საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა
თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი კი­დევ სამი თვით გა­ა­ხან­გრძლი­ვა. სა­ა­გენ­ტო "ანა­დო­ლუს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ვი­ცეპ­რე­მი­ერ­მა ნუ­მან ქურ­თულ­მუს­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­რან­მა სამ­თავ­რო­ბო სხდო­მა­ზე მი­ი­ღო. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის სა­კითხს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რა რამ­დე­ნი­მე კვი­რაა გა­ნი­ხი­ლავს. სა­ბო­ლო­ოდ, რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს თურ­ქე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ მი­მარ­თა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ლი­სის ღა­მეს, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში მას­შტა­ბუ­რი წმენ­და ჩა­ტარ­და. სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და­ი­თხო­ვეს ასო­ბით სა­ჯა­რო მო­ხე­ლე.

ამ­ბო­ხის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 30 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა 70 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერდორანმა სამთავრობო სხდომაზე მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს ოფიციალური ანკარა რამდენიმე კვირაა განიხილავს. საბოლოოდ, რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა.

მიმდინარე წლის 16 ივლისის ღამეს, სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქვეყნის თითქმის ყველა დაწესებულებაში და განსაკუთრებით, ძალოვან უწყებებში მასშტაბური წმენდა ჩატარდა. სამსახურებიდან დაითხოვეს ასობით საჯარო მოხელე.

ამბოხის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის გამოძიება 70 000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა