პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რომის პაპის ვიზიტზე უცხოური მედია: "წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩატარდა"
რას წერს რომის პაპის ვიზიტზე უცხოური მედია: "წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩატარდა"

რო­მის პა­პის სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის გა­სა­შუ­ქებ­ლად აკ­რე­დი­ტა­ცია 150-ზე მეტ­მა უცხო­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ი­ა­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, გან­სა­კუთ­რე­ბით, პონ­ტი­ფი­კო­სის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წმინ­და წირ­ვა მო­ექ­ცა, რომ­ლის შემ­დე­გაც, ისეთ ცნო­ბილ და­სავ­ლურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, რო­გო­რიც, "ბი-ბი-სი" და "რო­ი­ტე­რია", გაჩ­ნდა სტა­ტი­ე­ბი, სა­თა­უ­რით "რო­მის პაპ­მა წმინ­და წირ­ვა თბი­ლი­სის ნა­ხევ­რა­დცა­რი­ელ მო­ე­დან­ზე ჩა­ა­ტა­რა".

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რის" რე­პორ­ტი­ო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში პაპი ფრან­ცის­კე 16 ქვე­ყა­ნას ეწ­ვია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ წირ­ვას ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

"ბი-ბი-სი"-ს თქმით, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ქარ­თულ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ თა­ვის მრევლს ურ­ჩია, რო­მა­ულ-კა­თო­ლი­კურ მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღო.

"რო­მის პა­პის ჩა­მოს­ვლამ­დე ორი დღით ადრე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ, მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლებს კა­თო­ლი­კურ წირ­ვა­ზე დას­წრე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დოქ­ტრი­ნე­ბის გამო არ შე­ეძ­ლოთ", - ნათ­ქვა­მია "ბი-ბი-სი"-ს სტა­ტი­ა­ში.

რე­პორ­ტი­ო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ე­დან­ზე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 25 ათას ადა­მი­ანს იტევს, 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ კი დე­ლე­გა­ცია არ გა­აგ­ზავ­ნა.

უცხო­ელ რე­პორ­ტი­ო­რებს წირ­ვა­ზე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და პირ­ვე­ლი ლე­დის, მაკა ჩი­ჩუ­ას დას­წრე­ბაც არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა აე­რო­პორ­ტის გზა­ზე გა­მარ­თულ­მა საპ­რო­ტე­სო აქ­ცი­ამ და წარ­წე­რა­მაც " ვა­ტი­კა­ნი-სუ­ლი­ე­რი აგ­რე­სო­რია" მი­ი­პყრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რას წერს რომის პაპის ვიზიტზე უცხოური მედია: "წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩატარდა"

რას წერს რომის პაპის ვიზიტზე უცხოური მედია: "წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩატარდა"

რომის პაპის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის გასაშუქებლად აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა. საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით, პონტიფიკოსის მიერ ჩატარებული წმინდა წირვა მოექცა, რომლის შემდეგაც, ისეთ ცნობილ დასავლურ მედიასაშუალებებში, როგორიც, "ბი-ბი-სი" და "როიტერია", გაჩნდა სტატიები, სათაურით "რომის პაპმა წმინდა წირვა თბილისის ნახევრადცარიელ მოედანზე ჩაატარა".

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" რეპორტიორების განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში პაპი ფრანცისკე 16 ქვეყანას ეწვია, თუმცა საქართველოში ჩატარებულ წირვას ყველაზე ნაკლები ადამიანი დაესწრო.

"ბი-ბი-სი"-ს თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის მრევლს ურჩია, რომაულ-კათოლიკურ მსახურებაში მონაწილეობა არ მიეღო.

"რომის პაპის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მართლმადიდებლებს კათოლიკურ წირვაზე დასწრება განსხვავებული დოქტრინების გამო არ შეეძლოთ", - ნათქვამია "ბი-ბი-სი"-ს სტატიაში.

რეპორტიორის ინფორმაციით, მოედანზე, რომელიც დაახლოებით 25 ათას ადამიანს იტევს, 3 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი დელეგაცია არ გააგზავნა.

უცხოელ რეპორტიორებს წირვაზე ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დასწრებაც არ გამორჩენიათ. საერთაშორისო მედიის ყურადღება აეროპორტის გზაზე გამართულმა საპროტესო აქციამ და წარწერამაც " ვატიკანი-სულიერი აგრესორია" მიიპყრო.