მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტ ”ტუროგრაფის” გამარჯვებული გამოვლინდა
პროექტ ”ტუროგრაფის” გამარჯვებული გამოვლინდა

"ბიბ­ლუს­ში" პრო­ექტ "ტუ­როგ­რა­ფის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს. პრო­ექ­ტი "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უმ­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მისი მხარ­დამ­ჭე­რი ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია იყო. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მოყ­ვა­რულ და დამ­წყებ მწერ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის და მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ უნდა და­ე­წე­რათ.

რო­გორც "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მის" მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი ზუ­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კონ­კურ­სი ტუ­როგ­რა­ფი ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნია მო­მა­ვა­ლი მწერ­ლე­ბის­თვის.

"დღეს არის პრო­ექტ "ტუ­როგ­რა­ფის" დას­კვნი­თი, ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პი, სა­დაც და­ჯილ­დოვ­დნენ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. 150 ნა­წე­რი მი­ვი­ღეთ, ბევ­რი მათ­გა­ნი იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ეს პრო­ექ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­მოჩ­ნდეს ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც აქე­დან შე­იძ­ლე­ბა დიდ მწერ­ლო­ბა­შიც კი ამო­ყონ თავი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზუ­ბი­ტაშ­ვილ­მა.

დღეს სა­უ­კე­თე­სო ათი მო­ნა­წი­ლი­დან პირ­ველ და მე­ო­რე ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ­მა მო­ნა­წი­ლემ სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 5-დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის პა­კე­ტი 2 კაც­ზე, ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ებ­ში. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ­მა მო­ნა­წი­ლემ კი "ქე­ნო­ნის" ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძის თქმით, პრო­ექ­ტი " ტუ­როგ­რა­ფი" შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია თა­ვი­დან­ვე იყო ამ პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უმ­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი და მი­ზა­ნი იყო ის, რომ ჩვე­ნი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­ში წაგ­ვე­ხა­ლი­სე­ბი­ნა და ერ­თმა­ნე­თის­თვის გაგ­ვეც­ნო ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­დახ­დათ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ.

R

პროექტ ”ტუროგრაფის” გამარჯვებული გამოვლინდა

პროექტ ”ტუროგრაფის” გამარჯვებული გამოვლინდა

"ბიბლუსში" პროექტ "ტუროგრაფის" გამარჯვებული გამოავლინეს. პროექტი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" განახორციელა და მისი მხარდამჭერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო. პროექტის ფარგლებში მოყვარულ და დამწყებ მწერლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის და მათი შთაბეჭდილებების შესახებ უნდა დაეწერათ.

როგორც "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ზუბიტაშვილმა განაცხადა, კონკურსი ტუროგრაფი ერთგვარი ტრამპლინია მომავალი მწერლებისთვის.

"დღეს არის პროექტ "ტუროგრაფის" დასკვნითი, ფინალური ეტაპი, სადაც დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილეები. 150 ნაწერი მივიღეთ, ბევრი მათგანი იყო ძალიან საინტერესო, ეს პროექტი შესაძლებელია აღმოჩნდეს ერთგვარი ტრამპლინი ადამიანებისთვის, რომლებმაც აქედან შეიძლება დიდ მწერლობაშიც კი ამოყონ თავი", - განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

დღეს საუკეთესო ათი მონაწილიდან პირველ და მეორე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულმა მონაწილემ საჩუქრად მიიღო 5-დღიანი მოგზაურობის პაკეტი 2 კაცზე, ბორჯომის ხეობისა და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო სასტუმროებში. მეორე ადგილზე გასულმა მონაწილემ კი "ქენონის" ფოტოაპარატი მიიღო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პროექტი " ტუროგრაფი" შიდა ტურიზმის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავიდანვე იყო ამ პროექტის მხარდამჭერი, რომელიც კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" განახორციელა. პროექტის შინაარსი და მიზანი იყო ის, რომ ჩვენივე საზოგადოების წევრებში წაგვეხალისებინა და ერთმანეთისთვის გაგვეცნო ის შთაბეჭდილებები და ისტორიები, რომლებიც მათ საქართველოში მოგზაურობის დროს გადახდათ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი