცი­ენ­ტი მი­მარ­თავს და მხო­ლოდ უცხო­ე­ლე­ბი.

- რა­ტომ არ მი­მარ­თა­ვენ ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- ჩემი სურ­ვი­ლი იყო, არ მი­ე­ღო ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი. ეს ისე­თი პრო­ცე­დუ­რაა, რა­საც ხან­გრძლი­ვი დრო სჭირ­დე­ბა, სა­ნამ შე­დეგს ვნა­ხავთ, გა­დავ­წყვი­ტეთ ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არ მი­ე­ღო. 2-3 წელი დას­ჭირ­დე­ბა სა­ბო­ლოო შე­დე­გის ნახ­ვას.

- კურ­ნავს ადა­მი­ა­ნებს მისი მე­თო­დი?

- ნორ­მა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი აქვს. უმ­ძი­მე­სი კონ­ტი­გენ­ტია ნე­ი­რო­დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გან­კურ­ნე­ბის არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვთ. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის დიდი შვე­ბაა სტა­ბი­ლი­ზა­ცია, რო­მელ­საც და­ვი­დე ვა­ნო­ნიმ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბი­სას მი­აღ­წია.

იმის გა­სარ­კვე­ვად, იტა­ლი­ე­ლი ექი­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს თუ არა, AMBEBI.GE ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია მოკ­ვლე­ვა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­კეთ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

იტალიელი ექიმის თემის გაგრძელება - როგორ მოხვდა დავიდე ვანონი თბილისში და ვინ არიან მისი პაციენტები

იტალიელი ექიმის თემის გაგრძელება - როგორ მოხვდა დავიდე ვანონი თბილისში და ვინ არიან მისი პაციენტები

AMBEBI.GE-ს სტატიას - "იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატია ეხება პროფესორ დავიდე ვანონის, რომელსაც იტალიური ტელეკომპანიის ინფორმაციით სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა თბილისის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს და პაციენტებსაც იღებს.

AMBEBI.GE-ს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, დავიდე ვანონი თბილისში მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს და პაციენტებს მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით იღებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, კლინიკის წარმომადგენლებმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა, როცა სტატია გამოქვეყნდა, ონკოლოგიის სამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ლოლაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც დავიდე ვანონის საქმიანობის შესახებ ისაუბრა:

"ვანონი თავად დაგვიკავშირდა და ჩვენს კლინიკაში იჯარით აიღო ფართი. იტალიაში მუშაობა ძვირი უჯდებოდა და ამიტომაც ჩამოვიდა საქართველოში. მისი ფირმა თავად ირჩევს პაციენტებს, ჩვენ კონტრაქტსაც კი არ ვაფორმებთ მკურნალობით დაინტერესებულ პირებთან. ანალოგიურ პროექტებზე ჩვენი კლინიკაც მუშაობს და ამიტომ მოგვმართა დავიდე ვანონიმ. მისი მკურნალობის მეთოდები უკეთესია. მასთან გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, ჩვენი კლინიკა დონორებისგან იღებს ძვლის ტვინის უჯრედებს და შემდეგ ეს უჯრედები შეგვყავს ორგანიზმში. ჩვენ ვსწავლობთ უჯრედის კონცენტრაციას, ბაქტერიოლოგიურად და ვირუსულად რომ არ იყოს დაბინძურებული.

- იცოდით, რომ დავიდე ვანონის იტალიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც აკრძალული აქვს სამედიცინო საქმიანობა?

- არ ვიცოდი ამის შესახებ. ჩვენ უბრალოდ, ვნახეთ მის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია, როგორი მეთოდით მკურნალობდა პაციენტებს და გადავწყვიტეთ, თუ კარგი შედეგები ექნებოდა ჩვენთანაც დაგვენერგა უჯრედების მომზადების მისი მეთოდი.

- რატომ არ მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს?

- სამედიცინო საქმიანობას ვანონი არ აწარმოებს, ქართველი ექიმები ჰყავს დაქირავებული, თვითონ არის ფირმის მეპატრონე და დირექტორი. ამ კომპანიას აქვს ჩვენთან ფართი დაქირავებული. მე მიკვეთავს ორ სერვისს - ძვლის ტვინის აღებას და გამზადებული სუსპენსიით ორგანიზმში შეყვანას. ამიტომაც არ მივმართეთ რეგულირების სააგენტოს.

- ბევრი პაციენტები ჰყავს?

- უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ თვეში 2-3 პაციენტი მიმართავს და მხოლოდ უცხოელები.

- რატომ არ მიმართავენ ქართველი პაციენტები?

- ჩემი სურვილი იყო, არ მიეღო ქართველი პაციენტები. ეს ისეთი პროცედურაა, რასაც ხანგრძლივი დრო სჭირდება, სანამ შედეგს ვნახავთ, გადავწყვიტეთ ქართველი პაციენტები არ მიეღო. 2-3 წელი დასჭირდება საბოლოო შედეგის ნახვას.

- კურნავს ადამიანებს მისი მეთოდი?

- ნორმალური შედეგები აქვს. უმძიმესი კონტიგენტია ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე ადამიანები, რომლებსაც განკურნების არანაირი შანსი არ აქვთ. ასეთი პაციენტებისთვის დიდი შვებაა სტაბილიზაცია, რომელსაც დავიდე ვანონიმ ყველა პაციენტის მკურნალობისას მიაღწია.

იმის გასარკვევად, იტალიელი ექიმის საქართველოში  საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს თუ არა, AMBEBI.GE ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, მარდალეიშვილის კლინიკაში აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა და ოფიციალური განცხადება მოკვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი