საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაშა ბანკმა SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა
პაშა ბანკმა SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბან­კი, უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს SWIFT-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ე­ბის სე­მი­ნარ­ში - SIBOS (Swift International Banking Operations Seminar), რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ჟე­ნე­ვა­ში გა­ი­მარ­თა.

პაშა ბან­კი ტრა­დი­ცი­უ­ლად სამ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­და სე­მი­ნარ­ზე: აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლოს და თურ­ქეთს. პაშა ბან­კი რე­გი­ო­ნა­ლურ კორ­პო­რა­ტი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს მსხვილ და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, ბანკთა­შო­რი­სი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის კუ­თხით პაშა ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლი იყო.

SIBOS არის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სე­მი­ნა­რი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია SWIFT (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication). თავ­და­პირ­ვე­ლად ის და­ი­წყო რო­გორც SWIFT-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ე­ბის სე­მი­ნა­რი და დღეს­დღე­ო­ბით წარ­მო­ად­გენს პრე­მი­უმ კლა­სის ბიზ­ნეს ფო­რუმს გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი წრე­ე­ბის­თვის. SIBOS-ზე ეწყო­ბა დე­ბა­ტე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის იხ­სნე­ბა ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის, ნაღ­დი ფუ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ვაჭ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში SIBOS წარ­მო­ად­გენს 7000-მდე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბის და სა­ფი­ნან­სო ბაზ­რის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გილს. SIBOS-ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია 200-მდე სა­გა­მო­ფე­ნო სტენ­დი; გარ­და ამი­სა, ასო­ბით გა­მომ­სვლე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეწყო­ბა მრა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცია და ღო­ნის­ძი­ე­ბა. SIBOS არის ად­გი­ლი, სა­დაც ხდე­ბა ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბა და ფი­ნან­სუ­რი ინ­დუსტრი­ის მო­მავ­ლის კო­ლექ­ტი­უ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

"პაშა ბან­კი წინა წლე­ბის მსგავ­სად კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი სტენ­დით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ისეთ ბან­კებს შო­რის, რო­გო­რე­ბი­ცაა: Barclays, Deutsche Bank, Citi, Raiffeisen Switzerland და სხვე­ბი. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და გა­ვუ­ზი­ა­როთ ჩვენს კლი­ენ­ტებს," თქვა შა­ჰინ მამ­მა­დოვ­მა, პაშა ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ.

"ჩვენ კლი­ენ­ტებ­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვა­კავ­ში­რებს და ვცდი­ლობთ, დავ­ნერ­გოთ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მათ კომ­ფორ­ტუ­ლად შეძ­ლონ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვად, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. მათ­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბა­ში ხელს გვი­წყობს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა წამ­ყვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კებ­თან და მხარ­და­ჭე­რა ძლი­ე­რი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­გან მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­საძ­ლოა აწარ­მო­ებ­დნენ ბიზ­ნესს ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი. SIBOS-ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამა­ში ცალ­სა­ხად გვეხ­მა­რე­ბა, რად­გან ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა მსხვილ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბანკთან ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და აქ­ტი­უ­რად ვვი­თარ­დე­ბით," თქვა მამ­მა­დოვ­მა.

პაშა ბანკმა SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკმა SWIFT-ის მიერ ჟენევაში ორგანიზებულ საბანკო სემინარში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკი, უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობას იღებს SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარში - SIBOS (Swift International Banking Operations Seminar), რომელიც ამჯერად შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა.

პაშა ბანკი ტრადიციულად სამ ქვეყანას წარმოადგენდა სემინარზე: აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. პაშა ბანკი რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. შესაბამისად, ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტების კუთხით პაშა ბანკთან თანამშრომლობის ინტერესი მაღალი იყო.

SIBOS არის ყოველწლიური საბანკო და საფინანსო სემინარი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კომპანია SWIFT (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication). თავდაპირველად ის დაიწყო როგორც SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარი და დღესდღეობით წარმოადგენს პრემიუმ კლასის ბიზნეს ფორუმს გლობალური ფინანსური წრეებისთვის. SIBOS-ზე ეწყობა დებატები და მონაწილეებისთვის იხსნება ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები ანგარიშსწორების, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ნაღდი ფულის მენეჯმენტისა და ვაჭრობის მიმართულებით. ერთი კვირის განმავლობაში SIBOS წარმოადგენს 7000-მდე ფინანსური ინსტიტუტის, მულტინაციონალური კორპორაციების, ტექნოლოგიური პარტნიორების და საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეების გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ექსპერტების თავშეყრის ადგილს. SIBOS-ზე წარმოდგენილია 200-მდე საგამოფენო სტენდი; გარდა ამისა, ასობით გამომსვლელის მონაწილეობით ეწყობა მრავალი კონფერენცია და ღონისძიება. SIBOS არის ადგილი, სადაც ხდება ბიზნეს გარიგებების დადება და ფინანსური ინდუსტრიის მომავლის კოლექტიურად ჩამოყალიბება.

„პაშა ბანკი წინა წლების მსგავსად კონფერენციაზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი ისეთ ბანკებს შორის, როგორებიცაა: Barclays, Deutsche Bank, Citi, Raiffeisen Switzerland და სხვები. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს აქ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ და გავუზიაროთ ჩვენს კლიენტებს,“ თქვა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

“ჩვენ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს და ვცდილობთ, დავნერგოთ თანამედროვე საერთაშორისო საფინანსო გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ მათ კომფორტულად შეძლონ ბიზნესის წარმოება როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში ხელს გვიწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან საერთაშორისო ბანკებთან და მხარდაჭერა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტებისგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა აწარმოებდნენ ბიზნესს ჩვენი კლიენტები. SIBOS-ზე მონაწილეობა ამაში ცალსახად გვეხმარება, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ყველა მსხვილ საერთაშორისო ბანკთან ვახორციელებთ მოლაპარაკებებს და აქტიურად ვვითარდებით,“ თქვა მამმადოვმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი