საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი სტოლტენბერგს - მადლობას მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით
დავით უსუფაშვილი სტოლტენბერგს - მადლობას მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე ჩა­მოს­ვლის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ერ­თობ­ლივ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, მათი ვი­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია.

"მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე ერთი თვით ადრე ჩა­მობ­რძან­დით. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის - ვის­თვი­საც კი­თხვა დგას არა ასე - კი თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, არა­მედ დგას ასე - რო­მე­ლი გზა არის უფრო მოკ­ლე და ეფექ­ტუ­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ნატო-ს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი. ჩვე­ნი ეს სა­ერ­თო პო­ზი­ცია გვინ­და რომ იყოს გა­გე­ბუ­ლი სწო­რად ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ", -გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ხაზი გა­უს­ვა, რომ დე­ლე­გა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი არის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი დე­მონ­სტრირ­ტე­ბა იმი­სა, რომ ნატო-ს და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თმა­ნე­თის­გან მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში წევ­რო­ბა აშო­რებს.

"ჩვენ ერ­თად ვმუ­შა­ობთ, ერ­თად ვი­ხი­ლავთ ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის, მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს და სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოს პრაქ­ტი­კუ­ლად სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე ნატო-ს საქ­მი­ა­ნო­ბის. ჩვენ ზუს­ტად ასე აღ­ვიქ­ვამთ თქვენს ჩა­მობ­რძა­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ იყოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე უსაფრ­თხო­ე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს აქვს პა­ტი­ვი მო­მა­ვალ წელს მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვუ­მას­პინ­ძლოთ ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­საც.

"ეს იქ­ნე­ბა ნატო-ს არა­წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ში ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ- ერთი ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა", -გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

დავით უსუფაშვილი სტოლტენბერგს - მადლობას მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით

დავით უსუფაშვილი სტოლტენბერგს - მადლობას მოგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოსვლის გამო მადლობა გადაუხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ერთობლივ შეხვედრაზე საჯაროდ განაცხადა, მათი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია.

"მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის - ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე - კი თუ არა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ დგას ასე - რომელი გზა არის უფრო მოკლე და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია გვინდა რომ იყოს გაგებული სწორად ქართული საზოგადოების მიერ", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ დელეგაციის საქართველოში ვიზიტი არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირტება იმისა, რომ ნატო-ს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატო-ში წევრობა აშორებს.

"ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატო-ს წევრი ქვეყნების, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატო-ს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენს ჩამობრძანებას საქართველოში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების დასამყარებლად მთელს მსოფლიოში.

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტს აქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც.

"ეს იქნება ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში ნატო-ს საპარლამენტო მიმართულებით ერთ- ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება", -განაცხადა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."