კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიის მადლობა ქართველ სამხედროებს
გერმანიის მადლობა ქართველ სამხედროებს

გა­სუ­ლი დღე­ე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყო­ფი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, - 11 ნო­ემ­ბერს, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გამ­თე­ნი­ი­სას, ავ­ღა­ნე­თის ჩრდი­ლო­ეთ­ში, ქა­ლაქ მა­ზარ-ი-შა­რიფ­ში გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს­თან თავი აი­ფეთ­ქა, რა­მაც 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. შემ­თხვე­ვი­სას და­შავ­და 120-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი...

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა და "სა­კონ­სუ­ლოს ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ავ­ღა­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მა­მა­ცუ­რი და თავ­და­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად", - რის­თვი­საც გერ­მა­ნულ­მა მხა­რემ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თა­ლი­ბა­ნის" დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ნა­ტოს სა­ჰა­ე­რო იე­რიშ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს­თან, და­ნაღ­მულ ავ­ტო­მო­ბილ­ში თავი აი­ფეთ­ქა, ამავდრო­უ­ლად კი, დაჯ­გუ­ფე­ბის სხვა წევ­რე­ბი იე­რიშ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. სრო­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და...

მა­ზა­რი-შა­რიფ­ში, II -ე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ასე­უ­ლი, გერ­მა­ნულ ბაზა "მარ­მალ­ზე" იმ­ყო­ფე­ბა. მათ გერ­მა­ნი­ა­ში 5-თვი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რეს.

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლო­ზე თავ­დას­ხმი­სას სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან, თუმ­ცა, "თა­ლი­ბა­ნის" მებ­რძო­ლე­ბის თავ­დას­ხმამ, სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა.

"ჩვენ ის გა­ვა­კე­თეთ, რაც გვე­ვა­ლე­ბო­და, - სიმ­შვი­დი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დრო­უ­ლად მი­ვი­ღეთ ზო­მე­ბი და მო­ვახ­დი­ნეთ სწო­რი პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვა, რა­მაც თავ­დამ­სხმე­ლი გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყო... სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც და­ნაღ­მუ­ლი იყო, სა­კონ­სუ­ლოს მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან თავი აი­ფეთ­ქა, რომ­ლის შემ­დე­გაც, არე­უ­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბას და სა­კონ­სუ­ლოს ტე­რო­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას შე­ე­ცად­ნენ დაჯ­გუ­ფე­ბის სხვა წევ­რე­ბიც. თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა შევ­ძე­ლით. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დრო­უ­ლად მო­ვახ­დი­ნეთ რე­ა­გი­რე­ბა" - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა სამ­ხედ­რომ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ფრანკ უოლ­ტერ-შტა­ინ­მე­ი­ერ­მა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და იმ და­ღუ­პულ­თა ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა, ვინც ქა­ლაქ მა­ზა­რი-შა­რიფ­ში თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტის მიერ მო­წყო­ბი­ლი აფეთ­ქე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. იმა­ვე დღეს 100-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­შავ­და.

თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოძ­რა­ო­ბა "თა­ლი­ბან­მა" აიღო. თა­ლი­ბი-მებ­რძო­ლე­ბის თქმით, აფეთ­ქე­ბა იყო პა­სუ­ხი, ყუნ­დუ­ზის პრო­ვინ­ცი­ა­ში ამე­რი­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­დარ­ტყმა­ზე, რო­მელ­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი მცხოვ­რებ­ლე­ბი ემსხვერ­პლნენ.

და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ავი­ა­დარ­ტყმას 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. პენ­ტა­გონ­მა სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის შე­დე­გად მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის მსხვერ­პლი და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა უწყე­ბას და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

12 ნო­ემ­ბრის დი­ლას ავ­ღა­ნე­თის, დე­და­ქა­ლაქ ქა­ბუ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ნა­ტოს სამ­ხედ­რო ბაზა "ბაგ­რამ­ზე", ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "თა­ლი­ბან­მა"- თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც, და­ი­ღუ­პა 4 და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ის კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის 14-მა ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის, არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. "ბაზა ბაგ­რამ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი", – წერს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

ე.წ. ავ­ღა­ნუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ავ­ღა­ნურ ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს და სხვა­დას­ხვა სა­ქო­ნელს ყი­დის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა დი­ლის 5 სა­ათ­ზე ამოქ­მედ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ მა­სა­ლე­ბი)

გერმანიის მადლობა ქართველ სამხედროებს

გერმანიის მადლობა ქართველ სამხედროებს

გასული დღეები ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროებისთვის რთული აღმოჩნდა, - 11 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფების თვითმკვლელმა ტერორისტმა გამთენიისას, ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევისას დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი...

გერმანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და "საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად", - რისთვისაც გერმანულმა მხარემ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

არსებული ინფორმაციით, "თალიბანის" დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, ნატოს საჰაერო იერიშზე შურისძიების მიზნით, გერმანიის საკონსულოსთან, დანაღმულ ავტომობილში თავი აიფეთქა, ამავდროულად კი, დაჯგუფების სხვა წევრები იერიშზე გადავიდნენ. სროლები რამდენიმე საათს გაგრძელდა...

მაზარი-შარიფში, II -ე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, გერმანულ ბაზა "მარმალზე" იმყოფება. მათ გერმანიაში 5-თვიანი მომზადება გაიარეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან, თუმცა, "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმამ, საკონსულოს შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.

"ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა, - სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. დროულად მივიღეთ ზომები და მოვახდინეთ სწორი პოზიციების შერჩევა, რამაც თავდამსხმელი გააუვნებელყო... სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მათგანმა, სატვირთო ავტომობილში, რომელიც დანაღმული იყო, საკონსულოს მთავარ შესასვლელთან თავი აიფეთქა, რომლის შემდეგაც, არეულობით სარგებლობას და საკონსულოს ტეროტორიაზე შესვლას შეეცადნენ დაჯგუფების სხვა წევრებიც. თუმცა, უსაფრთხოების ზომების მიღება შევძელით. ჩვენი ბიჭები ძალიან ყოჩაღები აღმოჩნდნენ. შეძლებისდაგვარად დროულად მოვახდინეთ რეაგირება" - აღნიშნა ერთ-ერთმა სამხედრომ ჩვენთან საუბარში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ უოლტერ-შტაინმეიერმა მწუხარება გამოთქვა და იმ დაღუპულთა ოჯახს მიუსამძიმრა, ვინც ქალაქ მაზარი-შარიფში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქებისას დაიღუპა. იმავე დღეს 100-მდე სამოქალაქო პირი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. თალიბი-მებრძოლების თქმით, აფეთქება იყო პასუხი, ყუნდუზის პროვინციაში ამერიკის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმაზე, რომელსაც მშვიდობიანი მცხოვრებლები ემსხვერპლნენ.

დასავლურ მედიაში გავრცელებული მონაცემებით, ავიადარტყმას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. პენტაგონმა საჰაერო იერიშის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი დაადასტურა, თუმცა უწყებას დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

12 ნოემბრის დილას ავღანეთის, დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ნატოს სამხედრო ბაზა "ბაგრამზე", ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანმა"- თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაშავებულთა შორის, არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. "ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული", – წერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტ მასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე