პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუ წახვალ იქ, მოდი აქ
ნუ წახვალ იქ, მოდი აქ

"ნუ წახ­ვალ იქ, მოდი აქ" - ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ეს სი­ტყვე­ბი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო "HOLMES &WATSON"-ის­თვის გახ­და.

სიმ­ღე­რის ტრანსფორ­მა­ცია 12 სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ჟანრ­სა და 12 ვი­დე­ო­გა­და­წყვე­ტა­ში - ის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ამ ინ­სპი­რა­ცი­ას მოჰ­ყვა და თი­ბი­სი ბან­კის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ად იქცა, ისე, რო­გორც თა­ვი­დან­ვე იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ თი­ბი­სი ბან­კი თა­ვი­სი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლის - სა­უ­კე­თე­სო მომ­სა­ხუ­რე­ბის - სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის და­სა­გეგ­მად "HOLMES &WATSON"-ში მი­ვი­და. ამ უკა­ნას­კნელ­მა­კომ­პო­ზი­ტორ ზურა მახ­ნი­აშ­ვილ­თან, დი­ზა­ი­ნე­რებ­თან, მსა­ხი­ო­ბებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად რეკ­ლა­მი­სა და არ­ტის სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცია შექ­მნა.

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ირაკ­ლის სიმ­ღე­რის 12 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი გა­კეთ­და. http://modiaq.ge. ეს ვერ­სი­ე­ბი მალე სრუ­ლი სა­ხით ალ­ბომ­ში იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თი­ბი­სი ბან­კი წლის ბო­ლოს გვპირ­დე­ბა.

"მოდი აქ" მი­ნი­სე­რი­ებ­ში, რო­მელ­შიც 50-ზე მეტ­მა არ­ტის­ტმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ყვე­ლა სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ფე­რისს­ტილს აღ­მო­ა­ჩენს. მა­გა­ლი­თად,ბრი­ტა­ნუ­ლი თუ ამე­რი­კუ­ლი რო­კის მოყ­ვა­რუ­ლი­თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი მუ­სი­კით მი­ი­ღებს ბან­კის გზავ­ნილს.ასე­ვე კარ­გად იგ­რძნო­ბენ თავს ჰიპ-ჰო­პის, ბლუ­ზის, კლა­სი­კუ­რი ოპე­რის, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის, ჯა­ზის, სა­ბავ­შვო მუ­სი­კის, რო­მან­ტი­კუ­ლი ბა­ლა­დის, დის­კოს და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რაგ­ბის ("თი­ბი­სი ბან­კი" სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი­ცაა) მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც.

"HOLMES &WATSON" -ის არტ-დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ქვლი­ვი­ძე: "ახა­ლი კამ­პა­ნია "მოდი აქ" წინა კამ­პა­ნი­ის "ვინც არ უნდა იყო" (სლო­გა­ნით "სა­უ­კე­თე­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში") გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ბა­ზი­რე­ბუ­ლია ფსი­ქო­ლოგ კარლ იუნ­გის 12 არ­ქე­ტიპ­ზე. ამ თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­ე­სა­ბა­მე­ბა 12-დან ერთ-ერთ არ­ქე­ტიპს. სწო­რედ ამი­ტომ ავარ­ჩი­ეთ სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის 12 კომ­პო­ზი­ცია. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ცია "მოდი აქ" სხვა­დას­ხვა სტი­ლებ­ში გა­ვა­ცო­ცხლეთ და ახა­ლი ჟღე­რა­დო­ბა მი­ვე­ცით. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი კი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო შე­ვარ­ჩი­ეთ. ჩვე­ნი აზ­რით, ირაკ­ლის ეს სიმ­ღე­რა ყვე­ლა­ზე კარ­გად ესა­და­გე­ბა ბან­კის გზავ­ნილს. ამ კამ­პა­ნი­ის მე-12 გან­სა­ხი­ე­რე­ბა თა­ვად ჩარ­კვი­ა­ნის ტრი­ბი­უ­ტი იქ­ნე­ბა".

ეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი კომ­პო­ზი­ტორ­მა და არან­ჟერ­მა, 4000-ზე მეტი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის არან­ჟი­რე­ბის ავ­ტორ­მა, ზურა მახ­ნი­აშ­ვილ­მა ააჟ­ღე­რა შე­სა­ბა­მის ჟან­რებ­ში.მუ­სი­კო­სი 1980-ია­ნე­ბის მი­წუ­რულს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად ჯგუფ­შიც უკ­რავ­და. მათ­თან ერ­თად ამ უსა­ხე­ლო მუ­სი­კა­ლურ კო­ლექ­ტი­ვის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: დათო ევ­გე­ნი­ძე, ზაზა მი­მი­ნოშ­ვი­ლი და ანრი ბა­სი­ლა­ია. ისი­ნი ფი­უ­ჟე­ნის სტილ­სას­რუ­ლებ­დნენ ჯა­ზი­სა და პო­პის მი­ნა­რე­ვე­ბით. ჯგუ­ფის დაშ­ლის შემ­დეგ მუ­სი­კო­სი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს და სხვა­დას­ხვა დროს თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თველ პოპ-შემ­სრუ­ლე­ბელ­თან აქვს პრო­ექ­ტე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი.

კომ­პო­ზი­ტო­რი ზურა მახ­ნი­აშ­ვი­ლი:"ირაკ­ლის­თან მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და, სწო­რედ ამი­ტომ ორ­მა­გი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­ვუ­დე­ქი ამ სა­მუ­შა­ოს. იდეა და მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლე­ბი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­მა­წო­დეს.შე­ვე­ცა­დეთ, ისე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რე­ბი აგ­ვერ­ჩია, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ირაკ­ლის სი­ტყვე­ბი ბან­კის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სლო­გა­ნი გა­მოდ­გა. ახლა ვმუ­შა­ობ ამ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბის სრულ ვერ­სი­ებ­ზე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რეკ­ლა­მა­ში მხო­ლოდ 30 წა­მი­ა­ნი ვერ­სი­ე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მალე მსმე­ნე­ლი ამ ვერ­სი­ე­ბის სრულ კომ­პო­ზი­ცი­ებს მი­ი­ღებს ალ­ბო­მის სა­ხით".

ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი:"სიმ­ღე­რა სა­დღაც 2004-2005 წელს და­ი­წე­რა. მისი ინ­სპი­რა­ცია და­სარ­ტყა­მე­ბის პარ­ტია გახ­და, რომ­ლი­თაც "მოდი აქ" იწყე­ბა. სწო­რედ ამ პარ­ტი­ა­ზე მო­ი­ფიქ­რა ირაკ­ლიმ ჯერ მი­სამ­ღე­რი "ნუ წახ­ვალ იქ, მოდი აქ" და შემ­დეგ უკვე და­წე­რა და­ნარ­ჩე­ნი ტექ­სტი. ჩვე­ნი­სურ­ვი­ლი იყო, სიმ­ღე­რა სა­ცეკ­ვაო გა­მო­სუ­ლი­ყო. ირაკ­ლის და მე კომ­პო­ზი­ცია ისე მოგ­ვე­წო­ნა, სამ­სიმ­ღე­რი­ა­ნი სინ­გლი გა­მო­ვე­ცით იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით "მოდი აქ". სა­ბო­ლო­ოდ კი სიმ­ღე­რა შე­ვი­და2007 წლის ალ­ბომ­ში "ძირს მეფე", რო­მე­ლიც ირაკ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის­თავ­ზე გა­მო­ვი­და. "თი­ბი­სი ბან­კის" ეს აქ­ცია ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, სვინგ-ვერ­სია, – ეს ჩემი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მე სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში ჩავ­რე­ულ­ვარ. იდეა კი ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი".

© ლაშა გა­ბუ­ნია

R

ნუ წახვალ იქ, მოდი აქ

ნუ წახვალ იქ, მოდი აქ

„ნუ წახვალ იქ, მოდი აქ“ - ირაკლი ჩარკვიანის ეს სიტყვები შთაგონების წყარო კრეატიული სააგენტო „HOLMES &WATSON“-ისთვის გახდა.

სიმღერის ტრანსფორმაცია 12 სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრსა და 12 ვიდეოგადაწყვეტაში - ის შედეგია, რომელიც ამ ინსპირაციას მოჰყვა და თიბისი ბანკის საკომუნიკაციო კამპანიად იქცა, ისე, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თიბისი ბანკი თავისი მთავარი გზავნილის - საუკეთესო მომსახურების - საკომუნიკაციო კამპანიის დასაგეგმად „HOLMES &WATSON“-ში მივიდა. ამ უკანასკნელმაკომპოზიტორ ზურა მახნიაშვილთან, დიზაინერებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან მუშაობის შედეგად რეკლამისა და არტის საინტერესო კომბინაცია შექმნა.

პირველად საქართველოში, ირაკლის სიმღერის 12 განსხვავებული მუსიკალური ვარიანტი გაკეთდა. http://modiaq.ge. ეს ვერსიები მალე სრული სახით ალბომში იქნება თავმოყრილი, რომლის პრეზენტაციას თიბისი ბანკი წლის ბოლოს გვპირდება.

„მოდი აქ“ მინისერიებში, რომელშიც 50-ზე მეტმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა, ყველა საკუთარი გემოვნების შესაფერისსტილს აღმოაჩენს. მაგალითად,ბრიტანული თუ ამერიკული როკის მოყვარულითავისი ფავორიტი მუსიკით მიიღებს ბანკის გზავნილს.ასევე კარგად იგრძნობენ თავს ჰიპ-ჰოპის, ბლუზის, კლასიკური ოპერის, ელექტრონული მუსიკის, ჯაზის, საბავშვო მუსიკის, რომანტიკული ბალადის, დისკოს და, თქვენ წარმოიდგინეთ, რაგბის („თიბისი ბანკი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორიცაა) მოყვარულებიც.

„HOLMES &WATSON“ -ის არტ-დირექტორი გიორგი ქვლივიძე: „ახალი კამპანია „მოდი აქ“ წინა კამპანიის „ვინც არ უნდა იყო“ (სლოგანით „საუკეთესო მომსახურება საქართველოში“) გაგრძელებაა, რომელიც ბაზირებულია ფსიქოლოგ კარლ იუნგის 12 არქეტიპზე. ამ თეორიის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი შეესაბამება 12-დან ერთ-ერთ არქეტიპს. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ სხვადასხვა ხასიათის 12 კომპოზიცია. მომხმარებლისთვის ნაცნობი და საყვარელი კომპოზიცია „მოდი აქ“ სხვადასხვა სტილებში გავაცოცხლეთ და ახალი ჟღერადობა მივეცით. ირაკლი ჩარკვიანი კი მარტივი მიზეზის გამო შევარჩიეთ. ჩვენი აზრით, ირაკლის ეს სიმღერა ყველაზე კარგად ესადაგება ბანკის გზავნილს. ამ კამპანიის მე-12 განსახიერება თავად ჩარკვიანის ტრიბიუტი იქნება“.

ეს მრავალფეროვანი მუსიკალური ინტერპრეტაციები კომპოზიტორმა და არანჟერმა, 4000-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების არანჟირების ავტორმა, ზურა მახნიაშვილმა ააჟღერა შესაბამის ჟანრებში.მუსიკოსი 1980-იანების მიწურულს ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ჯგუფშიც უკრავდა. მათთან ერთად ამ უსახელო მუსიკალურ კოლექტივის წევრები იყვნენ: დათო ევგენიძე, ზაზა მიმინოშვილი და ანრი ბასილაია. ისინი ფიუჟენის სტილსასრულებდნენ ჯაზისა და პოპის მინარევებით. ჯგუფის დაშლის შემდეგ მუსიკოსი დამოუკიდებლად მუშაობს და სხვადასხვა დროს თითქმის ყველა ქართველ პოპ-შემსრულებელთან აქვს პროექტები გაკეთებული.

კომპოზიტორი ზურა მახნიაშვილი:„ირაკლისთან მეგობრობა მაკავშირებდა, სწორედ ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობით მივუდექი ამ სამუშაოს. იდეა და მუსიკალური სტილები ბანკის თანამშრომლებმა მომაწოდეს.შევეცადეთ, ისეთი მუსიკალური ჟანრები აგვერჩია, რომლებიც საზოგადოებას განსაკუთრებით მოსწონს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ირაკლის სიტყვები ბანკისთვის შესანიშნავი სლოგანი გამოდგა. ახლა ვმუშაობ ამ სარეკლამო რგოლების სრულ ვერსიებზე, მოგეხსენებათ, რეკლამაში მხოლოდ 30 წამიანი ვერსიებია გამოყენებული. მალე მსმენელი ამ ვერსიების სრულ კომპოზიციებს მიიღებს ალბომის სახით“.

ქეთათო ჩარკვიანი:„სიმღერა სადღაც 2004-2005 წელს დაიწერა. მისი ინსპირაცია დასარტყამების პარტია გახდა, რომლითაც „მოდი აქ“ იწყება. სწორედ ამ პარტიაზე მოიფიქრა ირაკლიმ ჯერ მისამღერი „ნუ წახვალ იქ, მოდი აქ“ და შემდეგ უკვე დაწერა დანარჩენი ტექსტი. ჩვენისურვილი იყო, სიმღერა საცეკვაო გამოსულიყო. ირაკლის და მე კომპოზიცია ისე მოგვეწონა, სამსიმღერიანი სინგლი გამოვეცით იმავე სახელწოდებით „მოდი აქ“. საბოლოოდ კი სიმღერა შევიდა2007 წლის ალბომში „ძირს მეფე“, რომელიც ირაკლის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე გამოვიდა. „თიბისი ბანკის“ ეს აქცია ძალიან მომეწონა, რამდენიმე ვერსია განსაკუთრებით, მაგალითად, სვინგ-ვერსია, – ეს ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე. მე საერთოდ არაფერში ჩავრეულვარ. იდეა კი ძალიან კარგია, რადგან სხვადასხვა გემოვნების ადამიანებზეა მორგებული“.

© ლაშა გაბუნია

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი