საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა შენგელიას მამის კომენტარი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ
გიგა შენგელიას მამის კომენტარი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ

რა კი­თხვე­ბიც მქონ­და, პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე და ახლა და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს, - ამის შე­სა­ხებ "კრწა­ნი­სის" სას­წავ­ლო ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი გიგა შენ­გე­ლი­ას მამა რო­მან შენ­გე­ლი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც შენ­გე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ვი­სას დარ­წმუნ­და, რომ სრო­ლა ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და, მისი შვი­ლის გვა­მი კი გა­რეთ იყო ნა­პოვ­ნი.

"და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ად­გი­ლი, სა­დაც შემ­თხვე­ვა მოხ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვი­თა­რე­ბა­ში გა­მარ­კვი­ეს. რაც კი­თხვე­ბიც მქონ­და, პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე. კონ­კრე­ტი­კის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ და და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს. სამი შე­კი­თხვა მქონ­და და სა­მი­ვე­ზე მი­ვი­ღე პა­სუ­ხი. ფაქ­ტია, ზურ­გი­დან აქვს ნას­რო­ლი, ტე­რი­ტო­რი­ი­დან მირ­ბო­და და ზურ­გში მოხ­ვდა ტყვია", - გა­ნა­ცხა­და რო­მან შენ­გე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ია­რაღს, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ აღ­ნიშ­ნა, მას ანა­ხეს სუ­რა­თი, სა­დაც ე.წ. "გა­ზის პის­ტო­ლე­ტი " იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, გიგა შენ­გე­ლი­ას თან­მხლებ პი­რებ­ზე, მე­ო­რე შვილ­სა თუ სხვა დე­ტა­ლებ­ზე მის­თვის ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი უკი­თხავთ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სა­კი­თხებ­ზე კი­თხვებს მისი და­კი­თხვი­სას და­უს­ვა­მენ, რო­მე­ლიც "კრწა­ნი­სის" სას­წავ­ლო ცენ­ტრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­შია და­გეგ­მი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­მო­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნას, რო­გორც რო­მან შენ­გე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ის დღეს მი­ი­ღებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები

გიგა შენგელიას მამის კომენტარი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ

გიგა შენგელიას მამის კომენტარი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ

რა კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე და ახლა დაველოდები გამოძიების შედეგებს, - ამის შესახებ "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, საქმის ვითარებაში გარკვევისას დარწმუნდა, რომ სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, მისი შვილის გვამი კი გარეთ იყო ნაპოვნი.

"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი. ფაქტია, ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია", - განაცხადა რომან შენგელიამ.

რაც შეეხება იარაღს, როგორც გარდაცვლილის მამამ აღნიშნა, მას ანახეს სურათი, სადაც ე.წ. "გაზის პისტოლეტი " იყო დაფიქსირებული. მისივე თქმით, გიგა შენგელიას თანმხლებ პირებზე, მეორე შვილსა თუ სხვა დეტალებზე მისთვის ამ ეტაპზე არაფერი უკითხავთ და, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე კითხვებს მისი დაკითხვისას დაუსვამენ, რომელიც "კრწანისის" სასწავლო ცენტრის დათვალიერების შემდეგ სამხედრო პოლიციაშია დაგეგმილი.

რაც შეეხება დამოკიდებელი ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, როგორც რომან შენგელიამ აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ის დღეს მიიღებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ