7 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, 21:00 საათზე კომპანია "Apple"-ი გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავს, სადაც ის წლის მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს, IPHONE 7-ს წარადგენს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება: iOS 10, Mac OS Sierra, watch OS და ა.შ. ტექნოლოგიური გიგანტი ტრადიციას არც ამჯერად არღვევს და საკუთარ მიღწევებს შემოდგომაზე, საშობაო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე წარუდგენს მომხმარებელს.
Apple-ის მაღაზიათა ქსელმა iTechnic-მა გადაწყვიტა ქართველ მომხმარებელს სიურპრიზი გაუკეთოს და Apple-ის პარალელურად პრეზენტაცია საქართველოში, აიტექნიკის მაღაზიაშიც მოაწყოს. პრეზენტაცია შედგება ქართულ ენაზე და "live"-ს აიტექნიკის პროგრამისტები უხელმძღვანელებენ, live-ის ყურება მომხმარებელს iTechnic-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეეძლება 21:00 საათზე (https://www.facebook.com/itechnicgeo)
როგორც ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, პრეზენტაციის დროს "აიტექნიკი" პრიზების გათამაშებასაც გეგმავს, რომელთა შესახებაც პრეზენტაციის მსვლელობის დროს გახდება ცნობილი.
"აიტექნიკი" ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია პოზიციონირებს. კომპანია "ეფლის" პროდუქციის რეალიზებას ეწევა და ქართველ მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილ ყველა სიახლეს უმოკლეს დროში სთავაზობს.
ქრისტინე გამთენაძე
R