სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"
როგორ გამოიყურება ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"

3 წლით ადრე ვიდ­რე გერ­მა­ნია 1939 წელს პო­ლო­ნეთ­ში შე­იჭ­რე­ბო­და, ადოლფ ჰიტ­ლერ­მა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი კუ­რორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ზონა კუნ­ძულ რი­უ­გენ­ზე მო­ე­წყო. ფა­შის­ტე­ბი მას "პრო­რას" ეძახ­დნენ.

რო­გორც "ბიზ­ნე­სინ­სა­ი­დე­რი" წერს, "პრო­რა" ერ­თდრო­უ­ლად 20 000 დამ­სვე­ნე­ბელს იტევ­და. იგი იმ გერ­მა­ნელ მუ­შე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად აშენ­და, რომ­ლე­ბიც შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­დნენ.

ის­ტო­რი­კო­სი რო­ჯერ მურ­ჰა­უ­სი ამ­ბობს, რომ ჰიტ­ლე­რის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ზონა გერ­მა­ნი­ის სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის - "გეს­ტა­პოს" ეხ­მა­რე­ბო­და უკეთ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა მუ­შე­ბი და ამავდრო­უ­ლად წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა ისი­ნი.

თუმ­ცა, რო­გორც კი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო, "პრო­რას" მშე­ნებ­ლო­ბა შე­წყდა. ომის შემ­დეგ და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პლექსს სამ­ხედ­რო ბა­ზად იყე­ნებ­და "წი­თე­ლი არ­მია", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იგი აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი იყო.

რვა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კორ­პუ­სის, თე­ატ­რის და კი­ნოს მშე­ნებ­ლო­ბა ამ დრომ­დე და­უმ­თავ­რე­ბე­ლი იყო. და­გეგ­მი­ლი აუ­ზე­ბი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი კი არც აშე­ნე­ბუ­ლა...

ახლა კი 4 კორ­პუ­სის რე­კონ­სტრუქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ხუ­თე კორ­პუ­სი ე.წ ჰოს­ტე­ლად ჯერ კი­დევ 2011 წელს გა­და­კეთ­და, დარ­ჩე­ნი­ლი სამი კი დან­გრე­უ­ლია.

გა­ნახ­ლე­ბულ ტუ­რის­ტულ კომ­პლექსში ბი­ნე­ბის 95% უკვე გა­ყი­დუ­ლია. 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ბი­ნე­ბის ფა­სე­ბი 350 000 ევ­რო­დან 650 000 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს.

წყა­რო: allnews.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ გამოიყურება ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"

როგორ გამოიყურება ჰიტლერის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტურისტული კომპლექსი "პრორა"

3 წლით ადრე ვიდრე გერმანია 1939 წელს პოლონეთში შეიჭრებოდა, ადოლფ ჰიტლერმა მსოფლიოში ყველაზე დიდი კურორტის მშენებლობის ბრძანება გასცა. აღნიშნული ტურისტული ზონა კუნძულ რიუგენზე მოეწყო. ფაშისტები მას "პრორას" ეძახდნენ.

როგორც "ბიზნესინსაიდერი" წერს, "პრორა" ერთდროულად 20 000 დამსვენებელს იტევდა. იგი იმ გერმანელ მუშების დასასვენებლად აშენდა, რომლებიც შესვენების გარეშე ქარხნებში მუშაობდნენ.

ისტორიკოსი როჯერ მურჰაუსი ამბობს, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ტურისტული ზონა გერმანიის საიდუმლო პოლიციის - "გესტაპოს" ეხმარებოდა უკეთ გაეკონტროლებინა მუშები და ამავდროულად წაეხალისებინა ისინი.

თუმცა, როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, "პრორას" მშენებლობა შეწყდა. ომის შემდეგ დასასვენებელ კომპლექსს სამხედრო ბაზად იყენებდა "წითელი არმია", მოგვიანებით კი იგი აღმოსავლეთ გერმანიის სამხედრო ნაწილი იყო.

რვა დასასვენებელი კორპუსის, თეატრის და კინოს მშენებლობა ამ დრომდე დაუმთავრებელი იყო. დაგეგმილი აუზები და საკონცერტო დარბაზი კი არც აშენებულა...

ახლა კი 4 კორპუსის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მეხუთე კორპუსი ე.წ ჰოსტელად ჯერ კიდევ 2011 წელს გადაკეთდა, დარჩენილი სამი კი დანგრეულია.

განახლებულ ტურისტულ კომპლექსში ბინების 95% უკვე გაყიდულია. 100 კვადრატული მეტრის ფართობის ბინების ფასები 350 000 ევროდან 650 000 ევრომდე მერყეობს.

წყარო: allnews.ge