სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი 24 ოქ­ტომ­ბერს, ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­სა­ზღვრო-სა­კა­რან­ტი­ნო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ეხე­ბა. ამ სა­კი­თხზე უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სა­სა­ზღვრო-სა­კა­რან­ტი­ნო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მე­დი­ა­ში ხსე­ნე­ბუ­ლი ე.წ. "ქათ­მის ფარ­შის", კერ­ძოდ, მე­ქა­ნი­კუ­რად და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ქათ­მის ხორ­ცის ყვე­ლა სა­სა­ქონ­ლო პარ­ტია ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ნი­მუ­შის აღე­ბას და კვლე­ვას პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის "Salmonella"-ს შემ­ცვე­ლო­ბა­ზე.

ტვირ­თი თა­ვი­სუ­ფალ მი­მოქ­ცე­ვა­ში არ გა­იშ­ვე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად არ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი­სა­გან. ნი­მუშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის და­დას­ტუ­რე­ბი­სას, ტვირ­თი სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა უკან გაბ­რუ­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა და ნი­მუ­შის აღე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი "ვე­ტე­რი­ნა­რულ კონ­ტრო­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მით", რო­მე­ლიც მტკიც­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით და ვრცელ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­სა და სა­წარ­მო­ში წარ­მო­ე­ბულ ქათ­მის მე­ქა­ნი­კუ­რად და­ქუც­მა­ცე­ბულ ხორ­ცზე (100%-იანი ნი­მუ­შის აღე­ბა და შე­ჩე­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე).

პრო­ცე­დუ­რა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში იმგვა­რად, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კონ­ტრო­ლის აქ­ტის დას­რუ­ლე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დას­კვნის მი­ღე­ბამ­დე და სის­ტე­მა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ოქ­მის ატ­ვირ­თვამ­დე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ჩარ­თუ­ლი იყოს, რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "სხვა­დას­ხვა კო­რუფ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი".

და­მა­ტე­ბით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის, "Salmonella"- ს შემ­ცვე­ლო­ბა და­დას­ტურ­და 2 სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ა­ში, რო­მელ­თა­გან ორი­ვე და­ექ­ვემ­დე­ბა­რა გა­ნად­გუ­რე­ბას", - ნათ­ქვა­მია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 24 ოქტომბერს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ პუბლიკაციას ეხმაურება, რომელიც სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებას ეხება. ამ საკითხზე უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, მედიაში ხსენებული ე.წ. "ქათმის ფარშის", კერძოდ, მექანიკურად დაქუცმაცებული ქათმის ხორცის ყველა სასაქონლო პარტია ექვემდებარება ნიმუშის აღებას და კვლევას პათოგენური მიკროორგანიზმის "Salmonella"-ს შემცველობაზე.

ტვირთი თავისუფალ მიმოქცევაში არ გაიშვება მანამ, სანამ ლაბორატორიულად არ დადასტურდება, რომ ის თავისუფალია აღნიშნული მიკროორგანიზმისაგან. ნიმუშში აღნიშნული მიკროორგანიზმის დადასტურებისას, ტვირთი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარება უკან გაბრუნებას ან განადგურებას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასაქონლო პარტიების შეჩერება და ნიმუშის აღება გათვალისწინებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული "ვეტერინარულ კონტროლის მონიტორინგის გეგმით", რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით და ვრცელდება ნებისმიერ ქვეყანასა და საწარმოში წარმოებულ ქათმის მექანიკურად დაქუცმაცებულ ხორცზე (100%-იანი ნიმუშის აღება და შეჩერება ლაბორატორიული პასუხის მიღებამდე).

პროცედურა ინტეგრირებულია ელექტრონულ სისტემაში იმგვარად, რომ შეუძლებელია ვეტერინარული კონტროლის აქტის დასრულება ლაბორატორიული დასკვნის მიღებამდე და სისტემაში ლაბორატორიული კვლევის ოქმის ატვირთვამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ჩართული იყოს, როგორც სტატიაშია აღნიშნული, "სხვადასხვა კორუფციული მექანიზმი".

დამატებით აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში პათოგენური მიკროორგანიზმის, "Salmonella"- ს შემცველობა დადასტურდა 2 სასაქონლო პარტიაში, რომელთაგან ორივე დაექვემდებარა განადგურებას", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ