პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკმა" აიშვა!
"სითი პარკმა" აიშვა!

სა­ღე­ბა­ვის­თვი­საც კი ზო­გა­ვენ თან­ხებს და არა­ამ­რეკლ საგ­ზაო ნიშ­ნებს აყე­ნე­ბენ, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით და­უშ­ვე­ბე­ლია, ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სხვა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე

"სითი პარკთან" პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჰქონ­დათ, თუმ­ცა მის შე­სა­ზღუ­დად ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კონ­კრე­ტუ­ლად თბი­ლი­სის მე­რი­ამ, ვე­რა­ფე­რი იღო­ნა. ამი­ტო­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა მისი უმოქ­მე­დო­ბით. რას უკავ­შირ­დე­ბა­ მო­ქა­ლა­ქე­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, რა­საც არა­ერ­თი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ითხოვ­და? ამის გარ­კვე­ვა მას შემ­დეგ ვცა­დეთ, რაც ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, თა­თია ბუ­ცხრი­კი­ძემ, "კვი­რის პა­ლიტ­რას" მოს­წე­რა:

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორ არის გა­და­თხრი­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტი. იქ არა­თუ მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელ ად­გილს ვერ იპო­ვი, არა­მედ გული რომ წა­გი­ვი­დეს, პირ­და­პირ მი­წაყ­რილ­ზე ან ავ­ტო­მო­ბილ­ზე და­ე­ცე­მი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მან­ქა­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი­დან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით, აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე გა­ვა­ჩე­რე. სხვა მძღო­ლებ­საც მან­ქა­ნე­ბი იქვე, მწკრივ­ში ეყე­ნათ. უკან დაბ­რუ­ნე­ბულს ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლი აღარ დამ­ხვდა, "სითი პარკს" წა­უყ­ვა­ნია და მის უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად 70 ლარი გა­ვი­ღე. მი­მაჩ­ნია, რომ ამ­გვა­რად "სითი პარ­კი" მო­ქა­ლა­ქე­ებს ძარ­ცვავს. მისი ქმე­დე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლი გახ­და, ქა­ლა­ქის მთელ რიგ უბ­ნებ­ში სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს და მძღო­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, მან­ქა­ნა სა­დღაც გა­ა­ჩე­როს. იქ­ნებ ამ პრობ­ლე­მა­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა".

ამ სა­კი­თხზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სპერ­ტი საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ვა­სილ ურუ­შა­ძე ესა­უბ­რა:

- თბი­ლის­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღის წეს­რიგ­ში დგას, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პარ­კინ­გია. სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ქა­ლაქ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, თბი­ლის­ში კი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ზი­სუ­ლია. 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, პარ­კი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ერთ ად­გილ­ზე 12 ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­დის. მას შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და, გა­უქ­მდა პარ­კი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც აშენ­და კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, გა­იხ­სნა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი და სხვა.

თბი­ლის­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მის ცენ­ტრში, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც უფრო ზრდის ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რი­ცხვს და და­მა­ტე­ბი­თი პარ­კი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას აჩენს.

ცხა­დია, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კი­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო სერ­ვის­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქა­ლა­ქის მე­რი­ას ეკის­რე­ბა. "

"სითი პარ­კი" არის კერ­ძო კომ­პა­ნია, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რი­ამ მარ­თვა­ში პარ­კი­რე­ბის სერ­ვი­სი გა­დას­ცა. "სითი პარ­კი" ჯე­როვ­ნად ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, არ ცდი­ლობს სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, არ მუ­შა­ობს ახა­ლი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ზე, ის მხო­ლოდ სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ა.შ.

კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ მუ­შა­ობს სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, არ ყი­დის ხა­რის­ხი­ა­ნად თა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბას და და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­ჯა­რი­მო შე­მო­სავ­ლებ­ზე, ვე­რას­დროს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ მო­თხოვ­ნებს, რაც დღეს თბი­ლის­შია. კომ­პა­ნია "სითი პარკს" აქვს კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით მი­ი­ღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. სა­ღე­ბა­ვის­თვი­საც კი ზო­გა­ვენ თან­ხებს და არა­ამ­რეკლ საგ­ზაო ნიშ­ნებს აყე­ნე­ბენ, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით და­უშ­ვე­ბე­ლია, ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სხვა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და ქა­ლა­ქის მერს, ის არის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ხა­რის­ხი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სი, იქ­ნე­ბა ეს სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტი, პარ­კი­რე­ბა, და­სუფ­თა­ვე­ბა თუ

სხვა.

გაგ­რძე­ლე­ბა

"სითი პარკმა" აიშვა!

"სითი პარკმა" აიშვა!

საღებავისთვისაც კი ზოგავენ თანხებს და არაამრეკლ საგზაო ნიშნებს აყენებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტით დაუშვებელია, ლაპარაკი ზედმეტია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა ინვესტიციებზე

"სითი პარკთან" პრეტენზიები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, თუმცა მის შესაზღუდად ახალმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად თბილისის მერიამ, ვერაფერი იღონა. ამიტომაც საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა მისი უმოქმედობით. რას უკავშირდება­ მოქალაქეთა უკმაყოფილება და რატომ ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება, რასაც არაერთი ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი ითხოვდა? ამის გარკვევა მას შემდეგ ვცადეთ, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ, თათია ბუცხრიკიძემ, "კვირის პალიტრას" მოსწერა:

"მოგეხსენებათ, როგორ არის გადათხრილი აღმაშენებლის პროსპექტი. იქ არათუ მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ იპოვი, არამედ გული რომ წაგივიდეს, პირდაპირ მიწაყრილზე ან ავტომობილზე დაეცემი. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში მანქანა დანიშნულების ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, აღმაშენებლის პროსპექტის მიმდებარე ქუჩაზე გავაჩერე. სხვა მძღოლებსაც მანქანები იქვე, მწკრივში ეყენათ. უკან დაბრუნებულს ჩემი ავტომობილი აღარ დამხვდა, "სითი პარკს" წაუყვანია და მის უკან დასაბრუნებლად 70 ლარი გავიღე. მიმაჩნია, რომ ამგვარად "სითი პარკი" მოქალაქეებს ძარცვავს. მისი ქმედებები განსაკუთრებით აუტანელი გახდა, ქალაქის მთელ რიგ უბნებში საპარკინგე ადგილი, ფაქტობრივად, არ არსებობს და მძღოლი იძულებულია, მანქანა სადღაც გააჩეროს. იქნებ ამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ გაამახვილოთ ყურადღება".

ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ვასილ ურუშაძე ესაუბრა:

- თბილისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკინგია. სწორად განვითარებულ ქალაქში ავტომობილებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილები არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილების რაოდენობას, თბილისში კი მდგომარეობა კრიზისულია. 2014 წლის მონაცემებით, პარკირებისთვის განკუთვნილ ერთ ადგილზე 12 ავტომობილი მოდის. მას შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, გაუქმდა პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები, სადაც აშენდა კომერციული ობიექტები, გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და სხვა.

თბილისში, განსაკუთრებით მის ცენტრში, მიმდინარეობს საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა, რაც უფრო ზრდის ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების რიცხვს და დამატებითი პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აუცილებლობას აჩენს.

ცხადია, ავტომობილების პარკირების მოგვარება და ყველა სატრანსპორტო სერვისზე პასუხისმგებლობა ქალაქის მერიას ეკისრება. "

"სითი პარკი" არის კერძო კომპანია, რომელსაც თბილისის მერიამ მართვაში პარკირების სერვისი გადასცა. "სითი პარკი" ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, არ ცდილობს სერვისის გაუმჯობესებას, არ მუშაობს ახალი პარკირების ადგილების შექმნაზე, ის მხოლოდ საჯარიმო სანქციებზეა ორიენტირებული და ა.შ.

კომპანია, რომელიც არ მუშაობს სერვისის გაუმჯობესებაზე, არ ყიდის ხარისხიანად თავის მომსახურებას და დამოკიდებულია მხოლოდ საჯარიმო შემოსავლებზე, ვერასდროს დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს თბილისშია. კომპანია "სითი პარკს" აქვს კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი. საღებავისთვისაც კი ზოგავენ თანხებს და არაამრეკლ საგზაო ნიშნებს აყენებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტით დაუშვებელია, ლაპარაკი ზედმეტია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა ინვესტიციებზე. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიასა და ქალაქის მერს, ის არის ანგარიშვალდებული თბილისის მოსახლეობასთან, ხარისხიანად უზრუნველყოს ყველა მუნიციპალური სერვისი, იქნება ეს საქალაქო ტრანსპორტი, პარკირება, დასუფთავება თუ

სხვა.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი