იტალიელმა ნეიროქირურგმა სერჯიო კანავერომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ცხოველები (თაგვი და ძაღლი), რომელთაც თავის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანეს. ექიმმა საცდელ ცხოველს თავი მთლიანად არ მოაჭრა, გადაჭრა მხოლოდ ხერხემალი, რომლის აღდგენის სირთულეც გახლავთ სრულფასოვანი გადანერგვის შემაფერხებელი ფაქტორი. კანავეროს თქმით, მან გამოიყენა პოლიეთილენგლიკოლი, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანებულ ნაწილში შეყავდა და ეს ხელს უწყობდა ნეირონების კავშირის აღდგენას.
როგორც დამოუკიდებელი სპეციალისტები აღნიშნავენ, ექსპერიმენტის ფასეულობას აკნინებს დამკვირვებელი ჯგუფის და იმ ფაქტების არარსებობა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საცდელი ცხოველების ხერხემალი საკმარისად იყო დაზიანებული.
კანავეროს ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანის თავის გადანერგვის შესამზადებლად. მისი პაციენტი რუსი პროგრამისტია, რომელიც მძიმე დაავადებით იტანჯება. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ოპერაციის განხორციელება ადამიანზე შესაძლებელია.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.