პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა შევიდეს პარლამენტში - აკო მინაშვილი
"ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა შევიდეს პარლამენტში - აკო მინაშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, აკო მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ ხედ­ვას აქ­ვეყ­ნებს:

"არ ვა­პი­რებ­დი ამ სა­კი­თხზე სა­ჯა­როდ ჩემი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას. ხვალ პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ბევ­რმა ჩემ­მა თა­ნა­მებ­რძოლ­მა ღიად გა­მოთ­ქვა სა­კუ­თა­რი აზრი, მეც მინ­და ენმ-ის მხარ­დამ­ჭე­რებს ჩემი მიდ­გო­მა გა­ვაც­ნო.

1. მე ვთვლი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არ უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში, ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა გა­მო­ი­ყე­ნებს გა­ყალ­ბე­ბის ანა­ლო­გი­ურ მე­თო­დებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი არ იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი. ამი­ტომ არ ღირს დრო­ის, ენერ­გი­ის და რე­სურ­სის ფუჭი ხარ­ჯვა. ასე­თი ტი­პის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად სხვა ტი­პის სა­არ­ჩევ­ნო მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. ორ კვი­რა­ში ვერ მო­ვას­წრებთ, თუმ­ცა შემ­დგო­მი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

2. ვფიქ­რობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ უნდა შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. ად­გი­ლი ჰქონ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან და მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­ყალ­ბე­ბას (ელ­ცი­ნის პე­რი­ო­დის გა­ყალ­ბე­ბის სტილ­ში). არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არ გა­მო­ხა­ტავ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას. ამის თუნ­დაც ერთი მა­გა­ლი­თია 25 ათა­სი ბა­თი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტი­ნი აჭა­რა­ში. პარ­ლა­მენ­ტში ჩვე­ნი შეს­ვლით არ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ამ მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია. მე­ო­რეს მხრივ, არ შეს­ვლით ჩვენ ვა­ფიქ­სი­რებთ ჩვენს ხმა­მა­ღალ საპ­რო­ტეს­ტო პო­ზი­ცი­ას, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს არა­ორ­დი­ნა­ლურ სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯებს (ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში) ეს ნა­ბი­ჯიც თა­ვის­თა­ვად აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია. ეს სვლა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს მა­ღალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბას, ასე­ვე ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და ამომ­რჩევ­ლის ფო­კუ­სი­რე­ბას ამ მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვებ­ზე. ამა­ვე დროს პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ე.წ. ქუ­ჩის პო­ლი­ტი­კა­ზე გა­დას­ვლას. არის ბევ­რი სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ბერ­კე­ტი და მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც პარ­ტია იქ­ნე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ეს მიდ­გო­მა არა­თუ არ და­ა­სუს­ტებს, არა­მედ გა­აძ­ლი­ე­რებს პარ­ტი­ის რე­ნო­მეს, ძა­ლას და სტა­ტუსს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ქონ­და ბო­ი­კო­ტი, მაგ­რამ ამან არ შე­ა­სუს­ტა პარ­ტი­ის აქ­ტი­ვო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა (არ ვამ­ბობ მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, ვი­ნა­ი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში სწო­რედ "ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი)

3. და მა­ინც მთა­ვა­რი სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე არის ის, თუ რო­გორ და­ვი­ცავთ ჩვენ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის ხმებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა არა 500 ათას­მა ამომ­რჩე­ველ­მა, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა, უბ­რა­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით ეს ხმე­ბი არ აი­სა­ხა ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში.

4. წყა­ლი არ გა­უ­ვა, რომ ჩვენ ერ­თად და­ვას­რუ­ლებთ ივა­ნიშ­ვი­ლის ამ "კა­მან­დას" ძა­ლი­ან მალე. ეს გარ­და­უ­ვა­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა. ასე რომ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი უნდა იყ­ვნენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. მთა­ვა­რია, გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ "ოც­ნე­ბის" თაღ­ლი­თო­ბის სქე­მა. ჩვე­ნი შეც­დო­მა იყო ის, რომ თუნ­დაც მცი­რე­დით და­ვუშ­ვით, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ზღვარს არ გა­და­ვი­დო­და.

5. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენს მხარ­დამ­ჭერს. თქვენს მხრებ­ზე გა­დავ­ლი­ლი ეს ქარ­ტე­ხი­ლე­ბი ამა­ოდ არ ჩა­ივ­ლის. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას თქვენ­თან ერ­თად".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა შევიდეს პარლამენტში - აკო მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა შევიდეს პარლამენტში - აკო მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკო მიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე არჩევნების შემდეგ პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას აქვეყნებს:

"არ ვაპირებდი ამ საკითხზე საჯაროდ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას. ხვალ პარტიის პოლიტიკური საბჭო ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ვინაიდან ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ღიად გამოთქვა საკუთარი აზრი, მეც მინდა ენმ-ის მხარდამჭერებს ჩემი მიდგომა გავაცნო.

1. მე ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, ვინაიდან ქართული ოცნება გამოიყენებს გაყალბების ანალოგიურ მეთოდებს და, შესაბამისად, ოფიციალური შედეგები არ იქნება რეალური. ამიტომ არ ღირს დროის, ენერგიის და რესურსის ფუჭი ხარჯვა. ასეთი ტიპის გაყალბების შესაკავებლად სხვა ტიპის საარჩევნო მომზადებაა საჭირო. ორ კვირაში ვერ მოვასწრებთ, თუმცა შემდგომი არჩევნებისთვის გავითვალისწინებთ.

2. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან გაყალბებას (ელცინის პერიოდის გაყალბების სტილში). არჩევნების შედეგები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. ამის თუნდაც ერთი მაგალითია 25 ათასი ბათილი საარჩევნო ბიულეტინი აჭარაში. პარლამენტში ჩვენი შესვლით არ უნდა მოვახდინოთ ამ მაქინაციების ლეგიტიმაცია. მეორეს მხრივ, არ შესვლით ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს ხმამაღალ საპროტესტო პოზიციას, რომ ქვეყანაში შეიქმნა განსაკუთრებული ვითარება, რომელიც საჭიროებს არაორდინალურ საპასუხო ნაბიჯებს (ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში) ეს ნაბიჯიც თავისთავად აქტიური პოლიტიკური პოზიცია. ეს სვლა იქნება ძალიან რეზონანსული, რომელიც გამოიწვევს მაღალ საერთაშორისო ყურადღებას, ასევე ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის ფოკუსირებას ამ მასობრივ დარღვევებზე. ამავე დროს პარლამენტში არ შესვლა არ ნიშნავს მხოლოდ ე.წ. ქუჩის პოლიტიკაზე გადასვლას. არის ბევრი სხვა პოლიტიკური ბერკეტი და მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც პარტია იქნება ყურადღების ცენტრში. ეს მიდგომა არათუ არ დაასუსტებს, არამედ გააძლიერებს პარტიის რენომეს, ძალას და სტატუსს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" გამოცხადებული ქონდა ბოიკოტი, მაგრამ ამან არ შეასუსტა პარტიის აქტივობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა (არ ვამბობ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ სამართლიანი არჩევნების პირობებში სწორედ "ოცნება" იქნებოდა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი)

3. და მაინც მთავარი საკითხი ამ ეტაპზე არის ის, თუ როგორ დავიცავთ ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს. მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაუჭირა არა 500 ათასმა ამომრჩეველმა, არამედ გაცილებით მეტმა, უბრალოდ ივანიშვილის მაქინაციებით ეს ხმები არ აისახა ოფიციალურ მონაცემებში.

4. წყალი არ გაუვა, რომ ჩვენ ერთად დავასრულებთ ივანიშვილის ამ "კამანდას" ძალიან მალე. ეს გარდაუვალი კანონზომიერებაა. ასე რომ ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. მთავარია, გამოცდილება მივიღეთ და კარგად შევისწავლეთ "ოცნების" თაღლითობის სქემა. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ თუნდაც მცირედით დავუშვით, რომ ივანიშვილი ზღვარს არ გადავიდოდა.

5. დიდი მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს. თქვენს მხრებზე გადავლილი ეს ქარტეხილები ამაოდ არ ჩაივლის. აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას თქვენთან ერთად".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს