პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ ბერძენიშვილის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები - რატომ იყო გულნატკენი ბოლო წლებში დიდი ქართველი ხელოვანი
მერაბ ბერძენიშვილის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები - რატომ იყო გულნატკენი ბოლო წლებში დიდი ქართველი ხელოვანი

17 სექ­ტემ­ბერს, 87 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კე, ფერმ­წე­რი და გრა­ფი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი, რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად მო­ნუ­მენ­ტუ­რი ქან­და­კე­ბის დარ­გში მუ­შა­ობ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შექ­მნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არ არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც მისი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი არ იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი დიდი შრო­მი­სა და გან­ცდე­ბის ფა­სად ჯდე­ბო­და... არც ისე იოლი გზა გან­ვლო მის­მა პირ­ველ­მა ძეგლ­მა (და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი) ჩა­ნა­ფიქ­რი­დან სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე. აი, რას წერ­და ამა­ზე თა­ვად ავ­ტო­რი სა­კუ­თარ "მო­გო­ნე­ბებ­ში" ("საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო," 1979 წელი):

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ძეგლი და­მიკ­ვე­თა. მე ის შე­ვას­რუ­ლე. ნა­მუ­შე­ვარს მო­წო­ნე­ბა ხვდა სპე­ცი­ა­ლის­ტთა შო­რის, შემ­დეგ კი ქა­ლაქ­ში და­სად­გმე­ლად მი­ვი­ღე დაკ­ვე­თა. ეს­კი­ზი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან სად იყო გა­მო­ფე­ნი­ლი და ხან სად, სა­ბო­ლო­ოდ კი დამ­ტკიც­და. ის იყო, მუ­შა­ო­ბას უნდა შევ­დგო­მო­დი, რომ ამ­ბა­ვი მო­მი­ვი­და, მო­ქან­და­კე­ე­ბი წე­რი­ლებს წე­რენ ზემ­დგომ ორ­გა­ნო­ებ­ში, რომ კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­სო. მარ­თლაც ასე მოხ­და. კონ­კურ­სში მე არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვე­რა­ფე­რი შე­არ­ჩი­ეს და კვლავ მე შე­მომ­თა­ვა­ზეს საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა. უსა­ხე­ლოს­ნოდ ძალ­ზე მი­ჭირ­და. სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­კე­თე­ბულ სა­ხე­ლოს­ნო­ში ვი­ყა­ვი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე. ზოგ­ჯერ ღა­მი­თაც იქ ვრჩე­ბო­დი. ძეგლი კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო და გაგ­ზავ­ნა ქა­ლაქ ლე­ნინ­გრად­ში, ბრინ­ჯა­ო­ში ჩა­მო­სას­ხმე­ლად. ეს იყო სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც აიკ­რძა­ლა ბრინ­ჯა­ო­ში ქან­და­კე­ბის ჩა­მოს­ხმა. სა­ში­ნელ დღე­ში ვი­ყა­ვი. ლე­ნინ­გრად­ში კვლავ კო­მი­სი­ას უნდა ენა­ხა ის, რომ გა­მო­ე­ყოთ ბრინ­ჯაო. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი არ მო­ე­წო­ნა და ბრინ­ჯა­ო­ზე უარი თქვა: "თქვენ სად გი­ნა­ხავთ ასე­თი ქარ­თვე­ლი?" - მკი­თხა მან. "მე ქარ­თულ ქან­და­კე­ბებს ვა­კე­თებ და არა იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლებ­საც თქვენ იც­ნობთ მოს­კოვ­ში, ცხვი­რი­ღა რომ შერ­ჩე­ნი­ათ ქარ­თუ­ლი". იგი ადგა, უეც­რად პალ­ტო მი­არ­თვეს და ყვე­ლას და­ემ­შვი­დო­ბა. იქ დარ­ჩე­ნი­ლებ­მა იმ­სჯე­ლეს და თუჯი გა­მო­მიყ­ვეს ჩა­მო­სას­ხმე­ლად. ჩა­მოს­ხმუ­ლი ქან­და­კე­ბა ჩა­მო­ვი­ტა­ნე თბი­ლის­ში. აქ აღა­რა­ვის ახ­სოვ­და მის შე­სა­ხებ რამე. მე იგი სპი­ლენ­ძით და­ვა­ფა­რი­ნე. ქან­და­კე­ბა 1960 წლი­დან 1965 წლამ­დე დი­დუ­ბე­ში ("იუ­ჟ­ნი პარ­კი") "პე­რონ­ზე" ეგდო. დღე­საც იქ იქ­ნე­ბო­და, მე რომ არ მე­მოქ­მე­და. ძა­ლი­ან დიდ რის­კზე მივ­დი­ო­დი - უტი­ლი­ტა­რულ ქან­და­კე­ბებს მიჩ­ვე­ულთ, მხატ­ვრულ ქან­და­კე­ბებს ვუდ­გამ­დი. დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მე­ღო­ბე­ბო­და. დი­ლის 8 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე მუ­შებ­თან ერ­თად ვცოდ­ვი­ლობ­დით, - ხან რა სჭირ­დე­ბო­დათ, ხან - რა. ვინ იყო მშვე­ლე­ლი, ვის აინ­ტე­რე­სებ­და გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქან­და­კე­ბა! ამი­ტომ, მე ვი­ყა­ვი ყვე­ლაფ­რის მშოვ­ნე­ლი­ცა და შე­დე­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიც. დაღ­ლა რა იყო, არ ვი­ცო­დი. კი­დევ ის იყო, რომ დღე­ში ასო­ბით შე­კი­თხვა­ზე მიხ­დე­ბო­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა ასე გა­დი­ო­და დღე­ე­ბი. ერ­თმა და იმა­ვე შე­კი­თხვებ­მა აპა­რა­ტად მაქ­ცია, თო­რემ, ამ­დე­ნი გი­ნე­ბა ძნე­ლად რომ კაც­მა აი­ტა­ნოს. მო­ახ­ლოვ­და ქან­და­კე­ბის გახ­სნის დღე. მე გულ­ზე გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­მახ­სოვ­რო ნიშ­ნე­ბი - გუ­რა­მიშ­ვი­ლის თავი გა­ვა­კე­თე­ბი­ნე და და­ვუ­რი­გე იმათ, ვი­საც გულ­წრფე­ლად მოს­წონ­და ძეგლი. მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თე­ბიც მზად იყო, მას გუ­რა­მიშ­ვი­ლის ლექ­სი ამ­შვე­ნებ­და. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ქან­და­კე­ბა იყო. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა მო­ქან­და­კე ამი­რან ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა სიყ­ვა­რუ­ლით მთხო­ვა - ვი­საც ქან­და­კე­ბა მოს­წონს, ყვე­ლას ვპა­ტი­ჟებ, წა­ვი­დეთ, და­ვი­ლო­ცო­თო… ჩემი ხუთი წლის წვა­ლე­ბის შემ­დეგ მე გა­ვი­მარ­ჯვე. ეს დღე ბედ­ნი­ე­რი დღე იყო ჩემ­თვის, ვერც იმ სა­ღა­მოს და­ვი­ვი­წყებ.

ერთხელ, რო­დე­საც გუ­რა­მიშ­ვი­ლის ძეგლ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, გა­მაფრ­თხი­ლეს, დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლი სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი მო­დი­სო ძეგლის სა­ნა­ხა­ვად. მე ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, რად­გან და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის სულს თუ ვინ­მე ჩას­წვდა - ეს იყო სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი… და აი, ჩემ­თან მო­დის პო­ე­ტი, რო­მელ­მაც მთე­ლი არ­სე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ღრმა გან­ცდით უმ­ღე­რა და­ვით გუ­რა­მიშ­ვილს. ბუ­ნებ­რი­ვია, ავ­ღელ­დე­ბო­დი. ამის მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ სი­მონ ჩი­ქო­ვანს მე ვთვლი­დი გუ­რა­მიშ­ვი­ლის ტკი­ვი­ლე­ბის თა­ნა­ზი­არ პო­ე­ტად, რო­მელ­მაც ასე ძლი­ე­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რა სი­ტყვა­ში გუ­რა­მიშ­ვი­ლი. მე ვღე­ლავ­დი და ვფიქ­რობ­დი, ის კი იდგა მდუ­მა­რედ. სი­ჩუ­მე სა­უ­კუ­ნედ მეჩ­ვე­ნა და შემ­დეგ ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­ის­მა და­ბა­ლი ხმა: "სან­თე­ლი­ვით ცად აწ­ვდი­ლო და­ვით, შენ ჰგო­დებ­დი ას­ტრა­ხან­ში ღა­მით..." ვმუ­შა­ობ­დი და ღრმად მჯე­რო­და, რომ, რა­საც ვა­კე­თებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და პო­ე­ტის სა­ხის შე­საქ­მნე­ლად - ლა­კო­ნუ­რი კაბა, გაწ­ვდი­ლი ხელი, ნა­ტან­ჯი და დაგ­რე­ხი­ლი ისე, რო­გორც სული პო­ე­ტი­სა. სადა, სხე­ულ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი სახე, ღრმა, ფორ­მა­თა მე­ტყვე­ლე­ბით… ყვე­ლა­ფე­რი მიზ­ნი­სათ­ვის კეთ­დე­ბა. მე გა­ვა­კე­თე არა მე­ო­მა­რი, მებ­რძო­ლი დი­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მსგავ­სნი მრა­ვალ­ნი იყ­ვნენ მის გვერ­დით და უკ­ვა­ლოდ გაქ­რნენ, არა­მედ, სუ­ლის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის პო­ე­ზია დღე­საც აღაფრ­თო­ვა­ნებს და უმაღ­ლეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს ადა­მი­ანს…მე სწო­რედ ეს ავი­ღე და პლას­ტი­ურ ენა­ზე გა­დავ­თარ­გმნე მისი წა­მე­ბა, ტან­ჯვა, გო­დე­ბა სა­კუ­თა­რი ბე­დის­წე­რი­სა და სამ­შობ­ლოს ხვედ­რის გამო".

მე­რაბ ბერ­ძე­ნილ­შვილს ეკუთ­ვნის ასე­ვე: ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ძეგლის პრო­ექ­ტი, მო­ნუ­მენ­ტე­ბი: გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე, "მუზა", "კი­დე­ვაც და­იზ­რდე­ბი­ან," "შოთა რუს­თა­ვე­ლი" (მოს­კოვ­ში), "მე­დეა" (ეს მისი პრო­ექ­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია)... რაც შე­ე­ხე­ბა "დი­დე­ბის მე­მო­რი­ალს," ის ქუ­თა­ის­ში 1982 წელს და­იდ­გა, თუმ­ცა 2009 წელს, არ­სე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მის ად­გილ­ზე ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ასა­შე­ნებ­ლად, მე­მო­რი­ა­ლის დე­მონ­რა­ჟი მო­ახ­დი­ნა.

მთავ­რო­ბამ ის ავ­ტორ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა (აა­ფეთ­ქა), რა­ზეც მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი თა­ვის დღი­უ­რებ­ში წერ­და: "ვგრძნობ­დი ’’დი­დე­ბის მე­მო­რი­ა­ლის" დროც დად­გე­ბო­და: "მა­ნამ­დე რა მოხ­და, იცით? და­არ­ბი­ეს, შუ­ა­გუ­ლი ამოჭ­რეს და თით­ქმის ორი წე­ლი­წა­დი იყო ეგრე ამოჭ­რი­ლი. ვწერ­დი გა­ზეთ­ში, მივ­მარ­თე ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, იქა­ურ მთავ­რო­ბას - არა­ვი­თა­რი ყუ­რა­დღე­ბა".

ავ­ტო­რი ასე­ვე გულ­და­წყვე­ტი­ლი იყო იმა­ზე, რომ მისი "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლიც" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე მას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა იგი მად­ლი­ე­რი იყო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლად უფა­სებ­და და მის მი­მართ მუდ­მი­ვად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო...

ქარ­თულ­მა კულ­ტუ­რამ დიდი შე­მოქ­მე­დი და­კარ­გა.

მომ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

Georgia lost a great artist: Famous monumental sculptor Merab Berdzenishvili dies at 87

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მერაბ ბერძენიშვილის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები - რატომ იყო გულნატკენი ბოლო წლებში დიდი ქართველი ხელოვანი

მერაბ ბერძენიშვილის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები - რატომ იყო გულნატკენი ბოლო წლებში დიდი ქართველი ხელოვანი

17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მერაბ ბერძენიშვილი ძირითადად მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობდა და ამ მიმართულებით არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი. საქართველოში თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც მისი მასშტაბური პროექტი არ იყოს განხორციელებული. თითოეული დიდი შრომისა და განცდების ფასად ჯდებოდა... არც ისე იოლი გზა განვლო მისმა პირველმა ძეგლმა (დავით გურამიშვილი) ჩანაფიქრიდან საბოლოო შედეგამდე. აი, რას წერდა ამაზე თავად ავტორი საკუთარ "მოგონებებში" ("საბჭოთა საქართველო," 1979 წელი):

"კულტურის სამინისტრომ დავით გურამიშვილის ძეგლი დამიკვეთა. მე ის შევასრულე. ნამუშევარს მოწონება ხვდა სპეციალისტთა შორის, შემდეგ კი ქალაქში დასადგმელად მივიღე დაკვეთა. ესკიზი სამი თვის განმავლობაში ხან სად იყო გამოფენილი და ხან სად, საბოლოოდ კი დამტკიცდა. ის იყო, მუშაობას უნდა შევდგომოდი, რომ ამბავი მომივიდა, მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ ორგანოებში, რომ კონკურსი ჩატარდესო. მართლაც ასე მოხდა. კონკურსში მე არ მიმიღია მონაწილეობა. ვერაფერი შეარჩიეს და კვლავ მე შემომთავაზეს საქმის გაგრძელება. უსახელოსნოდ ძალზე მიჭირდა. სახელდახელოდ გაკეთებულ სახელოსნოში ვიყავი დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ღამითაც იქ ვრჩებოდი. ძეგლი კომისიამ მიიღო და გაგზავნა ქალაქ ლენინგრადში, ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა. საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა ის, რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა: "თქვენ სად გინახავთ ასეთი ქართველი?" - მკითხა მან. "მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენიათ ქართული". იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად. ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში ("იუჟნი პარკი") "პერონზე" ეგდო. დღესაც იქ იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი - უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ, მხატვრულ ქანდაკებებს ვუდგამდი. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშებთან ერთად ვცოდვილობდით, - ხან რა სჭირდებოდათ, ხან - რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება! ამიტომ, მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიცა და შედეგით დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი. კიდევ ის იყო, რომ დღეში ასობით შეკითხვაზე მიხდებოდა პასუხის გაცემა ასე გადიოდა დღეები. ერთმა და იმავე შეკითხვებმა აპარატად მაქცია, თორემ, ამდენი გინება ძნელად რომ კაცმა აიტანოს. მოახლოვდა ქანდაკების გახსნის დღე. მე გულზე გასაკეთებელი სამახსოვრო ნიშნები - გურამიშვილის თავი გავაკეთებინე და დავურიგე იმათ, ვისაც გულწრფელად მოსწონდა ძეგლი. მოსაწვევი ბარათებიც მზად იყო, მას გურამიშვილის ლექსი ამშვენებდა. ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო. აღფრთოვანებულმა მოქანდაკე ამირან ბილანიშვილმა სიყვარულით მთხოვა - ვისაც ქანდაკება მოსწონს, ყველას ვპატიჟებ, წავიდეთ, დავილოცოთო… ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის, ვერც იმ საღამოს დავივიწყებ.

ერთხელ, როდესაც გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს, დიდად პატივცემული სიმონ ჩიქოვანი მოდისო ძეგლის სანახავად. მე ძალიან ავღელდი, რადგან დავით გურამიშვილის სულს თუ ვინმე ჩასწვდა - ეს იყო სიმონ ჩიქოვანი… და აი, ჩემთან მოდის პოეტი, რომელმაც მთელი არსებით, სიყვარულითა და ღრმა განცდით უმღერა დავით გურამიშვილს. ბუნებრივია, ავღელდებოდი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სიმონ ჩიქოვანს მე ვთვლიდი გურამიშვილის ტკივილების თანაზიარ პოეტად, რომელმაც ასე ძლიერად განასახიერა სიტყვაში გურამიშვილი. მე ვღელავდი და ვფიქრობდი, ის კი იდგა მდუმარედ. სიჩუმე საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა: "სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ ჰგოდებდი ასტრახანში ღამით..." ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად - ლაკონური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა, სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით… ყველაფერი მიზნისათვის კეთდება. მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ, სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს…მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო".

მერაბ ბერძენილშვილს ეკუთვნის ასევე: ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი, მონუმენტები: გიორგი სააკაძე, "მუზა", "კიდევაც დაიზრდებიან," "შოთა რუსთაველი" (მოსკოვში), "მედეა" (ეს მისი პროექტების არასრული ჩამონათვალია)... რაც შეეხება "დიდების მემორიალს," ის ქუთაისში 1982 წელს დაიდგა, თუმცა 2009 წელს, არსებულმა ხელისუფლებამ, მის ადგილზე ახალი პარლამენტის შენობის ასაშენებლად, მემორიალის დემონრაჟი მოახდინა.  

მთავრობამ ის ავტორთან შეუთანხმებლად გაანადგურა (ააფეთქა), რაზეც მერაბ ბერძენიშვილი თავის დღიურებში წერდა: "ვგრძნობდი ’’დიდების მემორიალის" დროც დადგებოდა: "მანამდე რა მოხდა, იცით? დაარბიეს, შუაგული ამოჭრეს და თითქმის ორი წელიწადი იყო ეგრე ამოჭრილი. ვწერდი გაზეთში, მივმართე ქუთაისის საზოგადოებას, იქაურ მთავრობას - არავითარი ყურადღება".

ავტორი ასევე გულდაწყვეტილი იყო იმაზე, რომ მისი "დავით აღმაშენებელიც" ხელისუფლებამ ერთი ადგილიდან მეორეზე მასთან შეუთანხმებლად გადაიტანა, თუმცა იგი მადლიერი იყო ქართული საზოგადოების, რომელიც ნამუშევარს ყოველთვის გულწრფელად უფასებდა და მის მიმართ მუდმივად კეთილგანწყობილი იყო...

ქართულმა კულტურამ დიდი შემოქმედი დაკარგა.

მომზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

Georgia lost a great artist: Famous monumental sculptor Merab Berdzenishvili dies at 87

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან