კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელმა ფილმმა გაიმარჯვა 64 ნომინაციაში?
რომელმა ფილმმა გაიმარჯვა 64 ნომინაციაში?

რო­გო­რია მა­მა­კა­ცის­თვის იდე­ა­ლუ­რი ქალი? "მა­გა­რი გოგო", რო­მე­ლიც არა­სო­დეს არ უბ­რაზ­დე­ბა მას, ყო­ველ­თვის იღი­მის და უგებს ყვე­ლა­ფერ­ში. მაგ­რამ, რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ასეთ "მა­გარ გო­გოს" მა­შინ, რო­დე­საც მა­მა­კაცს ნელ-ნელა ბეზ­რდე­ბა ის და ყუ­რა­დღე­ბას ადუ­ნებს მის მი­მართ?

ნიკი და ემი ერთი შე­ხედ­ვით ფან­ტას­ტი­უ­რი წყვი­ლია, რო­მელ­თაც ერთი და იგი­ვე ინ­ტე­რე­სე­ბი ამოძ­რა­ვებთ, ერ­თნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ გა­რე­სამ­ყა­რო­ზე და უსი­ტყვოდ უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს. ასე ხდე­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ემის­თვის ნიკი მო­სა­წყე­ნი და აგ­რე­სი­უ­ლი ქმა­რი ხდე­ბა, ხოლო ნი­კის­თვის ემი ჯი­უ­ტი და შე­სა­გუ­ებ­ლად გა­უ­საძ­ლი­სი ცოლი. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ქორ­წი­ნე­ბის ხუთი წლის თავ­ზე ემი მო­უ­ლოდ­ნე­ლად უჩი­ნარ­დე­ბა, ყვე­ლა სამ­ხი­ლი კი მი­უ­თი­თებს, რომ ამა­ში დამ­ნა­შა­ვე ნი­კია. პო­ლი­ცია ცდი­ლობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი ამოხ­სნას. მალე, ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა, ამ ამ­ბავ­ში ლო­გი­კუ­რი ძა­ფე­ბი იო­ლად წყდე­ბა და იბურ­დე­ბა.

ეს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის დე­ვიდ ფინ­ჩე­რის ფილ­მის- "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი" სი­უ­ჟე­ტია, რო­მე­ლიც მან გი­ლი­ან ფლი­ნის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მან­ზე დაყ­რდნო­ბით გა­და­ი­ღო. ცოლ-ქმრუ­ლი, მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბე­ბი ფილ­მს ისეთ სა­ინ­ტე­რე­სოს და ჩამ­თრევს ხდის, რომ ეკ­რანს ვე­ღარ წყდე­ბი. ფილ­მს მთე­ლი სი­უ­ჟე­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში გას­დევს და­ძა­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი, რო­მე­ლიც მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად კი­დევ უფრო მტკიც­დე­ბა და ბოლო წუ­თამ­დე გი­ჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­მა­ვალ­ში, ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი" ეკ­რა­ნებ­ზე 2014 წელს გა­მო­ვი­და და მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა რო­გორც კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის, ასე­ვე მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიმ­პა­თია. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ბენ აფ­ლე­კი და რო­ზა­მუნდ პა­ი­კი თა­მა­შო­ბენ, ამ უკა­ნას­კნე­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით კრი­ტი­კო­სე­ბი იმ­დე­ნად მო­ი­ხიბლნენ რომ იგი ოს­კარ­ზეც კი წა­რად­გი­ნეს. ფილმმა, სხვა­დას­ხვა და­ჯილ­დო­ვე­ბებ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში 169 ნო­მი­ნა­ცია და 64 გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის წარ­დგე­ნი­ლი იყო ოქ­როს გლო­ბუ­სის 4 ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე და ბაფ­ტას 2 ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე. ფილმმა ჯერ კი­დევ გა­მოს­ვლამ­დე და­იმ­სა­ხუ­რა მა­ყუ­რე­ბელ­თა დიდი ინ­ტე­რე­სი და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მარ­თლდა და მო­გე­ბა­ზეც აი­სა­ხა, "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი" ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მია ფინ­ჩე­რის კა­რი­ე­რა­ში.

ფილ­მს ისე­ვე რო­გორც წიგნს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა ის თა­ვი­სი ერთ-ერთი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში "Top თრი­ლე­რი" გა­მოს­ცა. ასე რომ, New York Times- ის ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში შე­სუ­ლი, ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის- ჯი­ლი­ან ფლი­ნის წიგ­ნის "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქა­ლის" წა­კი­თხვა უკვე ქარ­თვე­ლი თრი­ლე­რის მოყ­ვა­რუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვი­საც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რომელმა ფილმმა გაიმარჯვა 64 ნომინაციაში?

რომელმა ფილმმა გაიმარჯვა 64 ნომინაციაში?

როგორია მამაკაცისთვის იდეალური ქალი? „მაგარი გოგო“, რომელიც არასოდეს არ უბრაზდება მას, ყოველთვის იღიმის და უგებს ყველაფერში. მაგრამ, რისი გაკეთება შეუძლია ასეთ „მაგარ გოგოს“ მაშინ, როდესაც მამაკაცს ნელ-ნელა ბეზრდება ის და ყურადღებას ადუნებს მის მიმართ?

ნიკი და ემი ერთი შეხედვით ფანტასტიური წყვილია, რომელთაც ერთი და იგივე ინტერესები ამოძრავებთ, ერთნაირი წარმოდგენა აქვთ გარესამყაროზე და უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ასე ხდება ქორწინებამდე, თუმცა ქორწინების შემდეგ ყველაფერი იცვლება. ემისთვის ნიკი მოსაწყენი და აგრესიული ქმარი ხდება, ხოლო ნიკისთვის ემი ჯიუტი და შესაგუებლად გაუსაძლისი ცოლი. ამას ისიც ემატება, რომ ქორწინების ხუთი წლის თავზე ემი მოულოდნელად უჩინარდება, ყველა სამხილი კი მიუთითებს, რომ ამაში დამნაშავე ნიკია. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება.

ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის დევიდ ფინჩერის ფილმის- „გაუჩინარებული ქალი“ სიუჟეტია, რომელიც მან გილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანზე დაყრდნობით გადაიღო. ცოლ-ქმრული, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, ფსიქიკური პრობლემები და სხვადასხვა ადამიანური გრძნობები ფილმს ისეთ საინტერესოს და ჩამთრევს ხდის, რომ ეკრანს ვეღარ წყდები. ფილმს მთელი სიუჟეტის განმავლობაში გასდევს დაძაბული ემოციური ფონი, რომელიც მის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მტკიცდება და ბოლო წუთამდე გიჭირს იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ან როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. „გაუჩინარებული ქალი“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა როგორც კინოკრიტიკოსების, ასევე მაყურებლის დიდი სიმპათია. ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი და როზამუნდ პაიკი თამაშობენ, ამ უკანასკნელის შესრულებული როლით კრიტიკოსები იმდენად მოიხიბლნენ რომ იგი ოსკარზეც კი წარადგინეს. ფილმმა, სხვადასხვა დაჯილდოვებებში, საერთო ჯამში 169 ნომინაცია და 64 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის 4 ნომინაციაზე და ბაფტას 2 ნომინაციაზე. ფილმმა ჯერ კიდევ გამოსვლამდე დაიმსახურა მაყურებელთა დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა, რაც საბოლოო ჯამში გამართლდა და მოგებაზეც აისახა, „გაუჩინარებული ქალი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია ფინჩერის კარიერაში.

ფილმს ისევე როგორც წიგნს დიდი გამოხმაურება მოყვა საქართველოშიც, ამიტომ გამომცემლობა პალიტრა L-მა ის თავისი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში “Top თრილერი“ გამოსცა. ასე რომ, New York Times- ის ბესტსელერების სიაში შესული, ამერიკელი მწერლის- ჯილიან ფლინის წიგნის “გაუჩინარებული ქალის“ წაკითხვა უკვე ქართველი თრილერის მოყვარული მკითხველისთვისაც არის შესაძლებელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი