მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე საქართველოს 255 სოფელი დაცარიელდება
მალე  საქართველოს 255 სოფელი დაცარიელდება

სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლე­ბი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კო­ლაფ­სის წი­ნა­შეა, რა­საც აღ­წე­რის შე­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს. პრობ­ლე­მა ყო­ველ­წლი­უ­რად მწვავ­დე­ბა და უფრო მეტი მო­სახ­ლე ტო­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ან სოფ­ლებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, 2014 წლის აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 255 სო­ფე­ლია, სა­დაც 10 კაც­ზე ნაკ­ლე­ბი ცხოვ­რობს. შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მალე ისი­ნი შე­უ­ერ­თდეს იმ 223 სო­ფელს, რომ­ლე­ბიც გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბუ­ლია.

დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნია, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­შია. ამ რე­გი­ონ­ში 111 სო­ფე­ლია, სა­დაც თითო-ორო­ლა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. 71 სო­ფელ­ში 5 ან ნაკ­ლე­ბი მცხოვ­რე­ბია, ხოლო 39-ში 6-დან 10 კა­ცამ­დეა. ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, რომ­ლის 93 სო­ფელ­ში 10 კაც­ზე ნაკ­ლე­ბი ბი­ნად­რობს.

შემ­დეგ მო­დის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი. იქ 20 სო­ფელ­ში 5 კა­ცამ­დეა, ხოლო 17 სო­ფელ­ში 6-დან 10-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა შიდა ქარ­თლში, რომ­ლის 29 სოფ­ლი­დან 18 სო­ფელ­ში 5 კა­ცამ­დეა, ხოლო 11-ში 6-დან 10-მდე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის დამ­ძი­მე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას დე­მოგ­რა­ფი ან­ზორ თო­თა­ძე. მან აღ­წე­რის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ სას­წრა­ფო ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცია სოფ­ლე­ბი­დან მზარ­დია და სტა­ტის­ტი­კუ­რი მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში არა­ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა.

"2002 წლის აღ­წე­რი­დან 2014 წლის აღ­წე­რამ­დე სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მცხოვ­რე­ბით შემ­ცირ­და, რაც გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლია.

თუ დღე­ი­დან არ და­ი­წყო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა, მომ­დევ­ნო აღ­წე­რა კი­დევ უფრო სა­ში­ნელ შე­დეგს მო­ი­ტანს. უკვე 223 სო­ფე­ლი გა­უ­კაც­რი­ელ­და. კი­დევ ასო­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია, სა­დაც ცხოვ­რობს 1-დან 5 კა­ცამ­დე ან 6-დან 10 კა­ცამ­დე. კი­დევ რამ­დე­ნი­მე წელი და ეს სოფ­ლე­ბიც მუდ­მი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს ბიძ­გი მის­ცა სოფ­ლად შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბამ. მო­სახ­ლე­ო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის 80% მო­დის ოთხ ქა­ლაქ­ზე - თბი­ლი­სი, ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი და რუს­თა­ვი.

თუ რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ, ვნა­ხავთ, რომ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც არის მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად სა­გა­რე­ჯო­ში, ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა აშ­კა­რაა. გურ­ჯა­ან­ში კი ასე­თი ვი­თა­რე­ბა არ არის, რად­გან იქ მუს­ლი­მე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მალე საქართველოს 255 სოფელი დაცარიელდება

მალე  საქართველოს 255 სოფელი დაცარიელდება

საქართველოს სოფლები დემოგრაფიული კოლაფსის წინაშეა, რასაც აღწერის შედეგებიც ადასტურებს. პრობლემა ყოველწლიურად მწვავდება და უფრო მეტი მოსახლე ტოვებს განსაკუთრებით მთიან სოფლებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 255 სოფელია, სადაც 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს. შესაძლოა, ძალიან მალე ისინი შეუერთდეს იმ 223 სოფელს, რომლებიც გაუკაცრიელებულია.

დემოგრაფიული პრობლემების წინაშე რამდენიმე რეგიონია, მათ შორის, ყველაზე რთული ვითარება მცხეთა-მთიანეთშია. ამ რეგიონში 111 სოფელია, სადაც თითო-ოროლა ადამიანი ცხოვრობს. 71 სოფელში 5 ან ნაკლები მცხოვრებია, ხოლო 39-ში 6-დან 10 კაცამდეა. ყველაზე სავალალო მდგომარეობაა დუშეთის რაიონში, რომლის 93 სოფელში 10 კაცზე ნაკლები ბინადრობს.

შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი. იქ 20 სოფელში 5 კაცამდეა, ხოლო 17 სოფელში 6-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ანალოგიური სიტუაციაა შიდა ქართლში, რომლის 29 სოფლიდან 18 სოფელში 5 კაცამდეა, ხოლო 11-ში 6-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

დემოგრაფიული ვითარების დამძიმებაზე ამახვილებს ყურადღებას დემოგრაფი ანზორ თოთაძე. მან აღწერის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სასწრაფო ზომებია მისაღები. მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან მზარდია და სტატისტიკური მატება საქართველოს რეგიონებში არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება.

"2002 წლის აღწერიდან 2014 წლის აღწერამდე სოფლის მოსახლეობა ნახევარი მილიონი მცხოვრებით შემცირდა, რაც განგაშის საფუძველია.

თუ დღეიდან არ დაიწყო სიტუაციის გამოსწორება, მომდევნო აღწერა კიდევ უფრო საშინელ შედეგს მოიტანს. უკვე 223 სოფელი გაუკაცრიელდა. კიდევ ასობით დასახლებული პუნქტია, სადაც ცხოვრობს 1-დან 5 კაცამდე ან 6-დან 10 კაცამდე. კიდევ რამდენიმე წელი და ეს სოფლებიც მუდმივი მოსახლეობის გარეშე დარჩება. ამ ყველაფერს ბიძგი მისცა სოფლად შობადობის შემცირებამ. მოსახლეობის ბუნებრივი მატების 80% მოდის ოთხ ქალაქზე - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი.

თუ რელიგიური აღმსარებლობის ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ რეგიონებში, სადაც არის მუსლიმი მოსახლეობა, მაგალითად საგარეჯოში, ბუნებრივი მატება აშკარაა. გურჯაანში კი ასეთი ვითარება არ არის, რადგან იქ მუსლიმები არ ცხოვრობენ.

განაგრძეთ კითხვა

"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა