პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიეტა ქართულად - რა ვჭამო, რომ გავხდე?
დიეტა ქართულად - რა ვჭამო, რომ გავხდე?

სა­ერ­თოდ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, იწყე­ბა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლი ღელ­ვა იმის გამო, რომ ზა­ფხულს გამ­ხდრე­ბი, ლა­მა­ზე­ბი და ტან­კე­ნა­რე­ბი შეხ­ვდნენ, პლაჟ­ზე თა­მა­მად გა­ი­ხა­დონ და მტერ­სა და მოყ­ვა­რეს თვა­ლი და­უ­ყე­ნონ.

და რა არის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო გზა, რომ კარგ ფორ­მა­ში ჩად­გე? რა და - დი­ე­ტა! სპორ­ტსა და ჯან­საღ კვე­ბა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს, რა თქმა უნდა. ყვე­ლას ეზა­რე­ბა.

ვი­ნა­ი­დან და რად­გა­ნაც, ზამ­თარ­ში მუ­ცელს ვერ ღა­ლა­ტო­ბენ და ნუგ­ბარ-ნუგ­ბარ საჭ­მელს არ იკ­ლე­ბენ, სა­ზა­ფხუ­ლოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბათ ფორ­მა­ში მო­სას­ვლე­ლად. რაღა თქმა უნდა, ყვე­ლას სურს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გახ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, შე­დე­გი დი­ე­ტის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თუ არა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში მა­ინც დად­გეს. თუმ­ცა, არც ისე იო­ლია "ჩა­კი­რუ­ლი" ქო­ნე­ბის

მო­ცი­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მტრის გა­სა­ხა­რად თან­თა­ლებს და ქალს გულს უხეთ­ქავს.

იწყე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის ქექ­ვა, ახა­ლი დი­ე­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი ის კვე­ბის რე­ჟი­მია, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბას გაძ­ლევს, ჭამო და თა­ნაც სა­ძულ­ვე­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი გაქ­რეს. ინ­ტერ­ნეტ­შიც, ყვე­ლა­ზე მეტი ნახ­ვა იმ სტა­ტი­ებს აქვს, რომ­ლის სა­თა­უ­რიც გვა­უ­წყებს - "ჭამ და ხდე­ბი".

თუმ­ცა, ყვე­ლამ იცის, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია... რა­ღა­ცას უნდა შე­ე­ლიო, რომ ცხი­მე­ბი და­იწ­ვას და წო­ნამ კლე­ბა და­ი­წყოს... რა არის ეს "რა­ღა­ცა", არა­ვინ იცის...

ამ სტა­ტი­ის მი­ზა­ნი ის არ გახ­ლავთ, რომ ვინ­მეს ვას­წავ­ლოთ, რო­გორ გახ­დეს ან რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი დი­ე­ტა შევ­თა­ვა­ზოთ. უბ­რა­ლოდ, დი­ე­ტე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით და კვე­ბი­თი რე­ჟი­მის დაც­ვის დროს შექ­მნილ კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებს გა­გაც­ნობთ. და­ვუბ­რუნ­დეთ თე­მას:

"სოლ­ვე­ის ხერ­ხით სო­დის მი­ღე­ბის" არ იყოს, გა­სახ­დო­მად ყვე­ლას თა­ვი­სი მე­თო­დი აქვს. მა­გა­ლი­თად, ჩემი მო­ცეკ­ვა­ვე ძმა 4-5 კი­ლოგ­რამს რომ მო­ი­მა­ტებ­და, კონ­ცერ­ტის წი­ნა­დღე­ებ­ში შე­ი­კე­ტე­ბო­და თა­ვის მოზ­რდილ ოთახ­ში, კო­ჭებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­კე­რილ ქამ­რებს იკე­თებ­და, რომ­ლებ­შიც ქვე­ბი იყო ჩა­კე­რე­ბუ­ლი და ქამ­რის წონა ლა­მის 2 კი­ლოგ­რა­მამ­დე იყო, ჩა­იც­ვამ­და და­ბამ­ბულ მა­ი­სურ­სა და შარ­ვალს და 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცეკ­ვავ­და და ვარ­ჯი­შობ­და. შემ­დეგ აი­წო­ნე­ბო­და და 5 კი­ლოგ­რა­მი თვალ­სა და ხელს შუა იყო გამ­ქრა­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, იმა­ვე წო­ნის წყა­ლი გას­დი­ო­და მის ტა­ნი­სა­მოსს, თუკი გა­წუ­რავ­დი.

ზო­გი­ერ­თი გა­სახ­დომ აბებს იღებს, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნის ანო­ტა­ცი­ა­ში წე­რია, რომ შე­გიძ­ლია ჭამო და მა­ინც გახ­დე­ბი...

არ­სე­ბობს ე.წ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბი (მა­გა­ლი­თად, - ბორ­მენ­ტა­ლის მე­თო­დი), რომ­ლის დრო­საც კარ­გა ბლო­მად ფულს იხდი, მერე და­გად­გე­ბა თავ­ზე ე.წ. ტრე­ნე­რი და გა­ში­ნებს - ვერ გა­თხოვ­დე­ბი, ბედს ვერ ეწე­ვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ მი­გი­ღებს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­გაგ­დე­ბენ, ყვე­ლას და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბი, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ, ბავ­შვებს შე­ნით შე­ა­ში­ნე­ბენ, მალე და­ბერ­დე­ბი, მსუ­ქა­ნი მოკ­ვდე­ბიო და იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ჭა­მას მო­უკ­ლო და გახ­დე, რომ თავი და­ჩაგ­რუ­ლად არ იგ­რძნო. ახლა მარ­თა­ლია, ცოტა ვუტ­რი­რებ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ასე ში­შის ქვეშ ჰყავთ პა­ცი­ენ­ტე­ბი და ისი­ნიც, შე­ში­ნე­ბულ­ნი, და­ზაფ­რულ­ნი და პირ­და­ღე­ბულ­ნი პი­რო­ბას დე­ბენ, რომ არა­სო­დეს და­არ­ღვე­ვენ დი­ე­ტას და სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი (ალ­ბათ ის, ვის­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა და შე­ში­ნე­ბაც უფრო იო­ლია) წარ­მა­ტე­ბით ხდე­ბა კი­დეც.. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დიეტა ქართულად - რა ვჭამო, რომ გავხდე?

დიეტა ქართულად - რა ვჭამო, რომ გავხდე?

საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იწყება ქალბატონების მარადიული ღელვა იმის გამო, რომ ზაფხულს გამხდრები, ლამაზები და ტანკენარები შეხვდნენ, პლაჟზე თამამად გაიხადონ და მტერსა და მოყვარეს თვალი დაუყენონ.

და რა არის ყველაზე საიმედო გზა, რომ კარგ ფორმაში ჩადგე? რა და - დიეტა! სპორტსა და ჯანსაღ კვებაზე არავინ ზრუნავს, რა თქმა უნდა. ყველას ეზარება.

ვინაიდან და რადგანაც, ზამთარში მუცელს ვერ ღალატობენ და ნუგბარ-ნუგბარ საჭმელს არ იკლებენ, საზაფხულოდ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ფორმაში მოსასვლელად. რაღა თქმა უნდა, ყველას სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს. სასურველია, შედეგი დიეტის დაწყებიდან რამდენიმე საათში თუ არა, რამდენიმე დღეში მაინც დადგეს. თუმცა, არც ისე იოლია "ჩაკირული" ქონების

მოცილება, რომლებიც მტრის გასახარად თანთალებს და ქალს გულს უხეთქავს.

იწყება ინტერნეტის ქექვა, ახალი დიეტების მოძიება და ყველაზე მომხიბვლელი ის კვების რეჟიმია, რომელიც უფლებას გაძლევს, ჭამო და თანაც საძულველი კილოგრამები გაქრეს. ინტერნეტშიც, ყველაზე მეტი ნახვა იმ სტატიებს აქვს, რომლის სათაურიც გვაუწყებს - "ჭამ და ხდები".

თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია... რაღაცას უნდა შეელიო, რომ ცხიმები დაიწვას და წონამ კლება დაიწყოს... რა არის ეს "რაღაცა", არავინ იცის...

ამ სტატიის მიზანი ის არ გახლავთ, რომ ვინმეს ვასწავლოთ, როგორ გახდეს ან რაიმე კონკრეტული დიეტა შევთავაზოთ. უბრალოდ, დიეტების შესახებ მოგიყვებით და კვებითი რეჟიმის დაცვის დროს შექმნილ კურიოზულ სიტუაციებს გაგაცნობთ. დავუბრუნდეთ თემას:

"სოლვეის ხერხით სოდის მიღების" არ იყოს, გასახდომად ყველას თავისი მეთოდი აქვს. მაგალითად, ჩემი მოცეკვავე ძმა 4-5 კილოგრამს რომ მოიმატებდა, კონცერტის წინადღეებში შეიკეტებოდა თავის მოზრდილ ოთახში, კოჭებზე სპეციალურად შეკერილ ქამრებს იკეთებდა, რომლებშიც ქვები იყო ჩაკერებული და ქამრის წონა ლამის 2 კილოგრამამდე იყო, ჩაიცვამდა დაბამბულ მაისურსა და შარვალს და 3-4 საათის განმავლობაში ცეკვავდა და ვარჯიშობდა. შემდეგ აიწონებოდა და 5 კილოგრამი თვალსა და ხელს შუა იყო გამქრალი. სამაგიეროდ, იმავე წონის წყალი გასდიოდა მის ტანისამოსს, თუკი გაწურავდი.

ზოგიერთი გასახდომ აბებს იღებს, რადგან თითქმის ყველა მათგანის ანოტაციაში წერია, რომ შეგიძლია ჭამო და მაინც გახდები...

არსებობს ე.წ. ფსიქოლოგიური მეთოდები (მაგალითად, - ბორმენტალის მეთოდი), რომლის დროსაც კარგა ბლომად ფულს იხდი, მერე დაგადგება თავზე ე.წ. ტრენერი და გაშინებს - ვერ გათხოვდები, ბედს ვერ ეწევი, საზოგადოება არ მიგიღებს, სამსახურიდან გამოგაგდებენ, ყველას დაცინვის ობიექტი გახდები, წარმატებას ვერ მიაღწევ, ბავშვებს შენით შეაშინებენ, მალე დაბერდები, მსუქანი მოკვდებიო და იძულებული ხარ, ჭამას მოუკლო და გახდე, რომ თავი დაჩაგრულად არ იგრძნო. ახლა მართალია, ცოტა ვუტრირებ, მაგრამ ძირითადად ასე შიშის ქვეშ ჰყავთ პაციენტები და ისინიც, შეშინებულნი, დაზაფრულნი და პირდაღებულნი პირობას დებენ, რომ არასოდეს დაარღვევენ დიეტას და სხვათა შორის, ზოგიერთი (ალბათ ის, ვისზე ზემოქმედება და შეშინებაც უფრო იოლია) წარმატებით ხდება კიდეც.. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი