საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები
მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის "მე­ო­რე არ­ხის" ეთერ­ში "გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მი გა­ვი­და, რომ­ლის მთა­ვა­რი თემა მაგ­და პა­პი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბი და სამ­ხი­ლე­ბი იყო.

ფილ­მის ავ­ტო­რებ­მა, ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილ­მა და მაია გო­გო­ლა­ძემ ყუ­რა­დღე­ბა საქ­მე­ში კა­ნონ­თან შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო­ე­ბებ­სა და­სა­ეჭ­ვო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საყ­რდენს აც­ლის გა­რე­მო­ე­ბა­თა ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც ძი­ე­ბას არ აქვს შეს­წავ­ლი­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი," - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში.

პირ­ვე­ლი, რაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნი­ეს, მაგ­და "ეს-ემ-ეს" მი­მო­წე­რაა.

პა­პი­ძემ მე­ზო­ბელ ქალს, ნანა ტუ­ხაშ­ვილს მის­წე­რა, რომ არ და­ე­ძი­ნა, ერთ სა­ათ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და და თმას შე­უ­ღე­ბავ­და, რა­ზეც მან თან­ხმო­ბა მი­ი­ღო. ფილმში ნათ­ქვა­მია, რომ ეს მი­მო­წე­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ას, რომ პა­პი­ძეს ამ დროს მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, საყ­რდენს აც­ლის, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში იგი მე­ზო­ბელ ქალს სი­ფხიზ­ლის­კენ არ მო­უ­წო­დებ­და.

მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა მოკ­ლუ­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნია, რო­მელ­ზეც გო­რი­დან თბი­ლის­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ არ­ცერ­თი ზარი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ამით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არც მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი შე­უს­წავ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, შვილს ურე­კავ­და, ზარი გა­დი­ო­და, თუმ­ცა არ პა­სუ­ხობ­და, შემ­დეგ კი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი გავიდა, რომლის მთავარი თემა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებული გაუხმაურებელი დეტალები და სამხილები იყო.

ფილმის ავტორებმა, ლია ტოკლიკიშვილმა და მაია გოგოლაძემ ყურადღება საქმეში კანონთან შეუსაბამო გარემოებებსა დასაეჭვო მტკიცებულებებზე გაამახვილეს.

"პროკურატურის მტკიცებულებებს ხშირ შემთხვევაში საყრდენს აცლის გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც ძიებას არ აქვს შესწავლილი და გათვალისწინებული," - ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.

პირველი, რაც ჟურნალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგდა "ეს-ემ-ეს" მიმოწერაა.

პაპიძემ მეზობელ ქალს, ნანა ტუხაშვილს მისწერა, რომ არ დაეძინა, ერთ საათში დაბრუნდებოდა და თმას შეუღებავდა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. ფილმში ნათქვამია, რომ ეს მიმოწერა პროკურატურის ვერსიას, რომ პაპიძეს ამ დროს მეუღლის მკვლელობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საყრდენს აცლის, რადგან ამ შემთხვევაში იგი მეზობელ ქალს სიფხიზლისკენ არ მოუწოდებდა.

მეორე გარემოება მოკლული ომარ ქაფიაშვილი მობილური ტელეფონია, რომელზეც გორიდან თბილისში, სავარაუდოდ სახლში დაბრუნების შემდეგ არცერთი ზარი არ განხორციელებულა. ჟურნალისტების თქმით, გამოძიება ამით არ დაინტერესებულა და არც მისი მობილური ტელეფონი შეუსწავლია. გარდაცვლილის დედის თქმით, შვილს ურეკავდა, ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი