პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა ბათუმში 5 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი - მისი 6 წლისა და წლინახევრის ძმები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან
რა გახდა ბათუმში 5 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი - მისი 6 წლისა და წლინახევრის ძმები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან

ბა­თუმ­ში 5 თვის გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, ხოლო მისი 6 წლი­სა და წლი­ნა­ხევ­რის ძმე­ბი ამ დრომ­დე ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­მი­ვე და-ძმა სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მას შემ­დეგ მოხ­ვდნენ, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი ოჯახ­ში დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სავ­სე­ბად მი­ვი­და. ბავ­შვე­ბის ოჯა­ხი ჯერ კა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ გუ­რი­ა­ში, შემ­დეგ კი ბა­თუ­მის მიმ­დე­ბა­რედ ჩაქვში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში და­სახ­ლდა. ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და სა­ხელ­მწი­ფოს­გან დახ­მა­რე­ბას იღებ­და.

5 თვის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი - მცი­რე­წლო­ვანს საკ­ვე­ბი ვერ მი­ე­წო­დე­ბო­და, მე­ო­რე - ბავ­შვზე არა­სა­თა­ნა­დოდ ზრუ­ნავ­დნენ, მე­სა­მე - გარ­დაც­ვა­ლე­ბა ბავ­შვის თან­და­ყო­ლილ პა­თო­ლო­გი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც აჭა­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის ფი­ლი­ა­ლის უფ­როს­მა, თე­მურ ქარ­ცი­ვა­ძემ Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, მათ ოჯა­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ისი­ნი გუ­რი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა თან­და­ყო­ლილ პა­თო­ლო­გი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის მცი­რე­წლო­ვან ძმებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბულ­ნი, მათ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფომ აი­ღოს.

"ბავ­შვს და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ჰქონ­და თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი. ის 5 თვი­დან 3 თვე და 20 დღე თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის და ბა­თუ­მის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრში სამდღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ბავ­შვი სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ამის მი­ზე­ზი შიმ­ში­ლი არ გამ­ხდა­რა, რად­გან რო­გორც იცით, ბავ­შვმა სი­ცო­ცხლის უმე­ტე­სი დრო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­ა­ტა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, ეს ოჯა­ხი საკ­მა­ოდ ხში­რად იც­ვლი­და სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს. ბო­ლოს გუ­რი­ა­ში, სუფ­სა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან რო­გორც სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ასე­ვე, სხვა ბე­ნე­ფი­ტებს ღე­ბუ­ლობ­დნენ. ოჯახს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ნორ­მა­ლუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­ე­წია. მოკ­ვლე­ვი­სა და მშობ­ლებ­თან შე­ა­თან­ხმე­ბით, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, აღ­ზრდის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს. რო­დე­საც ოჯახ­ში არ არის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვის აღ­ზრდას სჭირ­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არის მინ­დო­ბით აღ­ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა თე­მურ ქარ­ცი­ვა­ძემ.

ექი­მის ვახ­ტანგ აფხა­ზა­ვას თქმით, 5 თვის გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით შე­ვი­და და მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"პა­ცი­ენ­ტი კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში 11 ოქ­ტომ­ბერს შე­მო­ვი­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო უკი­დუ­რე­სად მძი­მე, გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე გვყავ­და, ჩა­უ­ტარ­და ან­ტი­შო­კუ­რი თე­რა­პია, თუმ­ცა ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ აფხა­ზა­ვამ.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ძმე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

ხი­ლეთ ვი­დეო

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა გახდა ბათუმში 5 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი - მისი 6 წლისა და წლინახევრის ძმები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან

რა გახდა ბათუმში 5 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი - მისი 6 წლისა და წლინახევრის ძმები ამ დრომდე საავადმყოფოში არიან

ბათუმში 5 თვის გოგონა დაიღუპა, ხოლო მისი 6 წლისა და წლინახევრის ძმები ამ დრომდე ბავშვთა საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

სამივე და-ძმა სასუნთქი გზების პრობლემებით საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდნენ, რაც სოციალური აგენტი ოჯახში დეკლარაციის შესავსებად მივიდა. ბავშვების ოჯახი ჯერ კახეთში ცხოვრობდა, შემდეგ გურიაში, შემდეგ კი ბათუმის მიმდებარედ ჩაქვში ნაქირავებ ბინაში დასახლდა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში წლების განმავლობაში იყო და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდა.

5 თვის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. პირველი - მცირეწლოვანს საკვები ვერ მიეწოდებოდა, მეორე - ბავშვზე არასათანადოდ ზრუნავდნენ, მესამე - გარდაცვალება ბავშვის თანდაყოლილ პათოლოგიებს უკავშირდება.

როგორც აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა, თემურ ქარცივაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, მათ ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გურიაში ცხოვრობდნენ.

მისივე ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალება თანდაყოლილ პათოლოგიებს უკავშირდება. რაც შეეხება გარდაცვლილის მცირეწლოვან ძმებს, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი, მათზე მზრუნველობა შესაძლოა, სახელმწიფომ აიღოს.

"ბავშვს დაბადებისთანავე ჰქონდა თანდაყოლილი პათოლოგიები. ის 5 თვიდან 3 თვე და 20 დღე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდა. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში სამდღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის მიზეზი შიმშილი არ გამხდარა, რადგან როგორც იცით, ბავშვმა სიცოცხლის უმეტესი დრო საავადმყოფოებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. რაც შეეხება ოჯახს, ეს ოჯახი საკმაოდ ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ბოლოს გურიაში, სუფსაში ცხოვრობდა და სახელმწიფოს მხრიდან როგორც სოციალურ დახმარებას ასევე, სხვა ბენეფიტებს ღებულობდნენ. ოჯახს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გაღებული თანხა აძლევდა საშუალებას, რომ ბავშვებისთვის ნორმალური ზედამხედველობა გაეწია. მოკვლევისა და მშობლებთან შეათანხმებით, თუ საჭირო გახდება, აღზრდის ალტერნატიული ფორმები შეიძლება მოიძებნოს. როდესაც ოჯახში არ არის პირობები, რომელიც ბავშვის აღზრდას სჭირდება, სახელმწიფოს მხრიდან არის მინდობით აღზრდის შესაძლებლობა", - აღნიშნა თემურ ქარცივაძემ.

ექიმის ვახტანგ აფხაზავას თქმით, 5 თვის გოგონა საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით შევიდა და მკურნალობის მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 11 ოქტომბერს შემოვიდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა. ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავდა, ჩაუტარდა ანტიშოკური თერაპია, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, - აღნიშნა ვახტანგ აფხაზავამ.

საავადმყოფოში მოთავსებული ძმების მდგომარეობა სტაბილურია.

ხილეთ ვიდეო

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი