პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ძვირფას მეგობარს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, ან გამოცდილება არ ჰყოფნის..." - დავით საყვარელიძე გიგი უგულავას წერილს ეხმაურება
"ჩემს ძვირფას მეგობარს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, ან გამოცდილება არ ჰყოფნის..." - დავით საყვარელიძე გიგი უგულავას წერილს ეხმაურება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას სა­ჯა­რო წე­რილს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ზო­გერთ ჩემს ძა­ლი­ან ძვირ­ფას მე­გო­ბარს და ადა­მი­ანს ან საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და ან გა­მოც­დი­ლე­ბა არ ყოფ­ნის, მიხ­ვდეს რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ბი­ძი­ნას ჩა­ნა­ფიქ­რის რე­ა­ლი­ზე­ბა, რაც 2013 წელს შე­მოთ­ვა­ლა და დღემ­დე ვერ მი­აღ­წია, რის წყა­ლო­ბი­თაც პარ­ტია მთე­ლი ეს დროა სუნ­თქავს და დღემ­დე მო­ვი­და, უბ­რა­ლოდ პარ­ტი­ის ხა­რა­კირს ნიშ­ნავს. მე­გობ­რე­ბო, ეჭვი მაქვს პარ­ტი­ი­დან წა­გ­ლე­ჯი­ლი ნა­წი­ლა­კი შეგ­ჩე­ბათ და არა­ფერს მო­გი­ტანთ სა­მარ­ცხვი­ნო ან­გა­რი­შის გარ­და ნე­ბის­მი­ერ არ­ჩევ­ნებ­ზე. თქვენც და სა­ერ­თო საქ­მე­საც... ყვე­ლა პარ­ტი­ის თამ­ჯდო­მა­რის თავი მიგ­ვა­რეს ბი­ძი­ნას უკვე და ერ­თი­სას ელო­დე­ბა. ისე­ვე რო­გორც ენმ-ის ნაგ­ლეჯს...

არ მგო­ნია ტექ­ნი­კუ­რი ფან­დე­ბით და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დეკ­ლა­რი­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის გო­ნე­ბა­ში ორ მკვეთ­რად სა­პი­რის­პი­რო პო­ლუს­ზე ფიქ­რის­გან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა და უჩუმ­რად ბი­ძი­ნას­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ცუ­რე­ბა. მთა­ვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას ქონ­და, ვინ იქ­ნე­ბო­და უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნე­ბირ­მი­ე­რი შე­დე­გის­თვის და რო­გორ და­ი­ცავ­და სა­კუ­თარ ხმებს. აქ წა­ვა­გეთ სწო­რეს და არა პირ­ველ ტურ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღეს სამ­წუ­ხა­როდ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა არ ერთი იმ კა­ლიბ­რის და წო­ნის ადა­მი­ა­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოდ­ნავ მა­ინც შე­უქ­მნის საფრ­თხეს, გარ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა. პი­რი­ქით, მას აწყობს გარ­კვე­ულ ზღვარს ქვეშ მუდ­მი­ვად მო­ყო­ლი­ლი ოპო­ზი­ცია.

ერ­თერ­თი პირ­ველ­თა­გა­ნი ვარ ვინც ყვე­ლა პო­ლი­ტი­უ­რი პა­ტიმ­რის და მე­გობ­რის, ლი­დე­რის უს­წრა­ფე­სად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვემ­ხრო­ბი!!! თუმ­ცა არც ის მგო­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ბრიყ­ვი ან გუ­ლუბ­რყვი­ლოა...

ვე­თან­ხმე­ბი ჩემი მე­გობ­რის, გიგი უგუ­ლა­ვას წე­რი­ლის იმ ნა­წილს სა­დაც პარ­ტი­ის ჩა­კეტ­ვა­ზე და ციხე-სი­მაგ­რედ ქცე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ შე­კი­თხვას და­ვა­მა­ტებ, რა­ხან ასე სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ფი­ნა და გა­მომ­ზე­ურ­და გი­გის წე­რი­ლი ეგებ ისიც გუ­ლახ­დი­ლად და მე­გობ­რუ­ლად ვთქვათ, ვის გა­მოა დღეს ენმ-ის იზო­ლი­ა­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლი? ვის­გან შედ­გე­ბა სა­ხე­ლო­ბი­თად ის ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი ხანი მარ­თა პარ­ტია და მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა ვერ შექ­მნა? ასე­ვე კამ­პა­ნია და­გეგ­მა და ბო­ლომ­დე ამ ფორ­მით მი­იყ­ვა­ნა? არ მგო­ნია ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი გი­გის თბი­ლი­სის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბამ პარ­ტია გახ­სნას რა­ტომ­ღაც და რა ვქნა...

მეტს ვე­რა­ფერს და­ვა­მა­ტებ. მე 5 ჯერ შე­მო­მით­ვა­ლეს იმ "ბრძე­ნი კაცი"-სგან მახ­სოვს... ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი ხართ, კარ­გი სა­ხე­ლით, მი­შას ნუ ჩაყ­ვე­ბით და ვი­ლა­პა­რა­კო­თო... არ ვნა­ნობ", - წერს საყ­ვა­რე­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ჩემს ძვირფას მეგობარს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, ან გამოცდილება არ ჰყოფნის..." - დავით საყვარელიძე გიგი უგულავას წერილს ეხმაურება

"ჩემს ძვირფას მეგობარს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, ან გამოცდილება არ ჰყოფნის..." - დავით საყვარელიძე გიგი უგულავას წერილს ეხმაურება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საჯარო წერილს "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"ზოგერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის, მიხვდეს რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც... ყველა პარტიის თამჯდომარის თავი მიგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე როგორც ენმ-ის ნაგლეჯს...

არ მგონია ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინასაარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუსზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებირმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორეს და არა პირველ ტურში.

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არ ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომლიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია.

ერთერთი პირველთაგანი ვარ ვინც ყველა პოლიტიური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ვემხრობი!!! თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა...

ვეთანხმები ჩემი მეგობრის, გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს სადაც პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ქცევაზეა საუბარი. უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლიაცია გამოწვეული? ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა? ასევე კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა? არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა...

მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5 ჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო... არ ვნანობ", - წერს საყვარელიძე.

"რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე" - რას აცხადებს კელი დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე