საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის
იენს სტოლტენბერგი - საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის

სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, რათა მო­ემ­ზა­დოს ნატო-ს წევ­რო­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და ქარ­თველ ხალ­ხს მას­პინ­ძლო­ბის­თვის, ასე­ვე მი­უ­ლო­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 25-ე წლის­თა­ვი.

"მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა თქვენს მიღ­წე­ვებს, რომ­ლე­ბიც წინა წლებ­ში გქონ­დათ და იმ მსხვერ­პლს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა გა­ი­ღეს სა­ერ­თო უსაფრ­თო­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მის დღის წეს­რიგ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უ­ბა­რი სა­კი­თხე­ბის ფარ­თო სპექტრს შე­ე­ხე­ბა.

"ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია 2008 წელს შე­იქ­მნა. ეს გახ­ლავთ ფო­რუ­მი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის თვალ­საზ­რი­სით, კო­მი­სია სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბის ფარ­თო სპექტს გა­ნი­ხი­ლავს, მათ შო­რის, შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მებს და ბოლო მოვ­ლე­ნებს. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლავთ იმ პროგ­რესს, რო­მე­ლიც მიღ­წე­უ­ლია ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა პა­კე­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

ეს გახ­ლავთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც 2014 წელს, უელ­სის სა­მიტ­ზე შე­ვი­და ძა­ლა­ში და კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე. იგი მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი, რათა გა­ვაღ­რმა­ვოთ ჩვე­ნი უკვე ისე­დაც ძლი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. რო­გორც ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, რათა მო­ემ­ზა­დოს ნატო-ს წევ­რო­ბის­თვის. ნატო ერ­თგუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­წი­ოს მხარ­და­ჭე­რა ამ გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

იენს სტოლტენბერგი - საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის

იენს სტოლტენბერგი - საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის

საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის, ასევე მიულოცა დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი.

"მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიღწევებს, რომლებიც წინა წლებში გქონდათ და იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა გაიღეს საერთო უსაფრთოებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დღის წესრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხება.

"ნატო-საქართველოს კომისია 2008 წელს შეიქმნა. ეს გახლავთ ფორუმი ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის. დღევანდელი შეხვედრის თვალსაზრისით, კომისია სხვადასხვა საკითხების ფართო სპექტს განიხილავს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს და ბოლო მოვლენებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში.

ეს გახლავთ ინიციატივა, რომელიც 2014 წელს, უელსის სამიტზე შევიდა ძალაში და კიდევ უფრო გაძლიერდა ვარშავის სამიტზე. იგი მიმართულია ჩვენი ძალისხმევისა და მხარდაჭერის ინტენსიფიკაციისთვის საქართველოსთვის. ჩვენ დავამტკიცეთ დამატებითი ზომები, რათა გავაღრმავოთ ჩვენი უკვე ისედაც ძლიერი თანამშრომლობის მექანიზმები. როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის. ნატო ერთგულია საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."