პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი იქნებით, ვისაც მისი დახმარება მოგინდებათ" - ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც "ფეისბუქი" დაიპყრო
"ბევრი იქნებით, ვისაც მისი დახმარება მოგინდებათ" - ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც "ფეისბუქი" დაიპყრო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში მრი­ცხველ­ზე გაკ­რუ­ლი წე­რი­ლის ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა.

წე­რილ­ში ეწე­რა:

"ძა­ლი­ან გთხოვთ, რო­გორც შვილს, არ გა­მი­თი­შოთ, პენ­სი­ას ავი­ღებ და პა­რას­კევს გა­და­ვიხ­დი". ფო­ტოს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. მათი უმე­ტე­სო­ბა წე­რი­ლის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­ამ ოშხნელ­მა წე­რი­ლის ავ­ტო­რი იპო­ვა და მას სახ­ლშიც ეს­ტუმ­რა.

"ვი­პო­ვე! მრი­ცხველ­ზე გაკ­რუ­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ი­ა­რა, ლილი ბე­ბოს და­წე­რი­ლია... აქ გა­გაც­ნობთ, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხის მი­მართ ვინც იცის, მიხ­ვდე­ბა, რომ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მეძ­ლო! იმ­დე­ნად ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ა­შე­ა­რა წე­რი­ლი, ვფიქ­რობ, რომ ბევ­რი იქ­ნე­ბით, ვი­საც ლილი ბე­ბოს დახ­მა­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ. მოკ­ლედ:

ისე იღი­მის, და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხვდე­ბი, რომ სევ­დას­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდო­ბის მერ­ცხლე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ მის თვა­ლებ­ში... მალე 80 წლის ხდე­ბა, ფე­რა­დია და ლაღი... მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რია, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას არ იღებს, არ წუ­წუ­ნებს, უბ­რა­ლოდ წამ­ლე­ბის­თვის ფული ხში­რად აღარ რჩე­ბა... მრი­ცხველ­ზე ცნო­ბი­ლი წე­რი­ლი ისევ გაკ­რუ­ლია, ამ­ბობს, რომ საქ­მეს შვე­ლის...

მო­მეხ­მა­რეთ, ცოტა მე­ტად გა­ვა­ბედ­ნი­ე­როთ ეს ადა­მი­ა­ნი, გა­ავ­რცე­ლეთ, ვი­საც სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა გა­უ­კე­თოს სა­ჩუ­ქა­რი (ასე და­ვარ­ქვათ, ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა ხალ­ხის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა) და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნებ. რო­გორც ყო­ველ­თვის, ვიცი, რომ ჩემს გვერ­დით იქ­ნე­ბით", - წერს მა­რი­ამ ოშხნე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ბევრი იქნებით, ვისაც მისი დახმარება მოგინდებათ" - ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც "ფეისბუქი" დაიპყრო

"ბევრი იქნებით, ვისაც მისი დახმარება მოგინდებათ" - ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც "ფეისბუქი" დაიპყრო

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში მრიცხველზე გაკრული წერილის ფოტო გავრცელდა, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა.

წერილში ეწერა:

"ძალიან გთხოვთ, როგორც შვილს, არ გამითიშოთ, პენსიას ავიღებ და პარასკევს გადავიხდი". ფოტოს ინტერნეტმომხმარებლების უამრავი კომენტარი მოჰყვა. მათი უმეტესობა წერილის ავტორის ვინაობით დაინტერესდა.

როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტმა მარიამ ოშხნელმა წერილის ავტორი იპოვა და მას სახლშიც ესტუმრა.

"ვიპოვე! მრიცხველზე გაკრული წერილი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიარა, ლილი ბებოს დაწერილია... აქ გაგაცნობთ, ჩემი დამოკიდებულება ასაკოვანი ხალხის მიმართ ვინც იცის, მიხვდება, რომ სხვანაირად არ შემეძლო! იმდენად ბევრმა ადამიანმა გააშეარა წერილი, ვფიქრობ, რომ ბევრი იქნებით, ვისაც ლილი ბებოს დახმარება მოგინდებათ. მოკლედ:

ისე იღიმის, დანახვისთანავე ხვდები, რომ სევდასთან ერთად ახალგაზრდობის მერცხლები დაფრინავენ მის თვალებში... მალე 80 წლის ხდება, ფერადია და ლაღი... მარტოხელა პენსიონერია, სოციალურ დახმარებას არ იღებს, არ წუწუნებს, უბრალოდ წამლებისთვის ფული ხშირად აღარ რჩება...  მრიცხველზე ცნობილი წერილი ისევ გაკრულია, ამბობს, რომ საქმეს შველის...

მომეხმარეთ, ცოტა მეტად გავაბედნიეროთ ეს ადამიანი, გაავრცელეთ, ვისაც სურვილი გაუჩნდება გაუკეთოს საჩუქარი (ასე დავარქვათ, ეუხერხულება ხალხისთვის დახმარების თხოვნა) დავაკვალიანებ. როგორც ყოველთვის, ვიცი, რომ ჩემს გვერდით იქნებით", - წერს მარიამ ოშხნელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს