საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს
"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

ფი­ლო­სო­ფო­სი და ბლო­გე­რი გური სულ­თა­ნიშ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრსა და მის პო­ლიტ­კო­რექ­ტულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე კომბლეს მი­მართ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ზღაპ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი დღის წეს­რი­გით და პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბით შე­ფა­სე­ბა სიბ­რიყ­ვეა, ხოლო ჩვე­ნი მი­ნის­ტრის მხრი­დან ამ სიბ­რიყ­ვეს ემა­ტე­ბა ნა­ხევ­რად ეპა­ტა­ჟის ნიშ­ნე­ბიც, უკონ­ცეფ­ციო ეპა­ტა­ჟის.

უმ­ბერ­ტო ეკო რო­დე­საც სა­უბ­რობს ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟებ­ზე, ანუ სე­მი­ო­ტი­კურ გმი­რებ­ზე ამ­ბობს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა ნიშ­ნავს, იცო­დე, პერ­სო­ნა­ჟის ბედ­ში ვე­რა­ფერს შეც­ვლი და რო­მა­ნი­ის შე­საძ­ლო სამ­ყა­რო­ში შეს­ვლა ნიშ­ნავს და­თან­ხმდე, რომ ამ­ბე­ბი სა­მუ­და­მოდ ამ­გვა­რად გან­ვი­თარ­და, ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის გვერ­დის ავ­ლით. უნდა შე­ვე­გუ­ოთ ამ ფრუსტრა­ცი­ას, და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­ვიგ­რძნოთ ბე­დის­წე­რის ჟრუ­ან­ტე­ლი.

პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბა სი­გი­ჟეა, უცო­დინ­რო­ბა, ის აკ­რი­ტი­კებს არის­ტო­ტე­ლეს სექ­სიზ­მის გამო, აკ­რი­ტი­კებს კანტს სექ­სიზ­მის გამო და ა.შ.

არა­და ზუს­ტად ამ არა­პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლი ენით მი­ვიდ­ნენ ისი­ნი პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბამ­დე. არის­ტო­ტე­ლე და­ცა­ლო სექ­სიზ­მი­სა­გან, კომბლე ძა­ლა­დო­ბი­სა­გან (რო­მე­ლიც კაც­მა არ იცის რა­ტო­მაა მო­ძა­ლა­დე) და წი­თელ­ქუ­და აქ­ციო გენ­დერუ­ლად ნე­იტ­რა­ლურ გმი­რად, მი­ვი­ღებთ ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც არ ყო­ფი­ლა, ის­ტო­რი­ას დაც­ლილს ში­ნა­არ­სის­გან, თავ­და­პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბის­გან, რა­საც ჟი­ჟე­კი უკო­ფე­ი­ნო ყა­ვას და უალ­კოჰო­ლო ლუდს უწო­დებს.

არ­სე­ბობს "წი­თელ­ქუ­დას" პო­ლი­ტი­კუ­რად კო­რექ­ტუ­ლი, სა­ტი­რუ­ლი ვერ­სია, სა­დაც მას მი­აქვს ბე­ბი­ას­თან ჯან­სა­ღი, გლუ­ტენ ფრი საკ­ვე­ბი და მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, თა­ნაც იმი­ტომ კი არა რომ ეს ქა­ლის საქ­მეა, არა­მედ იმი­ტომ, რომ ქალ­თა თემ­მა ასე გა­და­წყვი­ტა. ბე­ბია უხ­მობს მოდი ახ­ლო­სო იმი­ტომ კი არა, რომ ვე­ღარ ხე­დავს, იმი­ტომ რომ ოპ­ტი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. რო­დე­საც წი­თელ­ქუ­და შე­ნიშ­ნავს, რომ ის მგე­ლია, მგე­ლი ამ­ბობს, რომ მე ჩემ თავს ასე­თად აღ­ვიქ­ვა­მო, ანუ ბე­ბი­ის იდენ­ტო­ბა­ში და არ აფა­სებ ჩემს პი­რად სივ­რცე­სო, რო­დე­საც მო­ნა­დი­რე დახ­მა­რე­ბას გა­და­წყვეტს მაინ წი­თელ­ქუ­დაც და მგე­ლიც მო­ნა­დი­რეს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და ამ­ხე­ლენ სექ­სიზ­მში.

ასე­ვე მე­ო­რე ვერ­სი­აც არ­სე­ბობს "წი­თელ­ქუ­და­სი", სა­დაც ამ­ბავს სა­ერ­თოდ ვერ ყვე­ბი, რად­გა­ნაც ჯერ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი გაკ­რი­ტი­კე­ბენ ბავ­შვის ტყე­ში სი­ა­რულ­ზე, შემ­დეგ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი მგლის მკვლე­ლო­ბა­ზე და ა.შ.

მოკ­ლედ ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო ფუნ­და­მენ­ტუ­რად მცდა­რი ხართ და უნი­ა­თო მცდე­ლო­ბე­ბია ეგე­ნი. ის­ტო­რია ეგრე არ იც­ვლე­ბა".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: კომბლეს ღია წე­რი­ლი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას

"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი განათლების მინისტრსა და მის პოლიტკორექტულ დამოკიდებულებაზე კომბლეს მიმართ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით და პოლიტკორექტულობით შეფასება სიბრიყვეა, ხოლო ჩვენი მინისტრის მხრიდან ამ სიბრიყვეს ემატება ნახევრად ეპატაჟის ნიშნებიც, უკონცეფციო ეპატაჟის.

უმბერტო ეკო როდესაც საუბრობს ნაწარმოების პერსონაჟებზე, ანუ სემიოტიკურ გმირებზე ამბობს, რომ ლიტერატურის კითხვა ნიშნავს, იცოდე, პერსონაჟის ბედში ვერაფერს შეცვლი და რომანიის შესაძლო სამყაროში შესვლა ნიშნავს დათანხმდე, რომ ამბები სამუდამოდ ამგვარად განვითარდა, ჩვენი სურვილების გვერდის ავლით. უნდა შევეგუოთ ამ ფრუსტრაციას, და მისი საშუალებით, შევიგრძნოთ ბედისწერის ჟრუანტელი.

პოლიტკორექტულობა სიგიჟეა, უცოდინრობა, ის აკრიტიკებს არისტოტელეს სექსიზმის გამო, აკრიტიკებს კანტს სექსიზმის გამო და ა.შ.

არადა ზუსტად ამ არაპოლიტკორექტული ენით მივიდნენ ისინი პოლიტკორექტულობამდე. არისტოტელე დაცალო სექსიზმისაგან, კომბლე ძალადობისაგან (რომელიც კაცმა არ იცის რატომაა მოძალადე) და წითელქუდა აქციო გენდერულად ნეიტრალურ გმირად, მივიღებთ ისტორიას, რომელიც არ ყოფილა, ისტორიას დაცლილს შინაარსისგან, თავდაპირველი მნიშვნელობებისგან, რასაც ჟიჟეკი უკოფეინო ყავას და უალკოჰოლო ლუდს უწოდებს.

არსებობს "წითელქუდას" პოლიტიკურად კორექტული, სატირული ვერსია, სადაც მას მიაქვს ბებიასთან ჯანსაღი, გლუტენ ფრი საკვები და მინერალური წყალი, თანაც იმიტომ კი არა რომ ეს ქალის საქმეა, არამედ იმიტომ, რომ ქალთა თემმა ასე გადაწყვიტა. ბებია უხმობს მოდი ახლოსო იმიტომ კი არა, რომ ვეღარ ხედავს, იმიტომ რომ ოპტიკურად განსხვავებულია. როდესაც წითელქუდა შენიშნავს, რომ ის მგელია, მგელი ამბობს, რომ მე ჩემ თავს ასეთად აღვიქვამო, ანუ ბებიის იდენტობაში და არ აფასებ ჩემს პირად სივრცესო, როდესაც მონადირე დახმარებას გადაწყვეტს მაინ წითელქუდაც და მგელიც მონადირეს უპირისპირდებიან და ამხელენ სექსიზმში.

ასევე მეორე ვერსიაც არსებობს "წითელქუდასი", სადაც ამბავს საერთოდ ვერ ყვები, რადგანაც ჯერ ბავშვთა უფლებების დამცველები გაკრიტიკებენ ბავშვის ტყეში სიარულზე, შემდეგ ცხოველთა უფლებების დამცველები მგლის მკვლელობაზე და ა.შ.

მოკლედ ბატონო მინისტრო ფუნდამენტურად მცდარი ხართ და უნიათო მცდელობებია ეგენი. ისტორია ეგრე არ იცვლება".

წაიკითხეთ ასევე: კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს