პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იოჰანეს ჰანი - ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს
იოჰანეს ჰანი - ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

მინ­და და­ვარ­წმუ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ არ­სე­ბობს არც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და არც ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­ში, ამ სა­კი­თხზე ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სარ­მა გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში იო­ჰა­ნეს ჰან­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძეს­თან სტრას­ბურ­გში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ევ­რო­კო­მის­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არ­სე­ბობს. ამ­ჟა­მად ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­პულ საბ­ჭო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ხილ­ვე­ბი ე.წ. შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას შე­ე­ხე­ბა, ვი­საც ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი აქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, თა­ვის მხრივ, ბმა­შია სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხთან.

"ეს არის ის, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით მიბ­მუ­ლია სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არ­სე­ბობს. მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია მხო­ლოდ ეს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­კი­თხი თა­ვად ევ­რო­კავ­შირ­ში და პი­რა­დად მე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ იგი მოგ­ვარ­დეს ყვე­ლას ინ­ტე­რე­სის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ უვი­ზო მი­მოს­ვლას მათ ამი­სათ­ვის შე­ას­რუ­ლეს ყვე­ლა სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნა და ეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქნა ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­სა­ბა­მის ან­გა­რიშ­ში", - გა­ნა­ცხა­და ჰან­მა.

სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კო­მი­სარ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ე­ბის მიერ კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მირ მიღ­წე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი. ხაზი გა­ეს­ვა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

მხა­რე­ებ­მა ასე­ვე ისა­უბ­რეს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და 2017-2019 წწ. ასო­ცი­რე­ბის ახალ დღის წეს­რიგ­ზე, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან კი­დევ ერთხელ გა­მო­ით­ქვა მზა­ო­ბა ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გით გან­სა­ზღვრუ­ლი ყვე­ლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მხა­რე­ებ­მა ხაზი გა­უს­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" ლი­დე­რი ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და როლს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ესა­უბ­რა ევ­რო­კო­მი­სარს 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ პრო­ცეს­სა და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ვი­თა­რე­ბა­ზე. მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მზა­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს მა­ღა­ლი დო­ნის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

იოჰანეს ჰანი - ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

იოჰანეს ჰანი - ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს

მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში, ამ საკითხზე ყველა თანხმდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამად ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება, ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ბმაშია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან.

"ეს არის ის, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას მათ ამისათვის შეასრულეს ყველა საჭირო მოთხოვნა და ეს დაფიქსირებული იქნა ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში", - განაცხადა ჰანმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მირ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და 2017-2019 წწ. ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომლის ირგვლივაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას რეფორმების პროცესში ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა ევროკომისარს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესსა და წინასაარჩევნო ვითარებაზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მზაობა უზრუნველყოს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."