საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები
სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის დრო­საც სამი პირი და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეა, რომ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - პის­ტო­ლე­ტი და 7 ცალი ვაზ­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თუმ­ცა, ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ოჯა­ხი პო­ლი­ცი­ას ია­რა­ღის ჩა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე ნუკა ჩიკ­ვა­ი­ძე ფე­ის­ბუქ­ზე ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­კად­რებს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის 27 წლის ქმარს ია­რა­ღი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­უ­დეს. რო­გორც ჩანს, და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნიშ­ნი­ა­ნი­ძე წი­ნას­წარ ფლობ­და, რად­გა­ნაც მან დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ვი­დეო ჩა­წე­რა და ფე­ის­ბუქ­ზე გა­ნა­თავ­სა. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რეა ჩა­წე­რი­ლი, სა­დაც ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ყვე­ბა:

იხი­ლეთ ვი­დეო

"დღეს 2016 წლის 3 სექ­ტემ­ბე­რია, სა­ღა­მოს რვა სა­ა­თი. სახ­ლში ვარ ჩემ ოჯახ­თან ერ­თად, აგ­რძე­ლებს მი­ლი­ცია ჩემ შე­ვიწ­რო­ვე­ბას. ჯერ ერთი მან­ქა­ნა იყო სუ­ა­დღე­ზე, ვი­დეო გა­და­ვუ­ღეთ, წა­ვი­და, ახლა მე­ო­რე მო­ვი­და დად­გა" - ამ­ბობს ნიშ­ნი­ა­ნი­ძე. მო­რიგ ვი­დე­ო­ში და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მია ასა­ხუ­ლი, როცა კარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აკა­კუ­ნე­ბენ და ნიშ­ნი­ა­ნი­ძე კარს აღებს.

ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მე­უღ­ლე ავ­რცე­ლებს იმ ია­რა­ღის კად­რსაც, რო­მე­ლიც მისი მტკი­ცე­ბით ჩა­უ­დეს და­კა­ვე­ბულს. ფო­ტო­ზე ის ასეთ მი­ნა­წერს აკე­თებს: "ეს დას­კო­ჩი­ლი ია­რა­ღი რა­ტო­ო­ო­ოო უკე­თე­სი ვერ გა­ი­მე­ტე­ე­ეთ!!!!!!" - წერს ჩიკ­ვა­ი­ძე ფო­ტო­ზე.

ფოტო და ვი­დეო ნუკა ჩიკ­ვა­ი­ძის ფე­იქ­ბუ­ქის გვერ­დი­დან

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის დროსაც სამი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნიშნიანიძეა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

თუმცა, ნიშნიანიძის ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. დაკავებულის მეუღლე ნუკა ჩიკვაიძე ფეისბუქზე ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და ირწმუნება, რომ მის 27 წლის ქმარს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. როგორც ჩანს, დაკავების შესახებ ინფორმაციას ნიშნიანიძე წინასწარ ფლობდა, რადგანაც მან დღის განმავლობაში რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და ფეისბუქზე განათავსა. ერთ-ერთი დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი, სადაც ნიშნიანიძე ყვება:

იხილეთ ვიდეო

"დღეს 2016 წლის 3 სექტემბერია, საღამოს რვა საათი. სახლში ვარ ჩემ ოჯახთან ერთად, აგრძელებს მილიცია ჩემ შევიწროვებას. ჯერ ერთი მანქანა იყო სუადღეზე, ვიდეო გადავუღეთ, წავიდა, ახლა მეორე მოვიდა დადგა" - ამბობს ნიშნიანიძე. მორიგ ვიდეოში დაკავებამდე რამდენიმე წამია ასახული, როცა კარზე სამართალდამცველები აკაკუნებენ და ნიშნიანიძე კარს აღებს.

ნიშნიანიძის მეუღლე ავრცელებს იმ იარაღის კადრსაც, რომელიც მისი მტკიცებით ჩაუდეს დაკავებულს. ფოტოზე ის ასეთ მინაწერს აკეთებს: "ეს დასკოჩილი იარაღი რატოოოოო უკეთესი ვერ გაიმეტეეეთ!!!!!!" - წერს ჩიკვაიძე ფოტოზე.

ფოტო და ვიდეო ნუკა ჩიკვაიძის ფეიქბუქის გვერდიდან

ერთი ვერსიით, ყიფიანმა საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც... - "კრიმინალური ავტორიტეტის" დაკავების ახალი დეტალები

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა - კადრები სასამართლოდან

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები