პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება
23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება

23 წლის თეკ­ლა ვე­კუა უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია სა­კუ­თარ ბიზ­ნესს უძღვე­ბა. კარ­გი იდეა, სწო­რად და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი და ბევ­რი შრო­მა - ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ალ­ბათ, ნამ­დვი­ლად საკ­მა­რი­სია. თეკ­ლას ჩა­ნა­ფიქ­რი, შე­ექ­მნა პირ­ვე­ლი "ბარ­ბერ შოპი" თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რე­ა­ლო­ბად 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში იქცა.

თეკ­ლა ამ­ბობს, რომ "ბარ­ბერ შო­პის" კონ­ცეფ­ცია სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის ძი­რი­თად იდე­ას სცდე­ბა და ის უფრო მა­მა­კა­ცე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, გარ­თო­ბი­სა და დრო­ის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. აქ ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხმა­რე­ბელ­თა კომ­ფორ­ტის­თვი­საა შექ­მნი­ლი. ახალ ვარ­ცხნი­ლო­ბებ­თან და წვე­რის მოვ­ლას­თან ერ­თად მა­მა­კა­ცებს სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­საც სთა­ვა­ზო­ბენ.

"თბი­ლის­ში მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და მსგავ­სი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი და ასე­ვე სი­ახ­ლე იყო სა­ლო­ნუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. ჩვენ შე­მოგ­ვაქვს და ვნერ­გავთ ახალ, ტრენ­დულ სტილს, მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბულს და ვცდი­ლობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვარ­გოთ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას. მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს, რაც ეხე­ბა თმი­სა და მა­მა­კა­ცის სა­ხის მოვ­ლას. იქ­ნე­ბა ეს წვე­რის ფორ­მის თუ თმის ვარ­ცხნი­ლო­ბის შერ­ჩე­ვა. ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი ასე თუ ისე შე­მო­დის თბი­ლის­ში, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იშ­ვი­ა­თად თუ ჭრის ვინ­მე. "ბარ­ბერ შოპ­ში" მა­მა­კა­ცე­ბის იმიჯ­ზე ხუთი სა­უ­კე­თე­სო სტი­ლის­ტი ზრუ­ნავს,"- ამ­ბობს თეკ­ლა ვე­კუა.

"ბარ­ბერ შო­პის" ინ­ტე­რი­ე­რი, დი­ზა­ი­ნი, კონ­ცეფ­ცია, მთლი­ა­ნად ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნის იდე­ით შე­იქ­მნა და გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც თეკ­ლა ამ­ბობს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ­ტი­უ­რობ­და და ინ­ტე­რე­სი თა­ვი­დან­ვე დიდი იყო. თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტენ­დენ­ცია მზარ­დია და ყო­ველ­თვი­უ­რად სა­ლო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბით კი­დევ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს.

სა­ნამ იდე­ას სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვან­და, თეკ­ლამ მთე­ლი წელი ბაზ­რის კვლე­ვას, სტი­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და პრო­დუქ­ცი­ის მო­ძი­ე­ბას და­უთ­მო. სა­მარ­თებ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ბა­ქო­დან მო­იწ­ვია, რად­გან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს საკ­მა­ოდ ძვე­ლი ხე­ლო­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა შეს­წავ­ლი­ლი.

"ბარ­ბერ შო­პის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შე­ე­ცა­და, რომ ფა­სე­ბი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის, ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მი­სა­ღე­ბი ყო­ფი­ლი­ყო. სა­ლონ­ში წვე­რის მოვ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 ლა­რი­დან, ხოლო ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი 12 ლა­რი­დან იწყე­ბა. "ბარ­ბერ შოპს" ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე სტუმ­რობს. მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი და სხვა. მათ შო­რის მიშა მეს­ხი, ოთო ლომ­თა­ძე, გი­ორ­გი ქორ­ქია და სხვე­ბი.

იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლის­ში მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, "ბარ­ბერ შო­პის" სტი­ლის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მას­შტა­ბურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში იღე­ბენ. Open Air-სა და Gem Fest-ზე სა­ლო­ნუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა არა­ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა მი­ი­ღო.

თეკ­ლა ვე­კუა ცოტა ხნის წინ ახალ­ბე­და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის კონ­კურ­სში ჩა­ერ­თო. ამ­ბობს, რომ "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ჯე­ო­სე­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტი­მუ­ლია. ფიქ­რობს, რომ წარ­მა­ტე­ბა გა­დამ­დე­ბია, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს-ის­ტო­რი­ით სხვე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის შექ­მნა სურს. თეკ­ლას­თვის მთა­ვა­რი ამ მას­შტა­ბის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბაა. თუმ­ცა, გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვი­ლი, კონ­კურ­სან­ტე­ბის მსგავ­სად, მა­საც აქვს.

"ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ვი­გე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ახალ­გაზ­რდა დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის ასე­თი კარ­გი შან­სი იშ­ვი­ა­თია. ამ­ხე­ლა კომ­პა­ნი­ე­ბი მცი­რე ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბას ცდი­ლო­ბენ. ჩვენ­თვის კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მომ­ხმა­რე­ბელს გა­ვეც­ნოთ, რო­გორც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც მზარ­დია და რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია ასე­თი დო­ნის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში იღებ­დეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას," - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი.

თეკ­ლა ვე­კუა თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე კი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წიგ­ნის მუ­ზე­უ­მის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. სწავ­ლას­თან ერ­თად პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან მუ­შა­ობ­და, პრო­ექ­ტებ­შიც იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა "ბარ­ბერ შოპი" მისი პირ­ვე­ლი ბიზ­ნეს­წა­მო­წყე­ბაა, რო­მე­ლიც უკვე ამარ­თლებს ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნის იმე­დებს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება

23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება

23 წლის თეკლა ვეკუა უკვე წელიწადნახევარია საკუთარ ბიზნესს უძღვება. კარგი იდეა, სწორად დასახული მიზანი და ბევრი შრომა - ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, ალბათ, ნამდვილად საკმარისია. თეკლას ჩანაფიქრი, შეექმნა პირველი "ბარბერ შოპი" თბილისში, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს მოემსახურებოდა, რეალობად 2015 წლის დეკემბერში იქცა.

თეკლა ამბობს, რომ "ბარბერ შოპის" კონცეფცია სილამაზის სალონის ძირითად იდეას სცდება და ის უფრო მამაკაცების თავშეყრის ადგილი, გართობისა და დროის გატარების შესაძლებლობაა. აქ ყველაფერი მომხმარებელთა კომფორტისთვისაა შექმნილი. ახალ ვარცხნილობებთან და წვერის მოვლასთან ერთად მამაკაცებს სასიამოვნო გარემოსაც სთავაზობენ.

"თბილისში მანამდე არ არსებობდა მსგავსი თავშეყრის ადგილი და ასევე სიახლე იყო სალონური მომსახურება მხოლოდ მამაკაცებისთვის. ჩვენ შემოგვაქვს და ვნერგავთ ახალ, ტრენდულ სტილს, მსოფლიოში მიღებულს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოვარგოთ ქართულ რეალობას. მომხმარებელს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ეხება თმისა და მამაკაცის სახის მოვლას. იქნება ეს წვერის ფორმის თუ თმის ვარცხნილობის შერჩევა. ახალი ვარცხნილობები ასე თუ ისე შემოდის თბილისში, მაგრამ პროფესიონალურად იშვიათად თუ ჭრის ვინმე. "ბარბერ შოპში" მამაკაცების იმიჯზე ხუთი საუკეთესო სტილისტი ზრუნავს,"- ამბობს თეკლა ვეკუა.

"ბარბერ შოპის" ინტერიერი, დიზაინი, კონცეფცია, მთლიანად ახალგაზრდა ბიზნესმენის იდეით შეიქმნა და განხორციელდა. როგორც თეკლა ამბობს, მომხმარებელი პირველივე დღიდან აქტიურობდა და ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ტენდენცია მზარდია და ყოველთვიურად სალონის მომსახურებით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი სარგებლობს.

სანამ იდეას სისრულეში მოიყვანდა, თეკლამ მთელი წელი ბაზრის კვლევას, სტილისტების შერჩევასა და პროდუქციის მოძიებას დაუთმო. სამართებლის სპეციალისტი ბაქოდან მოიწვია, რადგან აღმოაჩინა, რომ საქართველოში ეს საკმაოდ ძველი ხელობა ნაკლებადაა შესწავლილი.

"ბარბერ შოპის" დამფუძნებელი შეეცადა, რომ ფასები ყველა კატეგორიის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო. სალონში წვერის მოვლის ღირებულება 5 ლარიდან, ხოლო ვარცხნილობები 12 ლარიდან იწყება. "ბარბერ შოპს" ბევრი ცნობილი სახე სტუმრობს. მათ შორის არიან მორაგბეები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სხვა. მათ შორის მიშა მესხი, ოთო ლომთაძე, გიორგი ქორქია და სხვები.

იმისთვის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღოს ინფორმაცია თბილისში მსგავსი მომსახურების არსებობის შესახებ, "ბარბერ შოპის" სტილისტები მონაწილეობას მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალებში იღებენ. Open Air-სა და Gem Fest-ზე სალონური მომსახურება არაერთმა მომხმარებელმა მიიღო.

თეკლა ვეკუა ცოტა ხნის წინ ახალბედა ბიზნესმენების კონკურსში ჩაერთო. ამბობს, რომ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი ბიზნეს დაჯილდოება დამწყები ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. ფიქრობს, რომ წარმატება გადამდებია, ამიტომ საკუთარი ბიზნეს-ისტორიით სხვებისთვის მოტივაციის შექმნა სურს. თეკლასთვის მთავარი ამ მასშტაბის კონკურსში მონაწილეობის მიღებაა. თუმცა, გამარჯვების სურვილი, კონკურსანტების მსგავსად, მასაც აქვს.

"ბიზნეს დაჯილდოების შესახებ სოციალური ქსელით გავიგე. ძალიან გამიხარდა, ახალგაზრდა დამწყები ბიზნესისთვის ასეთი კარგი შანსი იშვიათია. ამხელა კომპანიები მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ცდილობენ. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გავეცნოთ, როგორც ჩამოყალიბებული ბიზნესი, რომელიც მზარდია და რომელსაც აქვს პრეტენზია ასეთი დონის დაჯილდოებაში იღებდეს მონაწილეობას," - ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

თეკლა ვეკუა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე კი ბიზნესის კეთების პარალელურად, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმის პროექტზე მუშაობს. სწავლასთან ერთად პირველივე კურსიდან მუშაობდა, პროექტებშიც იყო ჩართული, თუმცა "ბარბერ შოპი" მისი პირველი ბიზნესწამოწყებაა, რომელიც უკვე ამართლებს ახალგაზრდა ბიზნესმენის იმედებს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი